როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს სიგარეტის სუნი

თამბაქოს კვამლის სუნი ხშირად უქმნის დისკომფორტს არამხოლოდ მწეველს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად ბინაში ცხოვრობენ. ამ მავნე თვისების მთავარი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ თამბაქოს სუნს შეიწოვს ტანსაცმელი და ინტერიერის ნივთები და ტოვებს თავის არომატს ყველგან.

რა გავაკეთოთ თუ სამოსს თამბაქოს კვამლი ასდის

არსებობს გამოთქმა: „გიყვარს მოწევა? ნივთების გარეცხვაც შეიყვარე.“ თუ არ გსურთ, რომ სიგარეტის სუნი აგდიოდეთ, მოემზადეთ იმისთის, რომ დღეში რამდენჯერმე მოგიწევთ ნივთების სარეცხ მანქანაში შეგდება. ასევე, გაითვალისწინეთ ის მომენტი, რომ გარდერობის ნივთები უნდა გააშროთ არა ბინაში, არამედ სუფთა ჰაერზე, ეზოში ან ღია აივანზე. ეს ხრიკი სრულად გაანთავისუფლებს სამოსს თამბაქოს კვამლისგან.

რჩევა 1: გამოიყენეთ სუნამო

ყველაზე მარტივი და სწრაფი ხერხია სუნის პარფიუმერიით დაფარვა. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ზომები: ნახევარი ბოთლი სუნამოს შეწოვა უარყოფით შედეგებს გამოიღებს. გახსოვდეთ, რომ სუნამო უბრალოდ ნიღბავს თამბაქოს სუნს, სამუდამოდ არ აქრობს მას.

კიდევ ერთი საინტერესო ხერხია, კარადაში ნივთებთან ფორთოხლის და ლიმნის ქერქების მოთავსება. ციტრუსების სუნი ძალიან ძლიერია და ნებისმიერ არომატს აჯობებს. შეგიძლიათ ატაროთ ისინი კოსტიუმის, კაბის ან შარვლის ჯიბითაც.

რჩევა 2: ძმარი ტყავის ნივთებისთვის

ტყავის შემთხვევა გაცილებით რთულია. ის ადვილად იწოვებს ყველა სურნელს. თუ შეამჩნიეთ, რომ ტყავის ქურთუკს სიგარეტის სუნი აქვს, გამოიყენეთ თეთრი ძმარი. გახსენით წყალში, ჩაალბეთ მიღებულ მასაში ღრუბელი და წაუსვით ტყავის ნივთებს. ამის შემდეგ გაიტანეთ აივანზე და კარგად გაანიავეთ. თუ ძმარი არ გაქვთ, საპნიანი წყალი გამოიყენეთ. ეფექტი უფრო სუსტია, მაგრამ პრობლემას ისიც გადაწყვეტს.

რჩევა 3: ქიმწმენდა

ეს ხერხი ყველაზე ძვირადღირებულია, მაგრამ ყველაზე ეფექტური. ხანდახან თამბაქოს სუნი იმდენად ძლიერია, რომ სიტუაციას მხოლოდ პროფესიონალური საშუალებები გამოასწორებენ.

როგორ გავუმკლავდეთ სიგარეტის არასასიამოვნო სუნს ბინაში

თუ ოჯახის წევრებიდან მხოლოდ 1 ეწევა, სახლში კვამლი მაინც დგება. თუ ეს ადამიანი სიგარეტის კვამლს მიჩვეულია, ვეღარც კი შეიგრძნობს მას. ბინა კი ცუდ სუნს იძენს. შესაძლოა ახალ სახლში გადასვლისას იგრძნოთ ეს ძლიერი სურნელი, რადგანაც წინა მაცხოვრებლები მწეველები იყვნენ.

ყველაზე კარდინალური და ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა კაპიტალური რემონტია. მაგრამ თუ ამის თანხა არ გაქვთ ან ბინა დროებით გაქვთ აღებული, სხვა ხერხებს გთავაზობთ.

ხერხი 1: გენერალური დასუფთავება

შეადგინეთ იმ ნივთების სია, რომლების საგულდაგულო წმენდას საჭიროებენ. ესენია: სამოსი, რბილი სათამაშოები, ხალიჩები, ფარდები, საწოლის თეთრეული.

მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, გენერალური დასუფთავების შემდეგ, ისინი აუცილებლად უნდა აბანაოთ, რადგანაც მათი ბეწვი ნებისმიერ სუნს შეიწოვს.

როცა იატაკს და რაფებს მოასუფთავებთ, წყალს ცოტაოდენი თეთრი ძმარი დაუმატეთ. აუცილებლად გაანიავეთ სახლი და გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი.

რაც შეეხებათ კარადებს, მაგიდებს, სავარძლებს და სხვა ავეჯს, მოაყარეთ მარილი და დატოვეთ რამდენიმე საათით, უმჯობესია 1 დღე-ღამით. მარილი შეიწოვს არასასიამოვნო სუნს და სახლში ყოფნას სასიამოვნოს გახდის.

ხერხი 2: გამოიყენეთ არომატიზატორი და სველი პირსახოცი

თითოეული ოთახის კარებებზე დაკიდეთ თითო სველი პირსახოცი. ის კარგად შეიწოვს სიგარეტის კვამლს.

ბრძოლის მშვენიერი იარაღია არომატიზატორი. არაა აუცილებელი იყიდოთ ძვირადღირებული, აიღეთ ლამბაქი, მოაყარეთ დაფქული ყავა და დადგით ყველა ოთახში. ის კვირაში რამდენჯერმე უნდა შეცვალოთ. კიდევ ერთი ვარიანტი ციტრუსების ქერქია: მანდარინის, ლიმნის ან ფორთოხლის. უბრალოდ დადეთ ბინაში ან მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ 15-20 წთ. შედეგად სასიამოვნო სურნელი დატრიალდება არამხოლოდ სამზარეულოში, არამედ მთელ ბინაში.

ხერხი 3: გააკეთეთ არომალამფა

აიღეთ ცივი ნათურა, მოასხით საყვარელი სურნელი და გაუკეთეთ ჭაღს. გაცხელების დროს მისი სურნელი მთელ ოთახს სასიამოვნო არომატით გააჯერებს და სიგარეტის სუნს გააქრობს.

რეკომენდირებულია ბინაში მოწევა შეამციროთ და ეს უფრო ხშირად გარეთ აკეთოთ. ხშირად გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ოთახი.