დიასახლისების განსაკუთრებული თვისებები, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

პატარა დეტალები ზოგჯერ იმაზე მეტს გვეუბნება ადამიანის შესახებ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დღევანდელ სტატიაში მსურს გესაუბროთ დიასახლისებზე, კერძოდ კი იმაზე თუ რა ჩვევებია მათთვის დამახასიათებელი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. იპოვეთ თქვენი თავი და გადაამოწმეთ აბა თუ ეთანხმებით, ასევე გაუზიარეთ დაქალებს, ვფიქრობ საინტერესო და სახალისოც იქნება.

ზოდიაქოს ნიშნების თვისებები

1.  ვერძი

  • ეშინია დახურული სივრცეების.
  • უყვარს ლამაზი თავსაბურავები.
  • სჩვევია სიჩქარის გადაჭარბება.
  • ლაპარაკობს და იცინის მკვეთრად და ხმამაღლა.

2. კურო

  • არ უყვარს ღია კარები, როგორც მას ხედავს, ეგრევე დგება და კეტავს.
  • აღმერთებს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლამაზ ჩანთებს.
  • არასდროს გადის გარეთ სუნამოს გარეშე.
  • ნაზად ეალერსება და გამორჩეულად უვლის ქოთნის ყვავილებს.

3. ტყუპები

  • სულ ხელში აქვთ მობილური ტელეფონი.
  • ოთახებში მუდმივად აღებს ფანჯრებს.
  • უყვარს ექტრემალური აქტიური დასვენება.
  • ჟესტიკულაციას გადამეტებულად იყენებს.

4. კირჩხიბი

  • კოსმეტიკიდან უპირატესობას წამწამების ტუშს ანიჭებს.
  • სენტიმენტალურია – ინახავს თავისი ბავშვობის ნივთებს.
  • მაღაზიაში უყვარს ფასზე შევაჭრება და კარგადაც გამოსდის.
  • ეცოდება ნივთები და არ ყრის მათ, თუნდაც ისეთებს, რომლებსაც წლებია აღარ იყენებს.

5. ლომი

  • უყვარს თმის კულულების თითზე დახვევა.
  • ატარებს ოქროს სამკაულებს.
  • მუდამ თან დააქვს პატარა სარკე.
  • იცვამს ბრენდულ ტანსაცმელს.

6. ქალწული

  • აშინებს ხელების სიბინძურე, მუდმივად იბანს მათ.
  • უყვარს ტკბილი სუნამოები.
  • როცა მოწყენილია, თითებით მაგიდაზე აკაკუნებს.
  • ტუჩების კვნეტაც სჩვევია.

7. სასწორი

  • უყვარს ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი.
  • ჯდომისას ფეხი ფეხზე აქვს გადადებული.
  • თან სულ უამრავი კოსმეტიკური საშუალება დააქვს.
  • ყიდულობს ბევრ, თუმცა არასაჭირო წვრილმან ნივთებს.

8. მორიელი

  • მოურიდებლად ანხორციელებს ექსპერიმენტებს სექსში.
  • ატარებს წითელ პომადას.
  • იცვამს აბრეშუმის თეთრეულს.
  • უყვარს ბრენდული ნივთები.

9. მშვილდოსანი

  • ვერ იტანს საოფისე დრესკოდს.
  • აზარტულია – თამაშობს კაზინოში და ზოგჯერ ლატარეაშიც იღებს მონაწილეობას.
  • მოსწონს ცისფერი ფერის ნივთები.
  • უპირატესობას აქტიურ დასვენებას ანიჭებს.

10. თხისრქა

  • ყოველთვის ატარებს მაჯის საათს.
  • და ბლოკნოტს ჩანთაში.
  • იშვიათად ეცვლება გემოვნება – ერთი სუნამო შეუძლია წლობით გამოიყენოს.
  • არ უყვარს ექსპერიმენტები. კაფეში თუ მიირთმევს, მხოლოდ უკვე კარგად გამოცდილ კერძს.

11. მერწყული

  • ვერ იტანს სიბნელეს.
  • ატარებს ცნობილი ბრენდების მზის სათვალეებს.
  • გიჟდება ბრილიანტებზე, თუნდაც მათი ყიდვა არ შეეძლოს.
  • მუდმივად ანახლებს ტექნიკას უფრო ახალზე.

12. თევზები

  • უმეტესად ზის გადაჯვარედინებული ფეხებით.
  • აქვს ფეხსაცმლის დიდი კოლექცია – მუდმივად ყიდულობს ახალს.
  • ხელები ყოველთვის მოვლილი აქვს – არასდროს გავა გარეთ მანიკიურის გარეშე.
  • ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე ყავის გარეშე.

აბა, რას გვეტყვით? ამოიცანით თქვენი თავი? თუ ვერა? მოგვიყევით ამის შესახებ კომენტარებში.