ოჰ, კერძო სახლი… სუფთა ჰაერი, საყვარელი ხილის ხეები, აყვავილებული ლილიების არომატი, სილამაზე! თითქოს უკეთესად დღეს სახლში ვერ გაატარებ. მაგრამ ასეთი უდარდელია სინამდვილეშიც? 20 წელზე მეტი თუ ქალაქგარეთ იცხოვრებ, ყველა მის ნაკლოვანებას აღმოაჩენ.

თუ ბუნებასთან სიახლოვეს ცხოვრება გადაწყვიტეთ, აუცილებლად ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ და აწონ-დაწონოთ.

დადებითი მხარეები:

ბუნებასთან განმარტოება

კერძო სახლში დაგავიწყდებათ რა არის დაბინძურებული ჰაერი, ხალხმრავალი ქუჩები და ქალაქის ხმაური. ყოველდღე დატკბებით ჩიტების ჭიკჭიკით და მწვანე ხეებით, ამასთან, ღრმად ჩიასუნთქავთ და ამოისუნთქავთ.

პირადი ეზო

საკუთარ ეზოში ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ: პიკნიკის მოწყობა, აუზის გაკეთება ან ჩოგბურთის კორტის გაშენება, საღამოს კოცონის ანთება და მის გარშემო სხდომა…. პირად ბოსტანზე ხომ აღარაფერს ვამბობთ! საკუთარ ეზოში მოყვანილ კიტრს და პომიდორს სულ სხვა გემო აქვს.

ცოტა მეზობლის ყოლა

ბევრ ადამიანს ურჩევნია მშვიდად იცხოვროს, ვიდრე უამრავი უცხო კარით იყოს გარშემორტყმული. კერძო სახლის შემთხვევაში 1-2 მეზობელს დაუმეგობრდებით, რომლებიც ბოსტანის მოვლის ხერხებს გაგიზიარებენ ან ყავაზე მიგიწვევენ.

თავისუფლება შინაური ცხოველებისთვის

ბევრ ადამიანს სურს შინაური ცხოველის ყოლა, მაგრამ ბინაში ცხოვრება აფერხებთ. კერძო სახლში ყველაფერი გაცილებით მარტივი და კომფორტულია. იქ ცხოველები ეზოში ისეირნებენ და დატკბებიან.

უსაფრთხოება

ბინაშ ყოფნისას მუდამ ვამოწმებთ დაკეტილია თუ არა კარი, კერძო სახლში კი თავს ბევრად მშვიდად იგრძნობთ, თუ ძაღლი გყავთ მითუმეტეს.

უარყოფითი მხარეები:

მუდმივი ფინანსური მხარდაჭერა

კერძო სახლის შენახვა ძვირია. მათ, ვინც მისი აშენება 0-დან დაიწყო, იცის რამხელა ძალისხმევა სჭირდება. ძველი სახლის შემთხვევაშ მუდმივი რემონტია საჭირო.

დიდი რესურსი

კერძო სახლი მუდმივ მოვლას საჭროებს. ამ შემთხვევაში გენერალურ დასუფთავებას ბევრად მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ბინაში. აღარაფერს ვამბობთ ეზოს მოვლაზე. ბაღი და ბოსტანი დამატებით ზრუნვას საჭიროებენ.

მწერები

შესაძლოა ღამე მშვიდად იძინებდეთ, რომ საწოლის კედელზე უზარმაზარი ობობა დაინახოთ. ობობები, კოღოები, ჭიანჭველები, ტარაკნები – ისინი ქალაქგარეთ სახლებს უფრო მარტივად სტუმრობენ, ვიდრე ქალაქში. იმ შემთხვევაშიც თუ ბადეებს დააყენებთ, 100%-ით დაცული მაინც ვერ იქნებით.

ინფრასტრუქტურა

თუ ქალაქგარეთ ცხოვრებას გადაწყვეტთ, მზად იყავით, რომ მაღაზიაში და აფთიაქში უცებ ვერ მიხვალთ და მოხვალთ. საავადმყოფო, სავაჭრო ცენტრი და კაფეც შორს იქნება. დაგჭირდებათ პირადი ტრანსპორტი.

დიდი პასუხისმგებლობა

კერძო სახლზე იდარდებთ ისე, როგორც პატარა ბავშვზე. თუ რამე გაუფუჭდა, ოსტატს ადვილად ვერ მოიყვანთ. ამიტომაც, ბევრი რამ უნდა ისწავლოთ, მაგალითად, ონკანის შეკეთება.

ამბობენ, რომ კერძო სახლში ცხოვრების პლუსები და მინუსები ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მართალია. თუ გრძნობთ, რომ ქალაქიდან გადასვლა გსურთ და ყველა საჭირო რესურსი გაქვთ, ეს თამამად გააკეთეთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი