7 ხრიკი, რომლითაც სახლის ინტერიერს მდიდრულ იერს მისცემთ

თუკი მდიდრულ სასტუმროს ნომერში დარჩენის საშუალება გქონიათ, მაშინ ალბათ იცით თუ როგორი სასიამოვნო შეგრძნებაა ასეთ მდიდრულ გარემოში დროის გატარება. სახლში მსგავსი ორიგინალური ატმოსფეროს შექმნას ამ 7 ხრიკის დახმარებით მარტივად მოახერხებთ:

1. გამოცვალეთ სასაპნეები

გაამდიდრეთ სააბაზანოს ინტერიერი პლასტმასის სასაპნის ჩანაცვლებით და მოათავსეთ მის მაგივრად აბაზანაში მარმარილოს, კერამიკის ან შუშისგან დამზადებული სასაპნე.

2. გამოიყენეთ ნაჭრის ხელსახოცები

სასადილო ოთახის მაღალფარდოვანი ატმოსფერო ქაღალდის ხელსახოცებმა მარტივად შეიძლება დაარღვიოს. ამიტომ სჯობს ისინი ჩაანაცვლოთ მრავალჯერადი ქსოვილისგან დამზადებული ლამაზი ხელსახოცებით.

3. აამაღლეთ მცენარეები

სახლის მცენარეები სიჯანსაღის გარდა ტრენდულ ელემენტებადაც ითვლებიან. მათი საშუალებით ოთახისთვის მდიდრული იერის მისანიჭებლად საჭიროა ისინი ჩამოკიდოთ სხვადასხვა სიმაღლეზე, მაგალითად ლამაზი ნახატის ირგვლივ ჩარჩოს მსგავსად.

4. წაგრძელებული ფარდები

ეცადეთ დაკიდოთ ფარდები ფანჯრის ზედა ზოლზე 15-30 სანტიმეტრით მაღლა და გამოიყენეთ საკმარისად გრძელი ფარდები, რათა ისინი იატაკს მიწვდეს. ეს მცირე დეტალი ოოთახს უფრო დიდს გამოაჩენს.

5. გამოიყენეთ მრავალფეროვანი მასალები

ხის ავეჯის, შუშის დეკორაციების, მეტალის ფიგურების და ქსოვილის ხალიჩების ერთმანეთთან შეთავსებით თქვენ ოთახს მარტივად შესძენთ უფრო მდიდრულ იერს.

6. განაახლეთ კარადები

გაამდიდრეთ სამზარეულოს კარადების ვიზუალი უფრო ფერადი და ახლებული სტილის სახელურებით და მიმართეთ იგივე ხრიკს აბაზანის კარადების და უჯრების განახლებისას.

7. გამოიყენეთ ფილები

ფილების ფონის საშუალებით სამზარეულოს მარტივად აქცევთ უფრო თანამედროვე სივრცეთ. თუკი სამუდამო არჩევანის გაკეთება არ გსურთ, მაშინ შეგიძლიათ კედელზე წებოთი მისამაგრებელი თხელი და ფერადი ფილები შეიძინოთ ონლაინ მაღაზიაში თქვენთვის სასურველი დიზაინით.