მოაშორეთ ცხიმისა და ხისტი წყლის ნადები ყველაფერს, ორი ინგრედიენტის გამოყენებით

აბაზანაში გაჩენილი ლაქები და სამზარეულოში ჭურჭელზე მიმწვარი ცხიმები სახლის დალაგების პროცესს ყოველთვის ართულებს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ მარტივ ფორმულას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ლაქას მარტივად გაასუფთავებთ:

დაგჭირდებათ:

  • საცხობი სოდა
  • წყალბადის ზეჟანგი
  • პატარა ჯამი

გამოყენების წესი

ჩაყარეთ 1/4 ჭიქა საცხობი სოდა პატარა შუშის ჯამში და მოასხით ზევიდან ცოტაოდენი წყალბადის ზეჟანგი, რათა ნაზავი დასველდეს და საბოლოოდ მიიღოთ პასტის მსგავსი მასა.

შემდეგ ამოიღეთ მიღებული პროდუქტი ჯამიდან და შეაზილეთ არასასურველ ლაქებს და ცხიმის გროვებს თითების ან ღრუბელის გამოყენებით. თუ ხელთათმანებს არ გამოიყენებთ, მაშინ სოდის დახმარებით თითების კანის გაჯანსაღებასაც შეძლებთ პარალელურად.