რაში გამოვიყენოთ ტულის ძველი ფარდები: საინტერესო იდეები

ბებიისაგან მემკვიდრეობით ძველებური ტული მერგო, საბედნიეროდ უკვე დიდი ხანია მქონდა იდეები იმის შესახებ თუ როგორ გამოვიყენო ეს ულამაზესი ნაჭერი ინტერიერში. ტულის სიგრძე 3მეტრი იყო, ეს კი ჩემს ფანტაზიას საკმაო გასაქანს აძლევდა, თუმცა სამწუხაროდ ნაჭერი აქა-იქ გაყვითლებულიყო.

როგორ გავაქათქათოთ ტული

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დედამთილი თეთრი ფერის მოყვარულია, ვიცოდი რომ სწორედ მისთვის უნდა მიმემართა. მისი სახლი ნათელი ფერებით გამოირჩევა, ხოლო მისი ტულის ქსოვილი, რომელიც 1981წელს პოლონეთიდან ჩამოიტანა, დღემდე ინარჩუნებს სიქათქათეს.

ტულისთვის სითეთრის დაბრუნება საკმაოდ მარტივია, ამისათვის სულაც არაა საჭირო ძვირადღირებული ლაქების ამომყვანი, საკმარისია მხოლოდ მარილის გამოყენება. ერთი ჭიქა მარილი უნდა გავხსნათ 2,5ლ წყალში, დავუმატოთ 3ს.კ. და 3ს.კ ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი.

მომზადებულ სითხეში უნდა მოვათავსოთ ტული და ჩალბობილ მდგომარეობაში დავტოვოთ 4საათის განმავლობაში ან საერთოდაც უკეთესს შემთხვევაში მთელი ღამით. შემდგომ საჭიროა ტულის სარეცხ მანქანაში გარეცხვა. სოდა და მარილი ტულს სიქათქათეს დაუბრუნებს. ამაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი!

პირველი, რაც ტულისგან დავამზადე იყო საწოლის ზეწრების კომპლექტი, ზოგს შეიძლება ეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, რატომაც არა? თუ არ გაქვს გამოცდილება კერვაში, შეიძლება იყიდო საკმაოდ ძვირადღირებული ქსოვილი და ერთი არასწორი მოძრაობით გააფუჭო, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი გამოცდილება უკვე მქონდა, ბებიის დანატოვარი ტული კარგი საშუალება იყო ჩემი, როგორც მკერავის, უნარების გასაუმჯობესებლად, ამიტომაც თამამად შევუდექი საქმეს და შედეგიც არაჩვეულებრივი გამომივიდა.

ახლა კი მსურს შემოგთავაზოთ სხვა ვარიანტებიც იმისა თუ რისი დამზადება შეიძლება ტულის ქსოვილისაგან.

რა შეიძლება გავაკეთოთ ტულისგან

1. ძველი სკამები ძალიან უცხოდ და ნაზად გამოიყურებოდნენ იქნება თუ მათ ტულით მოვრთავთ.

2. ასევე ტულისგან შეგვიძლია დავამზადოთ სანათის აბაჟური.

3. კოღოების საწინააღმდეგო ბადის დამზადებაც ნამდვილად კარგი იდეაა.

4. ძველი ავეჯის განახლება მარტივი საქმე არაა, მაგრამ მერწმუნეთ, შედეგი ამად ღირს. ამ შემთხვევაში ტულის გამოყენება შეიძლება შეღებვის პროცესში, ის საღებავით ულამაზესი უზორების დატოვებაში დაგვეხმარება.

5. ტულით სადღესასწაულო კალათების გაფორმებაც შეგვიძლია.

6. ტულის გამოყენების ყველაზე მარტივი ვარიანტია ბალიშებისათვის ჩიხოლის შეკერვა.

7. რას ფიქრობთ ტულისგან დამზადებულ ქოლგებზე?

8. ტულის გამოყენება შეგვიძლია მაგიდის გადასაფარებლადაც.

იმისათვის, რათა ტულისგან დამზადებულმა ნივთებმა დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი მდგომარეობა და სიქათქათე, სასურველია გაეცნოთ ამ ქსოვილის მოვლისა და გარეცხვის წესებს, ხოლო თუ თავად იცით ტულის გათეთრების გამოცდილი მეთოდი, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ტულისგან დამზადებული ფარდებით ინტერიერის რადიკალურად შეცვლაა შესაძლებელი, ასევე ტულის საშუალებით თქვენ შეძლებთ ვიზუალურად გაადიდოთ ოთახში არსებული სივრცე, დაანაწევროთ ფუნქციების მიხედვით და რაც მთავარია, ყოველივე ეს მეტად ეკონომიურია.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, დარწმუნებული ვარ მათთაც ექნებათ სახლში შემონახული გაყვითლებული ტული, რომელსაც შეძლებენ რომ ახალი სიცოცხლე აჩუქონ.