მოვლილ ბაღს მებაღის რეგულარული ყურადღება სჭირდება. მის შესაქმნელად დიდი ძალისხმევის და დროის გაღებაა საჭირო, რაც თანამედროვე სუპერაქტიური ცხოვრების სტილისთვის საკმაოდ რთულია.

ერთმა გამოცდილმა მებაღემ გაგვიმხილა იმ უპრეტენზიო ყვავილების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავს ფაქტობრივად დამოუკიდებლად უვლიან. აღმოჩნდა, რომ სწორად შერჩეული ყვავილები დიდ დროს ნამდვილად არ წაგართმევთ.

პეტუნია

ეს ყვავილი სილამაზითა და მრავალფეროვნებით გულგრილს არავის დატოვებს.

მისი გაზრდის მთელი სირთულე მომზადებულ ნიადაგში გადარგვაა. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ პირველივე გაზაფხულს აყვავილდებიან.

კოსმია

ეს ყვავილი ოდესღაც მექსიკაში ცხოვრობდა, ახლა კი ყველგან ვხვდებით. მათი დარგვა ქალაქის ეზოებშიც უყვართ. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ ესაა მწვანე ხალიჩა ფერადი ვარსკვლავებით.

კოსმია მშვენიერი ვარიანტია ღობის მოსართავად. მისი ბევრი სახეობა ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ეშოლზია

საოცრად ნაზი ეშოლზია მაშინვე შეგიყვარდებათ. მისი საოცარი ყვავილები ბაღს ნამდვილად მოგირთავთ.

ეს მცენარეა საკმარისია ერთხელ დარგათ და 1 წლის შემდეგ უკვე თავად გაიზრდება.

კესანე

ეს ნაზი ყვავილები მხოლოდ ცისფერი შეფერილობით არ არსებობენ. თეთრი და ვარდისფერიც საოცრად ლამაზია.

კესანე მორთავს ნებისმიერ გაზონს და აივანს. სიმაღლეში 30 სმ-მდე იზრდება , ჩრდილიან ადგილებში მშვენივრად არსებობს და ზამთარს გადახურვის გარეშეც უძლებს.

ბალბა

ეს მცენარე თითქოს ბუნებამ სპეციალურად შექმნა კედლებისთვის, ღობეებისთვის და ბუჩქებისთვის.

ბალბა უპრეტენზიო და ძალიან დეკორატიულია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. უცნაურია, რომ უკანასკნელ წლებში მის მიმართ აგარაკის მფლობელები გაცივდნენ და ის უფრო „მოდურმა“ მცენარეებმა ჩაანაცვლეს.

კალენდულა

კალენდულას გაზრდა და მოვლა განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს. ყველაფერი მარტივია: მორწყვა, ნიადაგის დამუშავება და ყოველთვიური კომპლექსური მინერალური სასუქი.

თუ გსურთ, კალენდულამ დიდხანს და კარგად იყვავილოს, როგორც კი ყვავილები ჰორიზონტალურ მდგომარეობას მიიღებენ, ყველა გახსნილი ყვავილი მოწყვიტეთ.

თურქული მიხაკი

ამ ყვავილის არომატს სიტყვებით ვერ გადმოსცემ. როცა თურქული მიხაკი ხვავის, ბაღი საოცრად გამოიყურება.

მას დღეს ხშირად და ბევრ ადგილას შეხვდებით.

რუდბეკია

ეს მცენარე ნებისმიერ საყვავილეს მორთავს. ის ძალიან კაშკაშაა და ყურადღებას მაშინვე იქცევს.

დანდური

ამერიკიდან შემოსული ეს მცენარე განსაკუთრებული სილამაზით და სინაზით ხასიათდება.

ევროპაში დღეს ბევრ კედელზე იხილავთ აყვავებულ დანდურს. ის მებაღეებისთვის სასურველი სტუმარია, რადგანაც ივნისიდან აგვისტომდე ყვავის.

მელისა

მას სპეციფიკური მოვლა არ სჭირდება. მორწყვა მხოლოდ რამდენჯერმე: პირველად, როცა ჩარგავთ, და 2-3-ჯერ როცა ძლიერ ცხელა.

მელისა სარეველებს ებრძვის და ნიადაგისთვის საკმაოდ სასარგებლოა.

ნასტურცია

მას ახალბედაც კი გაუმკლავდება. მსხვილი თესლები ღია ნიადაგში ირგვება მაისის შუაგულში ან ბოლოში, როცა ყინული საბოლოოდ ლღვება. ერთმანეთისგან 25-50 სმ მოშორებით რგავენ.

მორწყვისთვის გამოიყენეთ მხოლოდ თბილი წყალი და გადააფარეთ პოლიეთილენის ან სხვა მასალის პარკი. შედეგს ორ კვირაში დაინახავთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი