11 შეცდომა, რომელსაც საყინულის წმენდისა და დალაგების დროს უშვებთ

საყინულეში შენახვა საუკეთესო არჩევანია პროდუქტების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ საყინულეს ხშირად ეფექტურად ვერ ვიყენებთ და მისი ორგანიზებაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს რადგან მასში ხშირად უამრავი პაკეტი, პარკი და კონტეინერი გროვდება. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ 11 შეცდომას, რომლის დავიწყების შემთხვევაშიც თქვენ მსგავს ქაოსს აირიდებთ თავიდან:

1. საყინულე ორგანიზებული არაა

საყინულის ეფექტურად გამოყენებისთვის მისი სწორად ორგანიზებაა საჭირო. ნივთები მოწესრიგებულად უნდა შეალაგოთ მასში და გარკვეული ზომის ნორმების დაცვით, რათა საჭირო პაკეტები უკანა ნაწილში არ გადაცურდეს და სამუდამოდ არ დაგავიწყდეთ მათი არსებობა. შეუნარჩუნეთ საყინულეს კარგი ხილვადობა თაროების გამოყენებით.

2. ზედმეტი სითბო

დააყენეთ საყინულის ტემპერატურის საზომი ყველაზე ცივ ტემპერატურაზე, რათა საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოთ საჭმელი. საყინულის იდეალური ტემპერატურაა -18 გრადუსი.

3. საჭმელი წესიერად არაა შეფუთული

თუკი არ გსურთ, რომ საჭმელი სიცივემ დააზიანოს, მაშინ ისინი ჰერმეტულად უნდა შეფუთოთ პარკების, ალუმინის ქაღალდის ან პლასტიკური პაკეტების დახმარებით. კონტეინერით შენახვის შემთხვევაში ეცადეთ იგი აავსოთ ბოლომდე.

4. პროდუქტების ერთად გაყინვა

ღვეზელების, ნამცხვრის ცომის, კენკრის და მსგავსი პროდუქტების ერთი დიდი კონტეინერით შენახვა მათ ერთ მთლიან გაყინულ ბლოკად აქცევს. ამიტომ სჯობს ისინი პაკეტებად დააცალკევოდ და ისე შეინახოთ კონტეინერში, რათა მათი ნაწილის ამოღების სურვილის შემთხვევაში მთელი ბლოკის გამოღება არ მოგიწიოთ.

5. გაფუჭების პირას მყოფი საჭმელების გაყინვა

გაყინვა საჭმელს ინახავს, თუმცა მისი მდგომარეობის განახლება არ შეუძლია. ამიტომ ეცადეთ იყოთ რეალისტი იმის შესახებ, თუ რას შეჭამთ მომდევნო დღეებში და დანარჩენი შეინახეთ საყინულეში დაძველებამდე.

6. გალღობა ოთახის ტემპერატურაზე

მაგიდაზე გასალღობად მოთავსებულ ხორცზე, ცომეულზე და ზღვის პროდუქტებზე ბაქტერია მარტივად გაიზრდება. ამიტომ სჯობს მომზადების წინა დღეს ისინი მაცივარში გადმოდოთ მარტივად და უსაფრთხოდ გასალღობად.

7. საყინულის გაღება ელექტროენერგიის გათიშვისას

თუ სახლში ელექტროენერგია გათიშულია, საყინულე უნდა შეინარჩუნოთ დახურულ მდგოამარეობაში მასში არსებული ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

8. მილების ჩახერგვა

საყინულის საჰაერო მილების დაბლოკვით ტემპერატურის მერყეობას გამოიწვევთ, რაც პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ აუცილებლად დატოვეთ კედელსა და საყინულის კედელს შორის საკმაო ადგილი ჰაერის თავისუფლად სამოძრაოდ.

9. საყინულე ზედმეტად სავსე ან ცარიელია

საყინულეში ბევრი პროდუქტის ქონა მას ტემპერატურის დრამატული მომატებისგან დაიცავს კარების გაღებისას. თუმცა, საყინულის ზედმეტად გავსება მასში ჰაერის ეფექტურ მიმოქცევას შეუშლის ხელს.

10. ეტიკეტების არქონა

საჭმლის პაკეტების გაყინვის შემდეგ ძნელი ხდება იმის გარჩევა, თუ რა არის მასში შენახული. სწორედ ამიტომ სჯობს საყინულეში შედების წინ ყველა პაკეტს მიაკრათ ეტიკეტი შესაბამისი დასახელებით. ასევე მოხერხებული იქნება თუკი ეტიკეტზე პროდუქტის გამოყენების ვადასაც მიაწერთ.

11. მთლიანი შეფუთვის შენახვა

საყინულეში უამრავ ადგილს დაზოგავთ თუ გასაყინ პროდუქტებს შენახვის წინ მათი ყუთებიდან ამოიღებთ. ისინი შეგიძლიათ სპეციალურ პარკებში შეინახუთ უფრო კომპაქტური ორგანიზებისთვის.