გემი ბოთლში: როგორ ახერხებენ ამას და შეიძლება თუ არა დეკორის დამზადება საკუთარი ხელით

გინახავთ თუ არა დეკორის ისეთი საინტერესო საშუალება, როგორიცაა ხომალდი ბოთლში? შთამბეჭდავად გამოიყურება! ბევრს ნამდვილად აინტერესებს თუ როგორ ათავსებენ გემის ამ მცირე მოდელს ბოთლის შიგნით და თან როცა მისი ზომები აშკარად აღემატება ბოთლის ყელის პარამეტრებს? დრო მოვიდა აღნიშნულ საკითხში გავერკვეთ. იქნებ ისეც მოხდეს, რომ რომელიმე მკითხველს თავად გაუჩნდებს მსგავსი დეკორის დამზადების სურვილი.

მსგავსი სუვენირის მოდა ევროპაში მე-17საუკუნეში, ფაქტიურად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ შემოვიდა. დღევანდელობამდეც არაერთმა ეგზეპლარმა მოაღწია. უფრო მნიშნელოვანია იმაზე ხაზგასმა, რომ გემი ბოთლში დეკორის პირვანდელი ვერსია სულაც არაა და მანამდე, რამოდენიმე ათასწლეულის წინ, ევროპელები ბოთლში ხის მასალისგან დამზადებულ მცირე ექსპოზიციებს ათავსებდნენ. როგორც წესი, ისინი რელიგიური თემატიკის იყო.

გემის ბოთლში მოთავსება მეტად დაძაბული და შრომატევადი საქმეა. თუმცა თავად პროცესი და მისი ლოგიკა რთული არაა. რა თქმა უნდა, პროექტის სირთულე დამოკიდებულია ბოთლის ზომებზე, ასევე ზოგჯერ თავად გემის აგებულებით(მასში დეტალების სიუხვეზე).

გემს ბოთლში ნაწილ-ნაწილ აგებენ. ყველა დეტალი შიგნით ბოთლის ყელის გავლით ხვდება. თავდაპირველად ხდება გემის “ფუნდამენტის” აგება, რომელიც ბოთლის ძირს წებოთი ეკვრის. ასევე ყველა მცირე ზომის დეტალები გემს მანამდე უმაგრდება, სანამ მისი ბოთლში მოთავსება მოხდება. მათ შორისაა ანძებიც, რომელთა დაყენებაც ადამიანებში ყველაზე მეტ კითხვას იწვევს.

რეალურად ყველაფერი მეტად მარტივადაა. ანძები და იალქნები გემის ძირითად კორპუსს ძაფების საშუალებით უკავშირდება, მისი განთავსება ხდება ის, რომ ბოთლის ყელში შეეტიოს. როდესაც გემი უკვე ბოთლში აღმოჩნდება და ძირი კი ბოთლს მიეწებება, საკმარისია ძაფის გამოქაჩვა და გემზე იალქნები აიშვება. ბოლოს კი მხოლოდ ისღა რჩება გასაკეთებელი, რომ მოხდეს ძაფის მოჭრა და ბოთლის დალუქვა.

სინამდვილეში გემის მარტივი მოდელის ბოთლში გაკეთება ყველას შეუძლია! ინტერნეტში უამრავი მასალაა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეძლოთ ამის გაკეთება: ვიდეო ინსტრუქციები, შაბლონები.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.