მსოფლიოს რუკაზე ნებისმიერ ქვეყანაში სატვირთო მანქანის მძღოლის პროფესია განუყოფლადაა დაკავშირებული უამრავ სირთულესთან და გაჭირვებასთან, რომელიც მძღოლმა უნდა გადალახოს. ამგვარი სამუშაოს მარტივს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სატვირთოთა მძღოლები გზაზე არაერთ დისკომფორტს აწყდებიან, რაც ძირითადად ყოფითი ცხოვრების საჭიროებათა არქონაა. თუმცა დღევანდელობაში არსებობს არაერთი ისეთი ტვირთგადამზიდი მანქანა, რომლის საცხოვრებელი მოდული იმ ზომისაა და ისეთი კომფორტითაა აღჭურილი, რომ ბევრ ბინასაც კი ჯობნის.

1. Volvo VNL

აღნიშნული მოდელის ტრაილერებს ოთხი განსხვავებული სახის კაბინა აქვს. პირველი, რაც ყველა მძღოლს გააბედნიერებს არის 180სმ სიგრძის საძინებელი, ოთხიდან სამ ვარინტში იმის შესაძლებლობაც არის, რომ საწოლი ცარიელი სივრცის გამოყენებით უფრო გაფართოვდეს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩაშენებებული კარადები, რომლებშიც არაერთი ნივთის შენახვაა შესაძლებელი. ასევე კომპლექტში შედის მაცივარი საყინულეთი. გათვალისწინებულია დაყოფის რამოდენიმე ვარიანტი.

2. Scania S500

Scania-ს ახალი მოდელები მძღოლებს ახალი დონის კომფორტს სთავაზობენ. მათი სახურავი იმ სიმაღლისაა, რომ მძღოლს წელში გამართვის საშუალება ეძლევა. კიდევ ერთი პლიუსია სწორი იატაკის არსებობა, სხვა მხრივ კი ყველაფერი თანამედროვე ტენდეციებისა და სტანდარტების შესაბამისია.

3. Kenworth T680

T680 არ გამოირჩევა დიდი ზომის საცხოვრებელი მოდულით, თუმცა ის კომფორტულია იმ კუთხით, რომ აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით: კონდეციონერი, ბრტყელი დასაკეცი ტელევიზორი, ტევადი მაცივარი და ამასთანავე დასაწოლი თარო, რომელიც ზომებით სახლის საწოლს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. პლიუს ამას მძღოლის სავარძელი 180გრადუსით ტრიალდება, რაც საშუალებას იძლევას გამოიყენოთ ის, როგორც გასაშლელი მაგისადმი მისადგამი სკამი, რომელიც მძღოლის სავარძლის უკანაა განთავსებული.

4. DAF XF

ბოლო განახლების დროს, ინჟინრებმა მძღოლის კაბინის კომფორტი საოჯახო მანქანისას გაუტოლეს. სხვა დანარჩენთან ერთად. კაბინაში არის გამწოვი, რომელიც ხელს შეუწყობს შიგნითა სივრცეში ჰაერის განსაზღვრული ტენიანობის შენარჩუნებას. ის გამოირჩევა გათბობის სისტემით, რომელიც სითბოს ძრავის მუშაობით იღებს. ცალკე უნდა აღინიშნოს ტყავის სალონი.

5. Freightliner Cascadia

ცნობილი “კასკადიის” განახლებაზე დაიხარჯა 5წელი და 300მილიონი დოლარი. დროისა და რესურსების დიდი ნაწილი მძღოლის კაბინის გაუმჯობესებას მოხმარდა. შეიძლება ითქვას, რომ ის თავიდან ფეხებამდე სხვადასხვა ტექნიკით იქნას აღჭურვილი: კრუიზის კონტროლის ადაპტორი, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, ორსაწოლიანი დასაკეცი საწოლი, ტელევიზორი, კონდეცინეორი, მიკროტალღური ღუმელი და მრავალი სხვა.

6. Intarnational LONESTAR

ისინი პირველ რიგში ტყავის სალონით გამოირჩევიან, გასაოცარია თუ რაოდენ ხარისხიანადაა ავეჯი გაკეთებული: დასაკეცი და მბრუნავი მაგიდა და სკამები, ტევადი საწოლი თარო, უამრავი თარო და ჩაშენებული კარადები. ასევე აღსანიშნავია დენცქვიტათა და USB შესაერთებლების დიდი რაოდენობა, რომლებიც უამრავი განსხვავებული ტექნიკის შესაერთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. საბაზისო ნაკრებში შედის მინი-მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი და კომპიუტერიც კი.

7. MAN TGX

ის ბოლო წლებია გამოირჩევა ყველაზე ჩუმი კაბინით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ მძღოლს შეუძლია იზოლაციის ხარისხი დააყენოს იმის მიხედვით თუ როგორ იქნება თავად მისთვის კომფორტული. სხვა მხრივ ის წინა მოდელებიდან ნაკლებად გამოირჩევა, კვლავ “უტილიტარულ მინიმალიზმს” ანიჭებს უპირატესობას.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი