დღესდღეობით, თითქმის ყოველ მეორე სახლს აქვს პლასტმასის ფანჯრები. ისინი კარგად ფუთავენ სახლს სახლს და, სპეციალური ბადეების გამოყენებით, ადამიანებს მწერებისგან იცავს. თუმცა, ასეთი ბადეებს ერთი პრობლემა აქვთ: ხშირად ტყდება პლასტმასის სახელურები, რომლებიც კოღოებისგან დამცავი ბადეების სამაგრის როლს ასრულებს. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ უნდა შეაკეთოთ ისინი და რისი შეცვლა იქნება საჭირო.

კოღოებისგან დამცავი ბადის სამაგრი

ამ ტიპის კოღოებისგან დამცავი ბადეები შესანიშნავად იცავს სახლს მწერებისგან. მაგალითად, ზაფხულში ჩემს ბინაში ძალიან ცხელა, ღია კარებების გარეშე ძილი შეუძლებელი ხდება. სახლში ყოველთვის ღია გვაქვს ფანჯრები, ასე რომ, სპეციალური ბადის დაყენება აუცილებელი ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კოღოები შეგვაწუხებენ.

ჩემი ბევრი მეგობარი აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე. ადრე თუ გვიან, კოღოსგან დამცავი ბადის სამაგრი უბრალოდ გაცვდება. ამის გამო, მოგვიანებით მოუხერხებელი გახდება მისი ფანჯრიდან მოშორება.

მოგიყვებით, თუ როგორ გააკეთოთ ბადის სპეციალური სახელურები სახლის პირობებში. ამ პრობლემის მოგვარება მრავალნაირად შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სამაგრის შესაცვლელად ყველაზე მარტივი და ზუსტი მეთოდია. არაა საჭირო წამოშვერილი ჭანჭიკებით, ლურსმნებით, ხრახნებითა ან სკოჩით დავფაროთ მთელი ფანჯარა.

ბადის სახელურები სახლის პირობებში

პირველ რიგში, უნდა მოვაშოროთ ბადის ჭრილში ჩარჩენილი გატეხილი სახელურის ნატეხი. სახრახსნისის გამოყენებით უნდა ამოვიღოთ ნატეხი და ფრთხილად დავჭიმოთ ბადის მთელ სიგრძეზე გამავალი ზონარი.

სახელურისთვის დაგვჭირდება პლასტმასის ნატეხი ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლისაგან. ჯობია გამოვიყენოთ 1.5 ლიტრიანი გაზიანი წყლის ბოთლი, რადგანაც ჩვეულებრივ მყარი პლასტმასისგანაა დამზადებული. დანის დახმარებით უნდა გამოვჭრათ 10 მმ სიგანის და დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგრძის მცირე ფირფიტა.

ანჯამის მისაღებად ფირფიტა შუაზე უნდა გადავკეცოთ. შემდეგ მას ვათავსებთ კოღოებისგან დამცავ ბადეში-ჯობია მივამაგროთ წინა სახელურის ადგილის ქვემოთ. პლასტმასი უნდა დავაყენოთ ბადის მთელ სიგრძეზე გამავალი ზონრის ქვეშ.

ანჯამის სიგრძეს თითის ფალანგით ვზომავთ – უნდა მივიღოთ პატარა ზომის რგოლი, რომელიც ბადის მოსახსნელად მოსახერხებელი იქნება. ფრთხილად უნდა გავატაროთ პლასტმასი ბადის ზონრის ქვეშ და დავავწვეთ ზონარს თითებით. შემდგომ სახრახნისის გამოყენებით ზონარს უფრო ძლიერად ვაწვებით, რათა მყარად ჩაჯდეს ბადის ჭრილში. ყველა ზედმეტობას ვაშორებთ და რამდენიმე წუთში სახელურიც მზადაა.

მოხერხებულობისთვის, იგივე სახელური შეიძლება განთავსდეს ბადის მეორე მხარესაც. ასეთი სახელურები დიდხანს ძლებს. მე უკვე 2 წელია, რაც მაქვს. თუკი გაცვდება, უპრობლემოდ ჩავანაცვლებ ახლით. ბოლოს და ბოლოს, ეს მეთოდი არც ისე დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო სახელურების დაყენებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. და თქვენ რა იდეები გაქვთ კოღოებისგან დამცავი ბადეებისთვის ახალი სახელურების დასამზადებლად?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი