გამოცდილმა მებაღეებმა პირველ რიგში იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზაფხულში ვარდების მოვლა. ცივი ამინდისთვის მზადება აგვისტოში უნდა დაიწყოს. ამის წყალობით, მომავალ წელს, ყვავილების დედოფალი კიდევ უფრო ზღაპრულად აყვავდება. და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რა საოცარი არომატი დატრიალდება მთელ ბაღში!

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის ზაფხულში ვარდების სწორად მოვლის ინსტრუქცია მოამზადა. დეტალურად მოგიყვებით, თუ სწორად როგორ მოამზადოთ სურნელოვანი მცენარე ზამთრისათვის, ხოლო სტატიის ბოლოს კი გაგიმხელთ ვარდის ზღაპრულად აყვავების საიდუმლოს.

ვარდების მოვლა ზაფხულობით

ყვავილების მოცილება

აკონტროლეთ ყვავილის ბუჩქების მდგომარეობა. როგორც კი რომელიმე ყვავილს ჭკნობას შეამჩნევთ, აუცილებლად მოაჭერით. გეთანხმებით, დაავადებული კვირტების და მიმოფანტული ფოთლების ყურება არც ისე მარტივია. გარდა ამისა, ამ ეტაპზე ერთი ეშმაკობაა გასაკეთებელი. მოჭერით ყლორტი პირველი 5-ფურცლიანი ფოთლის ზემოთ.  ამავდროულად, ხელუხლებლად დატოვეთ ყლორტის პატარა ნაწილი. შემდგომ შეამოწმეთ ბუჩქი. უმჯობესია ასევე მოჭრათ და მოაშოროთ ნებისმიერი სუსტი, გამხმარი ან გატეხილი ტოტი.

მორწყვა და სასუქი

არ დაგავიწყდეთ ბუჩქების რეგულარულად მორწყვა, მაგრამ დააკვირდით ამინდს: თუ თქვენს მხარეში ხშირად წვიმს, ეს ვარდებისათვის საკმარისი იქნება. გარდა ამისა, ყვავილებს სჭირდებათ დამატებითი მოვლა. კალქვის და ფოსფორის სასუქი ვარდებისათვის შესანიშნავია. პირველ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაცრის მინარევი, ხოლო მეორე შემთხვევაში- სუპერფოსფატი.

მინარევის შესაქმნელად გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი ნაცარი 1 ლიტრ წყალზე და გახსენით სუპერფოსფატი პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. ორივე სასუქი უნდა შეერიოს ერთმანეთს 1-2 დღის განმავლობაში. შემდგომ კი უკვე შეძლებთ გამოყენებას. ჩაამატეთ 1 ლიტრი მინარევი სარწყავ ჭურჭელში და მორწყით ვარდის ყველა ბუჩქი. გარდა ამისა, არსებობს მზა კომპლექსური სასუქები, რომლებიც შეიცავენ აზოტს, ფოსფორს და კალიუმს.

ბუგრებისგან დაცვა

ხშირად, ყვავილის ბუჩქებს ბუგრები აზიანებენ. თუ ბევრნი არ არიან, მაშინ უბრალოდ სარეცხი საპნით მორწყვამაც შეიძლება მოაგვაროს პრობლემა. გააკეთეთ საპნის ხსნარი და მორწყით ყველა ყლორტი. შედეგად ყველა ბუგრი მოშორდება. გარდა ამისა, პრაქტიკაში იყენებენ ბაღში გაზრდილი ინსექტიციდური მცენარეების მინარევებს. მაგალითად, გამოსადეგია ქრისტესსისხლა, აბზინდა და ხახვის ფოჩებიც კი.

თუ ფოთლებზე ხედავთ შავ ლაქებს, მათთან ბრძოლის უფრო სერიოზული საშუალებების გამოყენების დრო დგება. გამოსადეგია ბორდოს სითხე და სხვა პროდუქტები, რომელთა შეძენაც სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეიძლება. იმისათვის, რომ ბუგრებთან დაკავშირებით პრობლემებმა აღარ შეგაწუხონ, უმჯობესია წინასწარ ჩაატაროთ პრევენციული მკურნალობა.

წამონაზარდების მოშორება

სისტემატიურად შეამოწმეთ ვარდის ბუჩქები. ზოგჯერ სხვა მცენარეთა ყლორტებიც კი გამოჩნდება ფესვებიდან. თუკი ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მოაცილეთ წამონაზარდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვისი მცენარე შესაძლოა გაიზარდოს და დააზიანოს ყვავილის ბუჩქი.

როგორ მივაღწიოთ ზღაპრულ ყვავილობას

1. თუ ნიადაგს კარგად მოამზადებთ,ვარდები მადლობის ნიშნად ზღაპრულად აყვავდებიან. პირველ რიგში,  გათხარეთ თქვენთვის სასურველი ზომის ხვრელი, რის შედეგადაც ძირში დაახლოებით 5 სმ-იანი ჰუმუსი გამოჩნდება. შემდეგომ გათხრილი მიწა შეურიეთ სუპერფოსფატს, ჰუმუსსა და კალიუმის მარილს. მიღებული ნარევი ორმოში ჩაყარეთ და ყვავილით მორწყით. ისღა დაგრჩენიათ 2 კვირის შემდეგ მომზადებულ ნიადაგში ყვავილის ნერგები დარგოთ.

2. გახსოვდეთ, რომ მინერალური და ორგანული სასუქები უნდა დააბალანსოთ. ორგანული ნივთიერებები უნდა იქნას გამოყენებული აუცილებლად თხევადი ფორმით. მაგალითად, მშრალი სკორე ან ნაკელი უბრალოდ დაწვავს ყვავილების ფესვებს. ასეთი სასუქი განსაკუთრებულად ცუდად იმოქმედებს ნერგებზე.

3. უხვი ყვავილობის მისაღწევად აუცილებლად იფიქრეთ ფოთლოვან სასუქებზე. უმჯობესია პულვერიზატორით დაამუშაოთ ბუჩქები. და ამის გაკეთება კი უკეთესია საღამოს, თბილ, მაგრამ მოღრუბლულ ამინდში. შედეგად, საკვები ნივთიერებებს თანდათანობით ფოთლები შეიწოვენ.

4. ვარდი საკმაოდ ტენიანობის მოყვარე მცენარეა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბუჩქების დროულად მორწყვა, არამედ ფესვებთან ტენიანობის შენარჩუნება. ამისათვის შესაფერისია ანათალი- 7სმ-მდე სისქის წყალმცენარეების ან სასუქის ე.წ ბალიში. ანათალს ფესვთა სისტემის ძირში ათავსებენ.

5. რჩევა, რომელიც გამოდგებათ, თუკი მხოლოდ ვარდების დარგვას აპირებთ. ამ ყვავილებს ძალიან უყვართ სინათლე, ასე რომ, ყურადღებით შეარჩიეთ დასათესი ადგილი. რაც უფრო თბილი და მზიანია ნაკვეთი, მით უფრო მდიდრულად და უხვად ყვავიან ვარდები.

6. სოდა სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ჩაასხით 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა 3 ლიტრ თბილ წყალში და მცენარეები ამ სითხით მორწყით. წყალი მთლიანად უნდა დაფაროს მცენარე და შემდგომ ნიადაგში გაედინოს.

7. რძე ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის. ზოგიერთი დიასახლისს შპრიცით უშუალოდ მცენარის ღეროში შეჰყავს რძე. შესაძლებელია განზავებული რძის შესხურება ფესვების არეალსა და ფოთლებზე . აუცილებლად შეანელეთ რძე და ნუ გამოიყენებთ მას ძალიან ხშირად.

8. სპილენძის მონეტები ხელს უშლის სოკოების ზრდას. დამარხეთ რამდენიმე მონეტა მცენარის გარშემო მიწაში და სპილენძი გაანადგურებს სოკოვან სპორებს.

აუცილებლად შეიტანეთ ვარდების მოვლა თქვენი სამებაღეო საქმიანობის ნუსხაში. შედეგს მალევე შეამჩნევთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ზღაპრული ყვავილობის მიღწევაში. და თუკი გაგაჩნიათ საკუთარი ხრიკები ყვავილების დედოფლის გასაზრდელად, აუცილებლად გააზიარეთ კომენტარებში. მოუთმენლად ველოდებით თქვენს ლამაზ ფოტოებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი