როგორ მოვიქცეთ, თუ სარეცხი მანქანა რეცხვისას დახტის

ადრე თუ გვიან, ყველას ექნება ისეთი შემთხვევა, როცა სარეცხი მანქანა ჩართვისას ადგილის შეცვლას იწყებს. ხშირად, ვიბრაცია იმდენად ძლიერდება, რომ ხმაურსა და დისკომფორტს იწვევს. გარკვეული დროის განმავლობაში, სარეცხი მანქანის ხტუნვა, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად იქცეს. ამიტომაც, მიხედეთ მას ახლავე. აი, რა უნდა გააკეთოთ.

სიტუაციის გამოსასწორებლად, სარეცხი მანქანა ქსელიდან უნდა გამორთოთ. შემოატრიალეთ ის ისე, რომ ბარაბნის ამორტიზატორებზე ხელი მიგიწვდეთ. სწორედ ეს ნაწილები იწვევს ზემოხსენებულ პრობლემას. როცა ისინი ძველდება და ცვთება, მოვალეობას ვეღარ ასრულებს. ამ პრობლემის გადაჭრას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

ხელის ძლიერი და თავდაჯერებული მოძრაობით დაჭიმეთ და მოხსენით ჯერ პირველი ამორტიზატორი, შემდეგ მეორე. ამის შემდეგ, აუცილებელია რამე ტექნიკურად საპოხი მასალის პოვნა. გამოგადგებათ სილიკონის საპოხი მასალა ან მანქანის ზეთი. უბრალოდ იგი წაუსვით ორივე ამორტიზატორს. როგორც კი ამას გააკეთებთ, მთელი კოსნტრუქცია საწყის მდგომარეობაში უნდა დააბრუნოთ. საიმედოობისა და სისწორის შემოწმება შეგიძლიათ აპარატის შეტრიალებითა და ხელახლა ქსელში ჩართვით. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ვიბრაცია გაქრება.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ სარეცხი მანქანის ხტუნვის თავიდან ასაცილებლად, მოწყობილობა სწორად, ინსტრუქციის მიხედვით უნდა გამოიყენოთ. გაიხსენეთ ბარაბნის დატვირთის ოპტიმალური მაჩვენებლის შესახებ. ამორტიზატორები ყველაზე ხშირად ფუჭდება მაშინ, როცა მანქანა ძალიან გადატვირთულია, ასევე მაშინაც, როცა არასაკმარისი სიმძიმე დევს მასში.