პოლონეთში მალე გაიხსნება ყველაზე ღრმა აუზი, რომლიდანაც მშრალი ამოხვალთ

მშონოვში (პოლონეთი) სრულდება მსოფლიოში ყველაზე ღრმა და უმსხვილესი აუზის მშენებლობა, რომელიც ყვინთვის მანამდე მიუწვდომელ შესაძლებლობებს მისცემს დამსვენებლებს. ამ მოვლენას განსაკუთრებით ელიან დაივერები, რომლებიც ჰიდროკოსტუმების გარეშე ჩაატარებენ ხანგრძლივ ვარჯიშებს და 45-მეტრიან სიღრმეს მიაღწევენ. რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ამ ყველაფრის დაკვირვება შეეძლებათ წყალქვეშა ნომრებისა და რესტორნის სტუმრებს, აგრეთვე მათაც, ვინც უბრალოდ ისეირნებს თავად აუზში გაყვანილ გვირაბებში, ამასთან, წყლიდან მშრალი ამოვა, ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით.