მათთვის, ვისაც სურს დასვენება საინტერესო ადგილებში, მაგრამ ვერანაირად ვერ იტანს სამეზობლოს ხმაურს, ინიციატივიანი მეპატრონეები ქმნიან ერთოთახიან ეგზოტიკურ მინი-სასტუმროებს. სადაც არ უნდა იყვნენ განლაგებულნი, სრულიად შეუძლიათ დააკმაყოფილონ პრეტენზიული მარტოხელა სტუმრების მოთხოვნილებები, რომელთაც განმარტოება სურთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ვარიანტში მოგზაურებს უწევთ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ათეული „კვადრატი“ ფართით, სრული კონფიდენციალურობა და ზოგჯერ სამეფო ინტერიერიც კი უნაზღაურებთ ამ დანაკლისს.

1. მოძრავი ტიპის სასტუმრო-მოწყობილობა „ევერლენდი“, რომელიც განთავსდება სასახლეებისა და მუზეუმების სახურავებზე


ერთოთახიანი ფანტასტიკური სასტუმრო-ინსტალაცია “სასტუმრო ევერლენდი” შეგიძლიათ ნახოთ ევროპული ქალაქების ყველაზე საინტერესო ადგილებში. ასე მაგალითად იყვნენ ისეთებიც, ვისაც გაუმართლათ და გაატარეს რამდენიმე დაუვიწყარი საღამო გერმანიაში, ლაიფციგში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სახურავზე ან პარიზში, პალაის დე ტოკიოს სახურავზე. მცირე ზომის სასტუმროს მომთაბარე “ცხოვრების” გეოგრაფია მრავალფეროვანია, რადგან ადვილია მისი ტრანსპორტირება და დამონტაჟება შესაძლებელია მცირე ზომის მიწის ნაკვეთზე, და არ აქვს მნიშვნელობა, პარკის მიდამოში მდელოზე, მდინარეზე გადებულ ხიდზე თუ ნებისმიერი ატრაქციონის სახურავზე განათავსებენ მეპატრონეები მას (ხელისუფლებასთან შეთანხმებით)…

საინტერესო ფაქტი: სასტუმრო ევერლენდის სტუმრებს კვირის დღეებში შეუძლიათ დატკბნენ უზარმაზარი ფანჯრებიდან ულამაზესი ხედებით სულ რაღაც 520 დოლარად დღეში, ხოლო შაბათ-კვირას ამ სიამოვნების ფასი 700 დოლარამდე იზრდება. ამ ფასში ეგზოტიკური და სრულიად განმარტოებული რელაქსაციის მოყვარულები, გარდა ხედის დათვალიერებისა, მიიღებენ პატარა კაფსულას, რომელშიც შედის საძინებელი უზარმაზარი საწოლით, მყუდრო მისაღები ოთახი და კომფორტული აბაზანა.

2. “საქორწინო სახლი” ამბერგში (გერმანია)

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სასტუმრო მდებარეობს ძველ შენობაში, რომელიც მიზნობრივად აშენებული არქიტექტურული ობიექტების კატეგორიას მიეკუთვნება. ვიწრო სახლი, რომელმაც1728 წელს ქალაქ ამბერგენში მდებარე სახლებს შორის თავი ამოყო, დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა შეყვარებული წყვილების სიმბოლოდ, რომელთაც ქორწინება ეკრძალებოდათ საკუთარი საცხოვრებელი ფართის სიმცირიდან გამომდინარე.

ისტორიული ფაქტი: რომანტიკული ლეგენდის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქის ბრძანებულებისთვის გვერდის ასავლელად ააშენა მხოლოდ შენობის წინა ნაწილები და გადახურა სახლის იერის შესაქმნელად, მაგრამ ქორწინების ნებართვის მიღების შემდეგ მან იქირავა ბინა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა, ხოლო აშენებული ბუტაფორია შემდეგ წყვილს მიჰყიდა, რომელთაც საკუთარი სახლი არ გააჩნდათ. რამდენადაც ეს სახლი ერთი შეყვარებული წყვილისაგან მეორეზე გადადიოდა, მას მეტსახელად “საქორწილო სახლი” (ეჰ’ჰაუსლ) ეწოდა, ამიტომაც იგი ახალდაქორწინებულთათვის დღემდე ბედნიერების მომტან ადგილად ითვლება. წყვილები თვლიან, რომ ამ სასტუმროში საქორწილო ღამის ან თაფლობის თვის გატარების შემდეგ ბედნიერად იცხოვრებენ.

ჩვენს დროში ეს სახლი უკვე დასრულებულია და სასტუმროს სრულყოფილ ნომერს წარმოადგენს, რომელშიც დღევანდელ ახლადდაქორწინებულებს უყვართ თაფლობის თვის გატარება. იმისდა მიუხედავად, რომ “ეჰ’ჰაუსლის” სიგანე მხოლოდ 2.5 მ-ია და ფართობი 53 კვ.მ, მხოლოდ ერთი წყვილის დასვენებისათვის განკუთვნილ სასტუმროს აქვს ყველაფერი, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო: ძვირადღირებული საძინებელი უზარმაზარი საწოლითა და ბალდახინის გადასაფარებლით, მისაღები ოთახი ანტიკვარული ავეჯითა და ბუხრით და რომანტიკული აბაზანა შესაბამისი პირობებით

3. ზღაპრული საცხოვრებელი “კონკიას ციხესიმაგრეში” დისნეილენდში, ორლანდოში (ფლორიდა, აშშ)

კონკიას ციხესიმაგრე ვოლტ დისნეის სამყაროს ჯადოსნურ სამეფოში სახელგანთქმულ ღირსშესანიშნაობებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და წარმოადგენს არხ „სამანტა ბრაუნის მოგზაურობის არხის“ სარეკლამო რგოლის გამარჯვებულთათვის ექსკლუზიურ ჯილდოს. ეს საიდუმლო ადგილზე პირველად  2007 წელს გაიგეს, როდესაც კონკიას ციხესიმაგრის ნომერში დასვენება მთავარ ჯილდოდ გამოცხადდა სარეკლამო კამპანიაში „ოცნების მილიონი წელი“ აქტიურად მონაწილე ოჯახისთვის.

ჩვენი რედაქტორების თქმით, შედეგები ყოველდღიურად ჯამდებოდა და იღბლიანებს შორის საკმაოდ ბევრი ოჯახი იყო, რომლებიც შეძლებისდაგვარად იცავდნენ მოქმედების ყველა წესს. მას შემდეგ ძვირადღირებული მინი-სასტუმრო “კონკიას ციხესიმაგრე” იქცა ნამდვილ ოცნებად დისნეის მოყვარულთა უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თაყვანისმცემლების სურვილი იქ დამსვენებელ იღბლიან ადამიანთა აღმაფრთოვანებელმა კომენტარებმა კიდევ უფრო მეტად გააღვივა. ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც სტატუსიდან გამომდინარე, ასევე მოახერხეს “კონკიას სასახლეში” მოხვედრა, ამ დაწესებულების რეკლამირებაზე ხელი მიუწვდებოდათ: მათ თავიანთ ანგარიშებზე ფოტოები და შთაბეჭდილებები ხალხს გაუზიარეს.

ამ სურათების მეშვეობით, ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო გაერკვია, თუ რა იმალება ასეთი ექსკლუზიური სასტუმროს შეუმჩნეველი კარის მიღმა. იმისდა მიუხედავად, რომ სასტუმროს აქვს მხოლოდ ერთი ოთახი, რომლის ფართობია დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი, მასში თავისუფლად შეიძლება განთავსდეს 6 ადამიანი. გარდა იმისა, რომ შთამბეჭდავი გარემოც კი უდიდესი სიამოვნების მომტანია, ინტერიერის უნიკალური დეტალების შესწავლა საშუალებას მოგცემთ იგრძნოთ სიახლოვე მდიდრულ სამეფო ცხოვრებასა და თავად კონკიას ისტორიასთან. ამ ყველაფერთან ერთად ინტერიერის სათანადო გაფორმება და 24-საათიანი პორტიე, რომელიც შეასრულებს სტუმრების ნებისმიერ ახირებას, უკვე სრულყოფილი დასვენების საშუალებას იძლევა.

4. ყველაზე პატარა სასტუმრო მსოფლიოში “ცენტრალი” (კოპენჰაგენი, დანია)   

მსოფლიოში ყველაზე პატარა სასტუმრო “ცენტრალი” მდებარეობს კოპენჰაგენის ყველაზე პატარა ყავის მაღაზიის “ცენტრალ კაფე”-ს ზემოთ. არამხოლოდ კაფეს შეუძლია ერთდროულად 5-ზე მეტი ვიზიტორი დაიტიოს (და მაშინაც კი, ყავა ქუჩაში უნდა დალიოთ), 12 კვ.მ ფართობის მქონე სასტუმროც კი შესაძლებელია შეყვარებულ წყვილთათვის თავშესაფრად იქცეს. სასტუმროს ოთახის უბრალო გაფორმება მდიდრულად ნამდვილად არ გამოიყურება, მაგრამ ერთადერთი ფანჯრიდან ხედი ნამდვილად ლამაზია და ოთახი საკმაოდ კეთილმოწყობილია.

ორმაგი საწოლი, ტელევიზორი, რამდენიმე დენცქვიტა ტელეფონებისა და ლეპტოპების დასატენად, დასაკეცი მაგიდა რამდენიმე განყოფილებით, საშხაპე კაბინა ტუალეტით – ეს სავსებით საკმარისია ორი-სამი ღამის გასატარებლად დანიის დედაქალაქის პრეტენზიული სტუმრებისათვის. უცნაურია, მაგრამ ასეთი მოკრძალებული აპარტამენტებისთვისაც კი დღეში 300 $-ის გადახდა მაინც მოგიწევთ.

5. შოკისმომგვრელი სასტუმრო “კასანუსი” ანტვერპენში (ბელგია)

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ვერბეკის ფონდის ხელოვნების პარკში, გაიხსნა უნიკალური სასტუმრო მდიდართათვის, რომელთაც სურთ ყველაზე უცნაურ ადგილებში ღამის გატარება, მაგალითად, … სწორ ნაწლავში (!). შოკისმომგვრელი სასტუმრო დააპროექტა ზომიერად ექსცენტრიულმა ჰოლანდიელმა დიზაინერმა იოპა ვან ლისხუტმა. თავდაპირველად მხოლოდ ხელოვნების ობიექტად ნიმუშად იყო გამიზნული, შემდგომ კი 3-ვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთდა.

ნაწლავის ამ კონკრეტული ელემენტის ბუნებრივი ფერი და ანატომიურად ზუსტი რეპროდუქცია პარკში მყოფი ვიზიტორების ორაზროვან რეაქციას იწვევს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ეგზოტიკის მოყვარულებს, რამეთუ ისინი მუდმივად ცდილობენ არსებითად შეიგრძნონ მისი შინაარსი და შაბათ-კვირა დაუვიწყარად გაატარონ. იმისდა მიუხედავად, რომ ასეთი ხელოვნების ნიმუში და ნახევარგანაკვეთიანი სასტუმრო რთულად ერგება ხელოვნების პარკის მიმდებარე ლანდშაფტს, სასტუმროს სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაისვენონ ვარსკვლავური ცის ქვეშ, აუზში მოცურავე შავი გედებისა და პარკის სხვა ულამაზესი ექსპონატების  გარემოცვაში.

მეტიც, “სწორი ნაწლავის” შიგნით არის ყველაფერი, რაც თქვენ კომფორტული დასვენებისათვის გჭირდებათ- საწოლი ლოგინით, სასადილო ადგილი, აბაზანა (თუმცა ფარდის მიღმა), ზამთარში გათბობა, გემრიელი საუზმეც კი შედის ამ სიამოვნებაში. ამისათვის სასტუმრო „კასანუსის“ სტუმარს უწევს სრულიად ხელმისაწვდომი ფასის, დღეში 120 დოლარის გადახდა.

6. “ვილა ბუხარი” ლუარის ნაპირებზე (კუნძული ნეიშენი, საფრანგეთი)

ვილა საკვამური არის ერთოთახიანი მინი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს კუნძულ ნეიშენის გარეუბანში, კორდემისში (საფრანგეთი). ეს უჩვეულო სასტუმრო შეიქმნა იაპონელი მხატვრის ტაცუ ნიშის ძალისხმევით,  რომელმაც შექმნა ხელოვნების ნიმუში ხელოვნების ფესტივალ ესტუარ 2009 ნან-სონ-ნაზეს ხელოვნების ფესტივალისთვის. კომპოზიცია იმდენად ორგანულად შეერწყა მიმდებარე ლანდშაფტს, რომ ექსტრემალურ პირობებში იზოლირებული დასვენების მოყვარულთათვის სასტუმროს გადაიქცა, რადგანაც იქ ასასველად საჭიროა ქარხნის საკვამურზე აძვრეთ 16მ სიმაღლეზე, შთამბეჭდავი შიდა-გარე ლითონის კიბის გასწვრივ.

ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ ლუარისა და სიილონ დე ბრეტენის დელტის შესანიშნავი ხედით, დაისვენოთ ბაღში გარე ტერასაზე, რომელიც მოწყობილია პატარა სახლის გარშემო. ზოგადად, სასტუმრო ვილა საკვამურის სტუმრებისათვის შეიქმნა კომფორტული პირობები. ორადგილიან ნომერს აქვს ცალკეული საძინებელი უზარმაზარი საწოლით, პატარა სამზარეულო ყველა საჭირო ტექნიკით და ჭურჭლით, მისაღები ოთახი და კარგად მოწყობილი აბაზანა. და მთელი ამ სიამოვნებისთვის შეყვარებულ წყვილებს დღეში სულ რაღაც 130-დან 140 დოლარამდე მოუწევთ გადახდა, რაც დამოკიდებულია სეზონზე და იმაზე, თუ მიწის ზემოთ სრულ განმარტოებაში რა დროის გატარება სურთ.

7. სასტუმრო ჰარლინგენში (ნიდერლანდები), ნავსადგურის ამწე კაბინაში

ნავსადგურის ამწის უჩვეულო გამოყენება პირველად პატარა ქალაქ ჰარლინგენში ჰპოვეს. ინდუსტრიული ზონის საზოგადოებრივ სივრცეში რეკონსტრუქციის დროს, ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დაშვებული ამწე, უფრო სწორად კი მისი სალონი გადაქცეულიყო ექსტრემალურ საპორტო სასტუმროდ. დღესდღეისობით 46 მეტრ სიმაღლეზე მოლივლივე სასტუმრო სახლი “ჰავენკრაან ჰარლინგენი” ექსტრემალური დასვენების მოყვარულებს იზიდავს.

ორ იღბლიან ადამიანს (სასტუმროში სტუმრები აღარ არიან) ნებისმიერ დროს შეუძლიათ განთავსდნენ ოთახში, რომელიც სთავაზობთ არა მხოლოდ განსაცვიფრებელ 360-გრადუსიან ხედებს, არამედ განსაცვიფრებელ გასართობებსაც. როგორც გაირკვა, ამწე კოშკი, გარდა იმისა, რომ ძლიერი ქარი მუდმივად ამოძრავებს, ღერძის ირგვლივაც ბრუნავს. ყველა სხვა თვალსაზრისით, ამ პორტის “მიმზიდველობა” არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი სასტუმრო ოთახებისგან, გარდა იმისა, რომ სტუმრებს დამოუკიდებლად შეუძლიათ გააკონტროლონ კაბინიანი ლიფტი და სალონის ბრუნვა, რადგან ოთახში შიგნით სენსორული პანელია. სხვათა შორის, ამ სასტუმროში დასვენება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული: ღამის საფასური 380-დან 420 დოლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია, თუ კვირის რომელ დღეს გსურთ დასვენება.                                                   

ეს არაა ერთადერთი კოშკის ამწე, რომელმაც ფუნქციები შეიცვალა. მაგალითად, ამსტერდამში ასევე გადააკეთეს ძველი ამწის სალონი, რის შედეგადაც გადააქციეს სამდონიან მდიდრულ რეზიდენცია “ლუქსად” – “იაის ქრეინ აპარტამენტად”, სადაც ახალდაქორწინებულებს სიამოვნებთ განმარტოება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი