როგორ გავაუმჯობესოთ სახლი სერიოზული ცვლილებების გარეშე: ხელმისაწვდომი რჩევები

ხშირად მიხდებოდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ამ პროცესს აუცილებლად ახლდა გენერალური დალაგებაც. ბავშვობაში სწორედ ამიტომ ვერ ვიტანდი სახლის შეცვლას. თავიდან მეგონა, რომ ვერც ერთი სახლი ვერ შეძლებდა ჩემთვის მშობლიური სახლის მაგივრობის გაწევასა და კომფორტის დიდი ხნით შენარჩუნებას, ამიტომ არ მესმოდა, თუ რა საჭირო იყო საცხოვრებლის ცვლა ასე ხშირად.

მაგრამ, დროთა განმავლობაში, ვისწავლე ყველა იმ ნიუანსის გამოვლენა და მოსპობა, რომლებსაც სახლში დისკომფორტი მოჰქონდა. ახლა უკვე ნაქირავებ ბინაშიც კი თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

ამ სტატიაში Novate.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა უშლის ხელს სახლში სიმყუდროვის გამეფებას და როგორ უნდა დაამყაროთ კომფორტი თქვენს საცხოვრებელში.

როგორ გავაუმჯობესოთ სახლი

1. დარწმუნდით, რომ ყველა საყოფაცხოვრებო აქსესუარი სახლში სუფთა და მოვლილია. დახეული პირსახოცები, დაზიანებული საოჯახო ხელთათმანები, გარღვეული ზეწრები და სხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანები, რომელთაც უკვე დიდი ხნის წინ დაკარგეს პირვანდელი სახე, არ გამოიყენოთ თვალსაჩინო ადგილებში.

2. საბჭოთა ავეჯი და საოჯახო კომპლექტები თვალს აღარ ახარებს, პირიქით. თუ სინდისი არ გაძლევთ ბებიის ჭურჭლის კარადის გამზეურების საშუალებას, გადაიტანეთ ან მიეცით იმას, ვისაც  ეს ნივთები მეტად სჭირდება. არ არის საჭირო წარსულის ტვირთით ცხოვრება. დროა, ძველ ღირებულებებს დაემშვიდობოთ და ახალ ცხოვრებას ეზიაროთ.

3. მტვერი ავეჯსა და შპალერზე – ეს ისაა, რაც შემჩნევისთანავე უნდა აღმოფხვრათ. პირველ რიგში, ეს უბრალოდ არაჰიგიენურია და მეორე მხრივ, ყველაზე თანამედროვე ავეჯიც კი გამოიყურება საშინლად, თუ ის ბინძური, ცხიმიანი ან მტვრის სქელი ფენით დაფარულია.

4. დამჭკნარი ყვავილების თაიგულები არა მარტო ინტერიერს აფუჭებს, არამედ გვპარავს ენერგიასაც, ამიტომაც დროულად უნდა მოვიშოროთ ისინი.

5. ჩვეულებად აქციეთ კვირაში ერთხელ ძველი გაზეთებისა და ჟურნალების გადაყრა. ზედმეტად უადგილოა ასეთი საკითხავი მასალის საკუთარ ბინაში შენახვა, რადგან საბოლოოდ ის მტვრის კიდევ ერთ ახალ ბუდედ იქცევა.

6. ასევე, უარი უნდა თქვათ იაფფასიან ქანდაკებებსა დადეკორაციებზე. ზედმეტად უსარგებლო ნივთების გარეშემ სახლი უფრო მყუდროდ და ნათლად მოგეჩვენებათ.

7. მთელ ბინაში მიმოფანტული სადენები არა მხოლოდ უწესრიგობის განცდას აჩენს, არამედ დისკომფორტსაც იწვევს. განსაკუთრებით, თუ ბავშვთან ან შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრობთ, საქმე უკვე უსაფრთხოებას ეხება. სადენების დამალვის მრავალი გზა არსებობს, სცადეთ მათი გამოყენება და შეამჩნევთ, რამდენად კომფორტული გახდება სახლში ყოფნა.

8. არასდროს დატოვოთ ფეხსაცმელი უშუალოდ იატაკზე. ასე მიყრილი ფეხსაცმელი სასიამოვნო ატმოსფეროს დაარღვევს ყველაზე ელეგანტურ და მოწესრიგებულ შემოსასვლელ ოთახსაც კი. ააწყვეთ ან შეიძინეთ ფეხსაცმლის პატარა მაგიდა ან თაროები მისთვის.

9. უღიმღამო ან გაცვეთილმა ფარდებმა შეიძლება ნებისმიერს გაუფუჭოს განწყობა. თუ ექვს თვეში ერთხელაც კი გეზარებათ მათი რეცხვა, შეცვალეთ ჟალუზებით ან გრაგნილი ვარიანტებით.

იცოდით, რომ სახლში ბევრ რამეს შეუძლია კომფორტის დარღვევა და დაღლილობის გამოწვევა? სწორედ ამიტომ, აუცილებელია რეგულარული დალაგება და ძველი ნივთების მოშორება, პრობლემები თავიდან რომ აიცილოთ.