შეგიმჩნევიათ კომპიუტერის კლავიატურაზე F და J კლავიშებზე პატარა ამოზნექილი ხაზები? ოდესმე დანიშნულებისამებრ დაგჭირვებიათ მარტინსების  უკანა მარყუჟის გამოყენება? დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ისეთი ნივთების შესახებ, რომელსაც ხშირად ხედავთ, თუმცა ბოლომდე არ იცით მათი ფუნქციების შესახებ.

1. მარყუჟები მარტინსებზე

ერთი შეხედვით მარყუჟის ფუნქცია დეკორატიულია და მასზე ბრენდის სახელწოდება არის ხოლმე დატანილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფეხსაცმლის მსგავსი დიზაინის ფესვები სამხედრო პერიოდშია, რაც განაპირობებს იმას, რომ მარყუჟთა ფუნქციური დატვირთვა ბევრად მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში ის გამოიყენება ფეხსაცმლის ჩაცმის გასაიოლებლად, მეორეს მხრივ მისი გამოყენება შეიძლება თასმების დამატებით სამაგრად თუ სურვილი გვექნება რომ ისინი ფეხის გარშემოდაც შევკრათ, ასევე კიდევ ერთი დანიშნულება მარყუჟისა არის ის, რომ გამოიყენება ფეხსაცმლის გაშრობისას, კერძოდ კი მისი საშუალებით ხდება ფეხსაცმლის გასაშრობად ჩამოკიდება.

2. დისკი მინერალური წყლის თავსახურში

მსგავსი დისკის შემჩნევა შესაძლებელია მინერალური გაზიანი სასმელის თავსახურში, ალბათ ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა იმის შესახებ თუ რა საჭიროა მისი ქონა, იქნებ პროდუქტის ხარისხზე მიანიშნებს? არა. ყველაფერი ბევრად მარტივადაა: მის გარეშე სასმელი გაზს ვერ შეინარჩუნებდა.

3. თავსახურიანი ნასვრეტი მტვერსასრუტის მილზე

ეს ნასვრეტები გამოიყენება არა მხოლოდ მტვერსასრუტის სიმძლავრის შესასუსტებლად(საერთოდ საჭიროა რომ ეს ფუნქცია მტვერსასრუტის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში?!), არამედ მისი ძირითადი ფუნქცია ისაა, რომ თუ მტვერსასრუტმა რაიმე შეცდომით შეიწოვა, მაგალითად ფარდა, სარქველის მოხსნის საშუალებით მარტივად და სწრაფად დავაგდებთ მტვერსასრუტის სიმძლავრეს და გადავარჩენთ, როგორც ნივთს, ასევე თავად მტვერსასრუტსაც არასასურველი გადახურებისაგან.

4. ხრახნი მეტალოპლასტმასის ფანჯარაზე

მეტალოპლასტმასის ფანჯრებს აქვთ მეტად სასარგებლო მექანიზნი, რომელიც გამოწეული ხრახნის სახით არის წარმოდგენილი, ის გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს ფანჯრების რეგულირება წელიწადის დროების მიხედვით, კერძოდ კი მაგალითად ზამთარში ფანჯრის ჩარჩო მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა იყოს, რათა სახლში ცივი ჰაერი არ შემოუშვას, თუმცა ამ რეჟიმის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში არ ღირს, რადგანაც უფრო მალე მოხდება ფანრჯების ცვეთა.

5. ამოზნექნექილი ხაზები კლავიატურის ორ ღილაკზე

კლავიატურაზე ლათინურ ასოებზე F და J განთავსებულია ამოზნექილი ხაზები, რომლებიც განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვინც ბრმად ბეჭდავს. როგორც წესი, ბრმად ბეჭვდის მეთოდს იყენებენ მდივნები და ბრმა ან ცუდი მხედველობის მქონე ადამიანები. მათ ეს ხაზები ეხმარებათ კლავიატურაზე ორიენტირებაში, პლიუს ამას თუ ისინი ბეჭვდის დაწყებამდე ორივე ხელის საჩვენებელ თითს სწორედ მათთან მოათავსებენ, ეს საშუალებას მისცემს უშედომოდ ბეჭდონ.

6. ბამბის ფირფიტების რელიეფური ზედაპირი

ბამბის ზედაპირის ორი ვარიანტი არსებობს, სწორი და რელიეფური, პირველი მათგანი მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენება, მეორე კი სახეზე კოსმეტიკური საშუალებების წასასმელად.

7. პარალონის ღრუბელი მიკროფონზე

პარალონის ღრუბელი მიკროფონს სილამაზისთვის ნამდვილად არ უკეთდება, მისი მთავარი ფუნქციაა ღია სივრცეებში უზრუნველყოს მიკროფონის ზედმეტი ხმაურისგან დაცვა, კერძოდ კი, რომ მიკროფონში საუბრისას მოლაპარაკეს ხმის გარდა ჰაერის ზუზუნიც არ ისმოდეს. სტუდიური ჩაწერების დროს კი იგი ახშობს საუბრისას ზოგიერთი თანხმოვანის გამოკვეთილ ჟღერადობას.

8. ნასვრეტი ჩუპა-ჩუპსის ჯოხზე

ბავშვობაში, როცა ჩუჩა-ჩუპსისაგან მხოლოდ ჯოხიღა რჩებოდა, ხშირად გვიფიქრია თუ რატომ აქვს მას ნასვრეტი? ყველაფერი მარტივადაა: ჩუპა-ჩუპის დამზადებისას გათხევადებული კარამელი ეღვინთება ამ ნასვრეტში და გამაგრების შემდეგ უფრო მჭიდროდ ჩერდება ჯოხზე.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი