როგორ მოვუაროთ ფულის ხეს: ძირითადი რჩევები

ყველამ იცის, როგორ გამოიყურება ფულის ხე. ამ ოთახის მცენარის მოვლა ძალიან მარტივია, გარეგნულად კი თვალს ახარებს. ფულის ხის ფოთლები მონეტებს გვანან, ამიტომაც უწოდეს ფულის ხე.

თუ ფენშუის დავუჯერებთ, ამ ხეს შეუძლია გაგვამდიდროს. რაც უფრო გაუსქელდება ფოთლები, მით უფრო გამდიდრდებით. მოკლედ, ამ მცენარის მდგომარეობა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას.

მიუხედავად იმისა, რომ მოსავლელად ადვილია, ხანდახან ფულის ხე ფოთლების ჩამოყრას, დარბილებას ან დაჭკნობას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ კარგად ვეღარაა.

იმისათვის, რომ ამ უსიამოვნო სიტუაციას გაექცეთ, მოვლის 7 ხერხს წარმოგიდგენთ.

1. ფულის ხის მორწყვა სიცხეში კვირაში ორჯერაა საჭირო. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ერთხელაც გეყოფათ. ზამთარში კიდევ უფრო იშვითად უნდა მორწყათ, დაახლოებით კვირაში ორჯერ.

2. პერიოდულად გაამახვილეთ ყურადღება ნიადაგზე ქოთანში, ის ძლიერ არ უნდა გადახმეს მაგრამ წყალსაც ნუ ჩაასხავთ. იცოდეთ, რომ მას ხშირი და მსუყე მორწყვა არ სჭირდება.

3. მცენარის გამოკვება ზაფხულში შეგიძლიათ, თქვეში ორჯერ სავსებით საკმარისი იქნება. გამოგადგებათ კაქტუსების სასუქიც.

დანარჩენ დროს თვეში მხოლოდ ერთხელ გამოკვებეთ. კონცენტრირებული სასუქი საკმარისია ორჯერაც. მოათავსეთ მხოლოდ ტენიან ნიადაგზე, მორწყვის შემდეგ.

4. ხშირად დიასახლისები ფულის ხეს რაფაზე დგამენ, მზის პირდაპირი სხივებისგან კი მცენარე იტანჯება. მისი ფოთლები გადახურებას იწყებენ, ფერს იცვლიან და ხუდებიან.

ზაფხულში მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც პირდაპირი სხივები არ ეცემიან. ასე მცენარე აქტიურად გაიზრდება.

5. ყველა უსიამოვნებასთან ერთად, ხანდახან მათზე შესაძლოა თეთრი ნალექი შენიშნოთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფულის ხეს მავნებელი – საჭმლის ჭია შეუჩნდა.

მაგრამ ნუ იდარდებთ! მისგან გასანთავისუფლებლად საკმარისია ფოთლებს სარეცხი საპნის ხსნარი გადაასხათ, შემდეგ კი ჩვეულებრივ ადუღებულ წყალში გარეცხოთ.

6. ტემპერატურის უეცარი ცვლილებები ასევე უარყოფითად აისახება ფულის ხეზე. ხშირად ფოთლები ფუჭდებიან ზამთრის პერიოდში გადასვლისას, როგორც კი ქუჩაში აცივდება.

მცენარის შესანარჩუნებლად, შეახვიეთ ის გაზეთში, რაც უფრო მეტი ფენა იქნება, მით უკეთესია ხისათვის.

7. ხანდახან მის ფოთლებსა და ღეროებზე შესამჩნევი აბლაბუდა ჩნდება. ამ შემთხვევაში საპნის ხსნარი ან სამედიცინო პრეპარატები დაგეხმარებათ.

თუ ამ მარტივ და ხელსმისაწვდომ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ფულის ხე ათობით წელი იხარებს.