ამ მარტივი რეცეპტით საცხობი ლანგრები ახალივით გაპრიალდება

ნამცხვრებისა და გემრიელი კერძების მომზადებისას საცხობი ლანგრები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. რაც უფრო ახალი და სუფთაა დაფა, მით უფრო მარტივად მზადდება მასზე გემრიელი პროდუქტები. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაფებს სწრაფად და მარტივად დაუბრუნებს ახლებურ იერს:

მოაყარეთ ყველაზე პრობლემურ ლაქებს საცხობი სოდა და მოასხით წყალბადის ზეჟანგი, შემდეგ კი დაფარეთ კიდევ ერთი ფენა საცხობი სოდით. დატოვეთ ასე მთელი დღის განმავლობაში და შემდეგ გადაწმინდეთ სუფთა ღრუბლით.

ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია რთულ ლაქებთან გასამკლავებლად, რადგან, სანამ სოდა თავის საქმეს აკეთებს, თქვენ შეგიძლიათ სასაუზმოდ წახვიდეთ ან სხვა საქმით დაკავდეთ.

ლაქაზე წასმული საწმენდი ნარევი თავის საქმეს უპრობლემოდ შეასრულებს და, რამდენიმე საათის შემდეგ, მის გადასაწმენდად დაფის ზედაპირის გახეხვაც კი არ დაგჭირდებათ. უბრალოდ მოაშორეთ ნაზავის დარჩენილი მასა ზედაპირიდან ღრუბლით ან ქსოვილით და სუფთა ლანგარს მიიღებთ.