როგორ გამოვიყენოთ ჟანგიანი ლურსმნები ოთახის მცენარის გასაძლიერებლად

დიასახლისთა უმეტესობას ყველაზე მცირე ერთი ქოთნის მცენარე მაინც მოეპოვება სახლში და მათ ნამდვილად დააინტერესებთ ეს სტატია.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ დაჟანგებულ ლურსმნებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება ოთახის მცენარეთა ნიადაგის გასაუმჯობესებლად.

რკინა მცენარეებისათვის

არსებობს ისეთი მავნებელი, როგორიცაა ქლოროზი, რომელიც ხელს უშლის მცენარის მიერ ქლოროფილის წარმოქმნასა და აქტიური ფოტოსინთეზის წარმოებას. უმეტესად, დაავადებული მცენარის გადარჩენა შეუძლებელია.

ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყვავილს საკმარისი რკინა მიეწოდოს, ეს კი შეგვიძლია ბუნებრივი ხერხებითაც უზრუნველვყოთ… მაგალითად ჟანგიანი ლურსმნების საშუალებით! პირდაპირ ნიადაგში, მცენარის სიახლოვეს ჩაარჭეთ რამდენიმე და კარგად მორწყეთ, დანარჩენი პროცესი თავისთავად წარიმართება.

რკინა მცენარეებისათვის და სხვა რჩევები

ლურსმანი ჟანგვას განაგრძობს, ნიადაგი ნოყიერდება, ყვავილი კი სიჯანსაღეს ინარჩუნებს. ასევე მსურს შემოგთავაზოთ რამოდენიმე სხვა რჩევაც, რომელიც დაგეხმარებათ ოთახის მცენაარების ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებაში.

1. თუ გსურთ, რომ თქვენი ოთახის მცენარის ფოთლები მზეზე პირდაპირ ბზინავდნენ, გაწმინდეთ მათი ზედაპირი სველი სალფეთქით. სპირტზე დამზადებული ანტისეპტიკი, როგორც წესი, მალევე ორთლქდება, ამიტომაც ზიანს არ აყენებს მცენარეს, ხოლო ფოთლები კი ისეთ ვიზუალს იღებენ, თითქოს ტროპიკებზე იყოთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ზოგიერთი მცენარე, მაგალითად, როგორებიცაა, დრაკენა, კლივია და იუკა, მსგავსი მეთოდით შეიძლება დაზიანდნენ და მათთან ამ ხერხის გამოყენება რეკომენდირებული არაა.

2. მცენარის გამოკვება შესაძლებელია მეტად საინტერესო შენარევით, კერძოდ კი ის შედგება ბანანის ქერქისგან, ორი ცალი კვერცხისა და შავი დაფქული ყავისაგან. ყველა აღნიშნული ინგრედიენტი უნდა დავაბლენდეროთ მანამ, სანამ არ მივიღებ ერთგვაროვან მასას, რომელსაც მცენარის დარგვამდე გავურევთ ნიადაგს. აბსოლუტურად საკმარისი იქნება ერთი ჩაის კოვზის გამოყენება.

3. ბიუჯეტური და სახალხო მეთოდი მცენარის გამოკვებისა – კარტოფილის ნახარში. მზადდება პიურეს ხარშვის პროცესში, კერძოდ კი მცენარის მოსარწყავად გამოიყენება კარტოფილის ნახარში წყალი.

რედაქციისაგან

მცენარეები თავს კარგად იგრძნობენ, თუ მათ ექნებათ საკმარისი მზის სინათლე, სითხე და საკვები ნივთიერებები. არ დაგავიწყდეთ დროულად მორწყვა და, როცა მცენარე გაიზრდება, უფრო მოზრდილ ქოთანში გადარგვა.

კომენტარებში მოგვიყევით, თქვენ როგორ ამდიდრებთ ქოთნის მცენარეებს რკინით.