საუკეთესო მათეთრებელი ხსნარი, რომელიც თეთრ ქსოვილზე ნებისმიერ ჭუჭყს უმკლავდება

ყველაზე რთული ლაქების გაქრობა ზოგჯერ სარეცხის მანქანასაც კი უჭირს, რის გამოც საჭიროა გამოიყენოთ მაღაზიაში ნაყიდ პროდუქტებზე უფრო ეფექტური სარეცხი საშუალება. ეფექტური მათეთრებელის დამზადებას ამ რეცეპტით ყველაზე მარტივად შეძლებთ:

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა სარეცხი სითხე
  • 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი ფხვნილი
  • 1 ჭიქა ქლორი
  • 1/2 ჭიქა ბორაკი

გააცხელეთ სარეცხი მანქანის წყალი ყველაზე ცხელ დონეზე და ჩაამატეთ მასში აღნიშნული ინგრედიენტები. აუცილებელია მოცემული მასალები გამოიყენოთ მცირე დოზის კონცენტრაციით. რაც უფრო მეტ წყალში ჩაყრით მათ, მით უფრო ნაკლები კონცენტრაციით იმოქმედებენ ისინი. ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ იმდენი წყალი, რამდენიც სარეცხის ზედაპირამდე დაფარვისთვის იქნება საჭირო.

ამის შემდეგ დატოვეთ სარეცხი ცხელ წყალში ჩასალბობად რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე. მთელი ღამით დატოვება ყველაზე ოპტიმალური არჩევანი იქნება.

თუკი თქვენი სარეცხი მანქანა სარეცხის ჩასალბობად არ გამოდგება, მაშინ შეგიძლიათ ამისათვის გაზქურაზე დადგმული წყლის ქვაბი გამოიყენოთ. აღნიშნული ინგრედიენტებით სავსე ცხელ წყალში ჩაყრილი სარეცხის გათეთრებას ყველაზე მარტივად და ეფექტურად შეძლებთ, რადგან მსგავსი ნაზავი იდეალურ პროდუქტს წარმოადგენს ნებისმიერი სახის ქსოვილის გათეთრებისათვის.