რატომ ტვიფრავდნენ ფასებს საქონელზე საბჭოთა კავშირში

თანამედროვე ადამიანები მიჩვეულები არიან, რომ შეძენილ ნივთებზე ფასის აღმნიშვნელი სტიკერებია ზევიდანაა დაკრული. მაგრამ, საბჭოთა კავშირში ფასები ყველა ნაწარმს ზედ ჰქონდა ამოტვიფრული და ეს ნორმალური იყო, კითხვები არავის უჩნდებოდა.

ხშირად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირში სტაბილურობა არ იყო, შეიმჩნეოდა მხოლოდ სტაგნაცია. მაგრამ ისინი, ვინც იმ პერიოდში ცხოვრობდნენ, მშვენივრად ახსოვთ, რომ გარკვეული ნეგატიური მომენტების და ტოტალური დეფიციტის მიუხედავად, ადამიანებმა არ იცოდნენ რას ნიშნავდა ბინის შეძენა, სწავლის საფასურის გადახდა, კარის ჩარაზვა და ბევრი სხვა რამ.

სინამდვილეში, ეს სულ სხვა დრო იყო, როცა ადამიანები არამხოლოდ ცხოვრობდნენ სხვანაირად, არამედ სხვანაირადაც ფიქრობდნენ.

რაც შეეხება ფულს, მასთან დამოკიდებულებაც ჩვენთვის უჩვეულო იყო. ქვეყანაში გამოსული პროდუქციის ღირებულება დგინდებოდა არა მის დამზადებაზე გაღებული ხარჯის დათვლის პრინციპით, არამედ მისია დამიანებისთვის საჭიროების დონით. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველაფერი საჭირო საბჭოთა მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა.

რაც შეეხება, ფასების ნივთებზე დატანას, ეს იყო სტაბილურობის და მაღალი ხარისხის მაჩვენებელი. ხარისხზე კამათს ვერც დავიწყებთ. ბევრი ელექტრომოწყობილობა იმ დროიდან მოყოლებული დღემდე მშვენივრად მუშაობს, რასაც თანამედროვე მოწყობილობებზე ვერ ვიტყვით.

მეორე ვერსიას გეგმიური ეკონომიკა წარმოადგენს. პროდუქციის ღირებულებას მთავრობა აწესებდა და ყველასთვის საერთო იყო, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტსა და რეგიონში. ყველა ვალდებული იყო ნივთი ერთნაირ ფასად გაეყიდა.