ოთახის მცენარეები და ზოდიაქოს ნიშნები: რომელი ვაზონი ვაჩუქოთ მეგობარს

ამას წინათ მეგობართან ვიყავი და შევამჩნიე რომ ახალი კარადა შეუძენია, თავიდან ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როგორც ვიცოდი, არც თუ ისე კარგი მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ მერე მის ოთახში ახალი ქოთნის მცენარე დავინახე. როგორც აღმოჩნდა ზოდიაქოს ნიშნებს მიესადაგება არა მხოლოდ ქვები და ხეები, არამედ ოთახის მცენარეებიც, ხოლო მათი სწორი შერჩევის შემთხვევაში კი, ის დადებით ზეგავლენას მოახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. ამის კარგი მაგალითია ზემოთ ნახსენები ჩემი მეგობარი, ის თხის რქაა და სწორად შერჩეული ოთახის მცენარის წყალობით მისმა ფინანსებმა ნამდვილად ზრდა იწყეს.

თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ოთახის მცენარეები ჩვენს ჩვევებს იღებენ, ხოლო ჩვენ კი მათი საშუალებით ისეთი თვისებების გამომუშავება შეგვიძლია, რომელიც ჩვენსავე ზოდიაქოს ნიშანს შეეფერება.

ყვავილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ რომელი ოთახის მცენარე რომელ ზოდიაქოს ნიშანს შეეფერება.

1. ვერძი

ვერძებს მარსი მფარველობს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ცეცხლოვანი პლანეტაა, ვერძებს მეომარი ხასიათი უყალიბდებათ, ასე რომ მათთვის შესაფერისი მცენარეებიც გამოირჩევიან ეკლებითა და მაღალი ღეროებით.

ასე რომ თუ შენ დაიბადე 21მარტიდან 20აპრილის ჩათვლით, მაშინ უმჯობესი იქნება თუ ყურადღებას სამეფო ბეგონიასა და მბზინავ ეხმიაზე შეაჩერებ.

ასევე, რეკომენდებულია ოთახში ინდური ან იაპონური აზალიის ქონაც.

2. კურო

ვენერა მართავს ყველას, ვინც დაიბადა 21აპრილიდან 21მაისის ჩათვლით. პირველი მიწის ნიშნისთვის შესაფერისია დაბალი, მყარი და დეკორატიული მცენარეები. კუროებისათვის თილისმა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და ფინანსებზე იზრუნებს, სპარსული ციკლამენია.

ასევე უზბეკური იასამანი.

3. ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშნის შესაფერისი მცენარე გამოირჩევა დიდი რაოდენობით ფოთლებითა და გადმოზნექილი ფორმებით. ეს საჩუქარი 22მაისიდან 21ივნისამდე დაბადებულებს მერკურისაგან ერგოთ. ტყუპებს შეეფერება ისეთი მცენარეები, რომლებიც არ საჭიროებენ გამორჩეულ მოვლასა და მუდმივ ყურადღებას.

კარგი ვარიანტია ტილანდსია, რომელიც არ საჭიროებს ნიადაგს.

ხოლო ხლოროფიტუმს შეუძლია გააუმჯობესოს მათი ჯანმრთელობა და გაწმინდოს სახლი ნეგატიური ენერგიისაგან.

4. კირჩხიბი

ისინი, ვინებიც დაიბადნენ 22ივნისიდან 22ივლისის ჩათვლით, არიან წყლის ნიშნები და მათ მართავს მთვარე. მცენარე, რომელიც ამ ზოდიაქოს შეეფერება, მოითხოვს მაქსიმალურ მორწყვას.

კირჩხიბებისათვის კარგი საჩუქარი იქნება ბეგონია მესონა. მცენარე მათ დაეხმარებათ ხასიათის ხშირი ცვლილებისაგან თავის არიდებაში და ასევე სახლის ატმოსფეროს ნორმალიზებასაც მოახდენს.

ხოლო ჰიბრიდული ფუქსია ხელს შეუწყობს ხასიათის გაუმჯობესებასა და ახალი ნაცნობების შეძენას.

5. ლომი

ლომს, მისმა მმართველმა მზემ, ლამაზი და ხასხასა ოთახის მცენარეები აჩუქა. ყველამ, ვინც დაიბადა 21ივლისიდან 21აგვისტოს ჩათვლით, სახლში აუცილებლად უნდა იქონიოს ჩინური ვარდი. ლომებს იგი წარმატებას მოუტანს შემოქმედებით წამოწყებებსა და ბედნიერებას ორმხრივ სიყვარულში.

ასევე კარგი ვარიანტია კალა.

6. ქალწული

ქალწულები, როგორც წესი, გამოირჩევიან კარგად განვითარებული ინტელექტითა და მყარი ჯანმრთელობით, მათი ოთახის მცენარეებიც თავისივე მსგავსი შეეფერებათ. 22აგვისტოდან 21სექტემბრამდე დაბადებულებს ახასიათებთ განსაკუთრებული სიყვარულით თავისი ოთახის მცენარეებისადმი. სინგონიუმი მათ დაეხმარებათ ახალ გარემოსთან შეგუებაში, ასევე გახდის მათ ხასიათს უფრო რბილს, გააუმჯობესებს მათ ორატორულ უნარებს.

მოხრილი დრაცენა დაეხმარეთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში, ხოლო სახლს კი სინათლის ენერგიით აავსებს.

7. სასწორი

ოთახის მცენარეები დაეხმარება პარტნიორული ურთიერთობებისა და დახვეწილი გემოვნების განვითარებაში ყველას, ვინც დაიბადა 24სექტემბრიდან 23ოქტომბრის ჩათვლით. ვენერისა და სატურნის გავლენა სასწორებს ყურადღების ცენტრში ამყოფებს. მათი მთავარი შესაფერისი მცენარე დეკაბრისტების ყვავილია.

ორქიდეა კი დაეხმარებათ საწოლში ვნებისა და ჰარმონიის შენარჩუნებაში.

8. მორიელი

მორიელის იდუმალება გამოწვეულია მარსისა და პლუტონის გავლენით. იმათ, ვინც დაიბადა 24ოქტომბრიდან 22ნოემბრის ჩათვლით, ოთახის მცენარე დაეხმარება ნათელმხილველობისა და სხვა უჩვეულო უნარების განვითარებაში. ყველაზე მეტად მორიელებს ჭრელი სტაპელია შეეფერება.

ასევე მათ თილისმად კაქტუსიც ითვლება.

9. მშვიდლოსანი

მშვილდოსანი (23ნოემბერი-22დეკემბერი) მოგზაურობის მოყვარულია, რასაც მისი მფარველი პლანეტა – იუპიტერი განაპირობებს. ოთახის მცენარის შეძენით, მშვილდოსანმა საკუთარ თავში შესაძლოა სწორედ რომ მოგზაურობისა და განსხვავებული კულტურების შეცნობისაკენ მიმართული ლტოლვა გამოაღვიძოს.

ლიმონის ხე ხელს უწყობს მშვილდოსნების ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებას და ასევე აფართოებს მათ თვალსაწიერს, ცნობილია ისიც, რომ მშვილდოსნები მჟავეს მოყვარულობით გამოირჩევიან.

ბონსაი მშვილდოსნებს დაეხმარება ცხოვრებისეული სიბრძნის შეცნობასა და იმის სწავლაში თუ როგორ გაარჩიონ ადამიანები.

10. თხისრქა

სატურმა, პლანეტამ, რომელიც მართავს იმათ, ვინც დაიბადა 23დეკემბრიდან 20იანვრის ჩათვლით, მყარი ხასიათი აჩუქა, ამიტომაც თხისრქების შესაფერისი ოთახის მცენარეები გამოირჩევიან სწორი და წვრილი ღეროთი. თხისრქის ძირითადი თილისმა ტოლსტიანკაა, რომელიც მათთვის მატერიალური ბარაქის მომტანია.

ხოლო დრაცენა იცავს ზედმეტი სტრესისაგან და ეხმარება აზრების დალაგებაში.

11. მერწყული

ზოდიაქოს ამ წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელია ყველაფერი ახლისა და არაორდინალურის გამოგონება, იგი არის უნიკალური იდეებისა და ტალანტების ნიშანი.

მერწყულებს მათი ოთახის მცენარეები ხელს უწყობენ არაორდინალური თვისებების განვითარებაში. 21იანვრიდან 19თებერვლამდე დაბადებულთათვის რეკომენდირებულია სახლში ან სამსახურში გვიმრის ქონა.

პუანსეტია კი სახლს სიხარულით აავსებს და ფარულ ტალანტებს გამოაღვიძებს.

12. თევზები

20თებერვლიდან 20მარტამდე დაბადებულები ორიენტირებულნი არიან სულიერ განვითარებასა და ღვთისადმი მსახურებაზე. ვენერასგან ნაბოძები ოთახის მცენარეები, თევზებს დაეხმარებიან ამაღლებული თვისებების გამომუშავებაში. ახალია მათ შინაგანი ჰარმონიის აღდგენას უზრუნველყოფს.

თევზებზე ასევე დადებითად ზემოქმედება აკვარიუმის თითქმის ყველა მცენარე.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ოთახის მცენარე ფლობს გამორჩეულ უნარებს და სწორი მოვლის შედეგად ახდენს დადებით გავლენას თავის პატრონზე, მასში განავითარებს და აძლიერებს მისი ზოდიაქოსათვის ყველა საჭირო უნარსა და თვისებას. ოთახის მცენარეები სასარგებლოა სახლში ატმოსფეროს გაუმჯობესებისათვის, ასევე ისინი გვეხმარებიან ზოგადი დადებითი გუნება-განწყობისა და შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც, ისინი ნამდვილად მადლიერები დარჩებიან.