როგორ შევუნარჩუნოთ სამზარეულოს კარადებს პირვანდელი სახე: რჩევები მწარმოებლებისგან

ვინც იცის, თუ რა ფასი აქვს სამზარეულოს ხარისხიან კომპლექტს, ნამდვილად შეეცდება მრავალი წლის განმავლობაში დაუზიანებლად შეინახოს. ერთადერთი რამ, ახალი ავეჯის მფლობელები გაუცნობიერებლად მრავალ შეცდომას უშვებენ, რის გამოც ზიანდება არამარტო მიმზიდველი იერსახე, არამედ ფუნქციონალური უნარიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს თანამედროვე მოდელი მრავალი სამოძრავებელი სისტემითაა აღჭურვილი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ავეჯის მწარმოებლებისგან შევაგროვეთ რამდენიმე სასარგებლო და ეფექტური რჩევა.

1. რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, კომპლექტის აწყობამდე?

რამდენადაც სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოველთვის ნესტია და მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურაა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავეჯის კომპლექტის მომზადების პროცესს. დასაწყისისთვის ჯერ კიდევ ყიდვის დროს უნდა დაინტერესდეთ იმით, თუ როგორ უძლებს ესა თუ ის მასალა ტენიანობისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. ჩვენი რედაქციის ავტორები კატეგორიულად გირჩევენ უკვე ამ ეტაპზე ყველაფრის აწონ-დაწონასა და გაანალიზებას, ღირს თუ არა სამზარეულოს ავეჯზე ფულის დაზოგვა, ანდაც ფულის დაზოგვა და უფრო მეტად ხარისხიანი მასალისგან დამზადებული კომპლექტის შეძენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახს  უყვარს სახლში კულინარიული საოცრებების მომზადება.

როცა არჩევანი გაკეთებულია და ბინაში უკვე მოთავსებულია ავეჯი, აწყობის წინ აუცილებელია მომზადდეს ავეჯების იმ ნაწილების დაუმუშავებელი კიდეები, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ტენიანობისა და ორთქლის ზემოქმედებას. მათ მიეკუთვნება: ნიჟარის ქვეშ მოქცეული უჯრა და ამონაჭერი მის ირგვლივ მაგიდის ზედა ნაწილში, კარადა ჭურჭლის საშრობით, პლინთუსი (თუ პლასტმასის არაა) და დამონტაჟებული მოდულები, რომლებიც განთავსებული იქნება ღუმელის ზემოთ.

არც კი იფიქროთ იმაზე, რომ დაუმუშავებელი ბოლოები კედელთან ახლოსაა და არაფერი დაემართებათ. ყველასთვის ცნობილია, რომ წყალი და ორთქლი ავეჯის იერსახის გასანადგურებლად ნებისმიერ გზას პოულობს, რასაც მფლობელები წყობილებიდან გამოჰყავს. ამიტომაც წყალგაუმტარი სილიკონი უნდა გამოიყენოთ ყველა ელემენტებს, სხმულებს შორის შემაერთებელი ადგილების დასაცავად და არ დაგავიწყდეთ კომპლექტის ხვრელების ამოვსებაც.

მნიშვნელოვანია! ამ მიზნებისათვის ყველაზე სწორია ტენიანობისადმი მდგრადი წებო PVA-ს გამოყენება D3 აღნიშვნით, რომელიც ღრმად აღწევს ჭრილში და ქმნის თხელ ფენას.  წებოს გაშრობის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაიტანოთ სანიტარული სილიკონის გერმეტიკა.  უფრო მეტიც, მოდულების აწყობა უნდა დაიწყოს მასალის გამოყენებისთანავე, რათა გაშრობა ვერ მოასწროს. ასეთი მეთოდი საშუალებას მოგცემთ დალუქოთ შემაერთებელი ადგილებიც კი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ლამინატისგან დამზადებულ სამზარეულოს პლინთუსს. ავეჯის მწარმოებლები გვირჩევენ იგი მივამაგროთ P-სახეობის PVC პროფილზე, რომელსაც პაცეფალი ჰქვია. ეს ელემენტი კიდეს ბოლომდე აფიქსირებს და საიმედოდ იცავს პლინთუსის ქვედა ნაწილს ტენიანობის ზემოქმედებისგან.

2. ნიჟარის სწორი მონტაჟი ხელს შეუწყობს ავეჯის საუკეთესო იერსახით და უფრო დიდხანს შენარჩუნებას

ნიჟარის დაყენებისას ხშირად უხეშ შეცდომებს უშვებენ, რასაც შედეგად არამხოლოდ სოკოსა და არასასიამოვნო სუნის გაჩენა მოჰყვება, არამედ შეიძლება ამ მოდულების და (MDF, DSP)-ის მაგიდის ზედაპირების დაწნეხილი ნახერხისგან დამზადებული მასალაც ამოიბურცოს. ავეჯის დამონტაჟემადე აუცილებლად უნდა იფიქროთ წყალმომარაგებაზე, ხოლო ონკანი უშუალოდ მაგიდის ზედაპირზე არ უნდა დაამაგროთ, რადგანაც მუშაობის დროს შეიძლება გაჟონვა წარმოიქმნას. თუ ამგვარი ვარიანტის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაშინ როგორც ონკანისთვის, ასევე ნიჟარისთვის საჭირო გახდება ჭრილების დამუშავება, როგორც კიდეების შემთხვევაში ხდება. ნიჟარაზე დასამაგრებელი კომპრესორის როგორც ჭრილი, ასევე შიდა რადიუსი უშეცდომოდ უნდა დაამუშაოთ.

მნიშვნელოვანია! კომპრესორისა და ნიჟარის დაყენების შემდეგ ნუ იჩქარებთ წყლის შეერთებას.მასალის სრულ გამაგრებას მინიმუმ 12 საათი სჭირდება.

3. შიდა ზედაპირების დაცვა წყლისა და აბრაზივებისგან

გამოყენების პერიოდში არამხოლოდ ავეჯის კომპლექტის გარეგნული იერი ზიანდება. უჯრებისა და თაროების შიდა ზედაპირები ასევე მგრძნობიარეა ტენიანობისა და მექანიკური დაზიანებების მიმართ.არც კი იფიქროთ, რომ შიგნით არავინ იყურება და შეძლებთ იმავე მდგომარეობაში დატოვებას, რადგან კარების გაღებისა და უჯრების გამოღებისთანავე ავეჯი ყოველდღიურად გაიფხაჭნება. ამგვარი დისკომფორტის და დაზიანების თავიდან ასაცილებლად თაროების კომპლექტი, უჯრების ქვედა ნაწილი და მისი მხარეები დამონტაჟებიდან მალევე ჯობია დაფაროთ ფოლგით ანდაც საიმედოდ დააფიქსიროთ ნებისმიერი სხვა წყალგაუმტარი მასალითა ან სპეციალური საგებებით, რომელთა შეძენა მაღაზიაში შეიძლება. ისინი ხელს შეუწყობენ ავეჯის დაცვას ნაკაწრებისგან, სითხის წვეთებისგან, ფხვიერი პროდუქტებისა ან ნაფხვენებისგან, რომლებიც საბოლოოდ კარადებისა და უჯრების შიგნით ხვდება.

 4. საიმედო დაცვა სითბოს ზემოქმედებისაგან

სამზარეულოს ავეჯის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ არამხოლოდ მასალის ტენიანობისადმი, არამედ სითბოსადმი მდგრადობაც. მაღალი ტემპერატურის მუდმივი ზემოქმედება უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერ მასალაზე, თუმცა ასეთი ზემოქმედება განსაკუთრებით აისახება მაკულატურის მუყაოს, ფიბრის მუყაოსა და საშუალო სიმკვრივის ფიბრის მუყაოსგან დამზადებულ მოდულებზე, რომლებიც ფოლგითაა დაფარული. იმისათვის, რომ ფორმა არ შეიცვალოს და მიმზიდველობა არ დაკარგოს, კომპლექტის დამონტაჟებისას რამდენიმე ხრიკის შესახებ უნდა იცოდეთ.

თუ მხოლოდ ღუმელის დამონტაჯებას გეგმავთ, მაშინ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება არაა საჭირო. იმ შემთხვევაში, როცა ამონტაჟებთ სრული ზომის გამოსაცხობ ღუმელს, მაშინ შეგიძლიათ ოდნავ წინ წამოწიოთ და დაამონტაჟოთ ალუმინის ეკრანით მოდულს შორის, რაც ხელს შეუწყობს კიდეებიდან სითბოს გატანას. დამცავი ეკრანის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდეების ფირფიტა, რომელიც მაგიდის ზედაპირის დამონტაჟებისას გამოიყენება.

მნიშვნელოვანია! ყველაზე ცუდად მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს ფირიანი საფარი, ამიტომაც თუ გადაწყვიტავთ მისით აღჭურვილი ავეჯის შეძენას, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორაა კიდე დამუშავებული. თუ საფარის ტილო სხვა ელემენტებითაა შეფუთული და დაფიქსირებული, მაშინ ეს ნაკრები დიდხანს გაძლებს, ხოლო თუ კიდეების იერითაა მიწებებული ან თავისუფლად იშლება, მაშინ ავეჯი ძალიან მალე დაკარგავს მიმზიდველობას.

რამდენადაც ორთქლი არანაკლებ საზიანოა ზედაპირებისთვის, ჩამოკიდებული კარადებიც ზიანდება. მათი პირვანდელი იერსახის ოდნავ მაინც შესანარჩუნებლად ჯობია შეიძინოთ ღუმელზე ოდნავ განიერი გამწოვი.

5. კეთილმოწყობა ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

ნაკრების არჩევისას ყველაფრის პროგნოზირება და მოფიქრება შეუძლებელია, ამიტომაც მისი მოხმარებისას უსიამოვნო შეგრძნებები წარმოიშობა. ზოგჯერ კარი ძლიერად ჯახუნდება და მთელი სახლი ირყევა, ზოგჯერ უჯრები სათანადოდ არ იღება, ზოგჯერ სინათლე თვალს ხვდება და აბრმავებს და ასე შემდეგ. როდესაც მრავალი ასეთი წვრილმანი მოიყრის თავს და ისინი ყოველდღიურად გაღიზიანებენ, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ ნერვები მოთოკოთ. სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭიროა მხოლოდ რამდენიმე დეტალის გაუმჯობესება და მცირედი სამუშაოს შესრულება. მაგალითად,  თუკი ტუმბოს ან კედლის კარადების კარებები დიდ ხმას გამოსცემენ გახსნისას თუ დახურვისას, თუნდაც ზამბარის დაინსტალირებული სისტემის შემთხვევაში, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ 3 ეფექტური მეთოდიდან ერთ-ერთი ან მათი კომბინაცია. ხმაურის შემცირების ყველაზე ბიუჯეტური და უპრობლემო მეთოდია სილიკონის სამაგრების შეძენა და პრობლემურ ადგილებზე დამაგრება.

ჩამკეტის დამონტაჟება პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ, თუმცა საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვეულებრივი პეტლების ჩანაცვლება კარის გლუვი დახურვის სისტემით და თუ  სილიკონის სამაგრებსაც დააყენებთ, ხმაური მთლიანად და თითქმის სამუდამოდ გაქრება.

მოძრავ უჯრებსაც არანაკლები დღე ადგას, თუ დაყენებულ იქნა ჩვეულებრივი გორგოლაჭისებრი მიმართულების ვარიანტი (ყველაზე ბიუჯეტური),  მაშინ ჩათვალეთ, რომ ძალიან მალე გამოვლენ წყობიდან და პრობლემებს წარმოქმნიან. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უბრალოდ ჩაანაცვლოთ ისინი სრული გაფართოების ბურთულოვანი მექანიზმებით, ხოლო თუ მათში კარის ჩამკეტიცაა გათვალისწინებული, მაშინ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის გამოყენების მოხერხებულობას.

ყოველთვის შეუძლებელია დამონტაჟებული ნათურების ადგილმდებარეობის გამოცნობა, მაშინაც კი, თუკი ავეჯი შეკვეთით იქნა დამზადებული. მხოლოდღა ყოველდღიური გამოყენებისას წარმოჩინდება ყველა ხარვეზი. ისინი განსაკუთრებით დამთრგუნველია, როდესაც სინათლე არასწორადაა მიმართული, რაც მუდმივად დაგაბრმავებთ. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ჯობია აირჩიოთ ავეჯი მბრუნავი ნათურებით, რომელიც ადვილად დაგეხმარებათ ამ სიტუაციის გამოსწორებაში. ისინი უბრალოდ კედლისაკენ უნდა მიაბრუნოთ, ამ ხრიკის წყალობით რბილი ყოვლისმომცველი სინათლე წარმოიქმნება, რომელიც არა მხოლოდ კომფორტს გაზრდის, არამედ უფრო შთამბეჭდავადაც გამოიყურება.