როგორ გავაქათქათოთ გაყვითლებული ბალიშები

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი ცხიმები და ოფლი ძილის დროს ბალიშზე გადადის და იკრობს მტვერს, ჭუჭყსა და სხვა საზიზღარ ელემენტებს. ეს ცხოვრების ნატურალურ პროცესს წარმოადგენს, თუმცა ძველი და გაყვითლებული ბალიშები მაინც მოვლას საჭიროებს. ამისათვის წარმოგიდგენთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც ჭუჭყიან ბალიშებს გადაგდების ნაცვლად ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ:

რა დაგჭირდებათ გაყვითლებული ბალიშების გასარეცხად:

  • 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი
  • 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი ფხვნილი
  • 1 ჭიქა მათეთრებელი სითხე
  • 1/2 ჭიქა ბორაქსი

ინსტრუქცია

პირველრიგში მოაცალეთ ბალიშს დამცავი ზედაპირი და შეამოწმეთ მისი ეტიკეტის მიხედვით შეიძლება თუ არა მისი გარეცხვა.

პირველი ნაბიჯი – ცხელ წყალში ჩალბობა

ჩაალბეთ ბალიშები ცხელ წყალში. ეს საწმენდი საშუალებების ამოქმედებამდე დაიწყებს ლაქების დაშლას. ამისათვის უნდა დადგათ წყლით სავსე დიდი ქვაბი გაზქურაზე და ჩაყაროთ ადუღებულ წყალში ფხვნილები და ბორაქსი, პარალელურად კი უნდა მოურიოთ მათ გახსნამდე.

მომზადებული წყალი უნდა გადაასხათ დიდ ჯამში და მოათავსოთ მასში ბალიშები 30 წუთის განმავლობაში. შუა პროცესში უნდა ამოატრიალოთ ბალიშები რათა ორივე მხარე კარგად გაიჟღინთოს.

მეორე ნაბიჯი – სარეცხი მანქანით გარეცხვა

ჩალბობის შემდეგ გარეცხეთ ბალიშები სარეცხი მანქანის სრული სარეცხი ციკლის გამოყენებით.

მესამე ნაბიჯი – გაშრობა

საბოლოო ეტაპს ბალიშების გაშრობის პროცესი წარმოადგენს. თუკი საშრობი აპარატი გაქვთ, მაშინ მოათავსეთ ბალიშები მასში და გამოიყენეთ ჰაეროვანი გაშრობის მეთოდი. სინთეტიკური ბალიშები უნდა გააშროთ დაბალი სითბოს გამოყენებით. მოათავსეთ რამდენიმე ჩოგბურთის ბურთი საშრობში ბალიშების ასაფუმფულებლად გაშრობასთან ერთად.