რატომ დებენ საპონს ფეხსაცმელში: საშინელი პრობლემის მარტივი გადაწყვეტილება

ფეხის ოფლიანობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უმეტესობას მთელი წლის განმავლობაში აწუხებს. ზაფხულობით აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად მწვავდება, რის გამო ხშირად ფეხსაცმელს არც თუ ისე სასიამოვნო სუნი ასდის ხოლმე, მაგრამ არსებობს გამოცდილი “ბაბუის” ხრიკი, რომელიც დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. ყველაფერი რაც საჭიროა, არის საპონი და ცოტაოდენი დრო.

ბევრისთვის (შესაძლოა) აღმოჩენა იყოს ის ფაქტი, რომ ადამიანის ოფლს რეალურად სუნი საერთოდ არ გააჩნია. ამის კარგი დამამტკიცებელი მაგალითია საუნა, სადაც მართალია ადამიანები ძალიან ბევრ ოფლს გამოყოფენ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ დროს საუნაში არასასიამოვნო სუნი დგებოდეს. ოფლიანობისას სუნი გამოწვეულია კანზე სხვადასხვა მიკროფლორის გამრავლებით, ბაქტერიები და სოკო ეწებება ოფლიან კანს და სწორედ ამიტომ სუნი რჩება მაშინაც კი, როდესაც ადამიანის სხეულზე ოფლის კვალიც კი აღარ არის.

ოფლი ხელს უწყობს არა მხოლოდ ბაქტერიების კანზე გამრავლებას, არამედ ის ეხმარება მათ ტანსაცმელზე კოლონიების შექმნაშიც. ნებისმიერი ტანსაცმელი, თუ არ მოხდება მისი დროულად გარეცხვა, სწორედ ამ ბაქტერიების გამო გახდება არასასიამოვნო სუნის მატარებელი, თუნდაც ის დიდი ხნის მანძილზე არ იყოს ნაცვამი.  ამის კარგი მაგალითია ზამთრის ფეხსაცმელი, რომელსაც დროთა განმავლობაში უფრო არასასიამოვნო სუნი ასდის, ვიდრე იმ მომენტში, როცა ის უშუალოდ გაიხადეს.

ფეხსაცმლიდან არასასიამოვნო სუნის მოშორება საკმაოდ რთულია. ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ აშრობს და ანიავებს ფეხსაცმელს. მსგავსი მიდგომა სწორია, თუმცა არასაკმარისი. იმისათვის, რომ ბოლომდე დავამარცხოთ უსიამოვნო სუნი ფეხსაცმელში, საჭიროა გამოვიყენოთ საპონიც. საკმარისია ფეხსაცმელში მოვათავსოთ საპონი და დავტოვოთ ამ მდგომარეობაში მთელი ღამე, რომ დილას ნამდვილად სასიამოვნოდ გავოცდებით მიღებული შედეგით.

თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას?