სამყაროში უამრავი უცნაური სახლია, ზოგჯერ იმის გარკვევაც კი ვერ ხერხდება თუ რატომ გადაწყვიტა არქიტექტორმა სწორედ რომ მსგავსი პროექტის მქონე შენობის აგება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკითხით ბევრი ადამიანი ინტერესდება, ზოგი კი საერთოდ მზადაა სახლების შესახებ საინტერესო ინფორმაციები ინტერნეტშიც კი განათავსოს, რაღაცებს მაინც ვიგებთ ხოლმე. სწორედ ასე წარიმართა მოვლენები ამერიკის შტატ ილინოლისში მდებარე ყველა ვიწრო სახლთან მიმართებაშიც, როდესაც ის გასაყიდად დაიდო, განცხადებაში ინტერიერის ვიდეოც იქნა განთავსებული.

“გამხდარი სახლის” შესახებ ვიდეომ TikTok-ზე ერთ დღეში 284ათასზე მეტი ნახვა მოაგვაროვა. კომენტარები და ლაიქებიც არ ჩამორჩებოდა რაოდენობით. ზოგმა გაოცება გამოხატა, ზოგმაც აღფრთოვანება, ზოგისთვის კი სახლი მიუღებელი აღმოჩნდა.

საბოლოო ჯამში, სახლმა კვლავ მოიპოვა პოპულარულობა. აქამდე ადამიანთა მცირე რაოდენობას ჰქონდა ის შიგნიდან ნანახი, მაგრამ ამ ვიდეოს შემდეგ, ინტერნეტის მომხმარებლებმა არა მხოლოდ სახლის გარეთა ნაწილი, არამედ ინტერიერიც სრულად იხილა. თუ “გამხდარ სახლს” გვერდიდან შევხედავთ, ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნება, რომ მასში მაქსიმუმ დასაკეცი მაგიდა, რამოდენიმე სკამი და გასაბერი საწოლი თუ დაეტევა, მაგრამ ინტერიერის ფოტოები გვიჩვენებს, რომ რეალურად შენობა საკმაოდ ტევადია და პლიუს ამას თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი.

 “პეროგი-სახლის” შექმნის ისტორია: კომენტარებიდან ცნობილი გახდა ის თუ რატომ აქვს აღნიშნულ სახლს მსგავსი ფორმა, როგორც გაირკვა მიზეზი საკმაოდ ლოგიკური და ტრივიალურიც კი აღმოჩნდა. ქალაქის განაშენიანების შემდეგ დარჩა სამკუთხედის ფორმის მცირე ზომის მიწის ნაკვეთი. მისი ზომებიდან გამომდინარე მყიდველი დიდხანს არ ჩანდა, შესაბამისად ფასიც მუდმივად იკლებდა, ბოლოს კი მინიმალურ ფასად შეიძინა მშენებელმა – გრეგ ვაისმანმა. მან გამოიყენა შესაძლებლობა და ააშენა მეტად ორიგინალური სახლი, რომელსაც წვეტებმოჭრილ სამკუთხედს მოგვაგონებს. საინტერესოა ისიც, სახლის ყველა ვიწრო კედლის სიგრძე 0,91მეტრია.

“სახლი-პეროგის” მშენებლობა ჯერ კიდევ 2003წელს დაიწყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მის პროექტს ადგილობრივები პროტესტით შევხდნენ, მალევე ვერ დასრულდა. ისინი მერიას მიმართავდნენ განცხადებით, რომ სახლი ჰგავს სახესა და პეროგს, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი ამჟამინდელი სახელწოდებაც (და არა ფორმის გამო). არაერთი წელი დასჭირდა ვნებათა ღელვის ჩაწყნარებას, საბოლოოდ კი, როდესაც სახლის მშენებლობა დასრულდა, ის დასახლების ღირშესანიშნაობად იქცა. მისი მშენებლობა 2007წელს დასრულდა და საკმაოდ კარგ ფასადაც გაიყიდა – 285ათასი დოლარი. მეპატრონეებმა, იქიდან გამომდინარე რომ გადასვლას ფიქრობენ, სახლი გასაყიდად განათავსეს, აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ფასი შემცირებულია და 269ათას დოლარს შეადგენს. მსურველებს შანსი გაუჩნდათ შეიძინონ ადგილობრივი ღირშესანიშნაობა. ფოტოების მიხედვით, არც ახალ მეპატრონეს მოაკლდება ყურადღება და კომფორტი.

არასტანდარტული ფორმის მიუხედავად, სახლის ფართობი მცირე ნამდვილად არაა და შეადგენს 487კვ.მ-ს. სახლის ფასადიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და კლასიკური არქიტექტურის კანონებს შეესაბამება, რისი წყალობითაც არც ქალაქის საერთო იერსახიდანაა ამოვარდნილი.

მიუხედავად იმისა, რომ გარედან ორსართულიანი სახლი საკმაოდ ვიწრო ჩანს, რეალურად ის ისეა მოწყობილი, რომ შიგნიდან საკმაოდ კომფორტული და ფართეც კია. შიგნით შესვლისას, პირველი, რაც მასპინძლობას გაგიწევს, მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი მისაღებია, სადაც მდიდრულ ტყავის დივნებთან ერთად განთავსებულია ტელევიზორი, რომელიც პირდაპირ კედელზეა დამაგრებული და პლიუს ამას სახლში თქვენ ნახავთ მეტად ორიგინალურ მაგიდასა და დიდ სურათს.

სამზარეულო-სასადილო განთავსებულია მისაღების გვერდით და არ არის მისგან რაიმეთი გამოყოფილი, რაც გაკეთებულია იმ მიზეზით, რომ არ მოხდეს სივრცის ზედმეტად გადატვირთვა და მათი ტევადობის შემცირება. სამზარეულო აღჭურვილია უაღლესი ტექნიკით, ხოლო ავეჯი კი ნატურალი ხისგანაა დამზადებული.

სახლში ორი საძინებელია, ერთ მათგანში ინტერიერი გადაწყვეტილია თეთრსა და ნაცრისფერ ფერებში, ხოლო იატაკი და ავეჯი კი ასევე ნატურალური ხისგანაა დამზადებული. მსგავსს მინიმალისტურ სტილს გამორჩეულობას ოქროს დეტალებიანი დიზაინერული სანათი ანიჭებს. მეორე საძინებელში ყველაფერი კიდევ უფრო მინიმალისტურია – საწოლი მეტალის ჩარჩოთი, საშუალო ზომის ტუმბო და ძაღლის ქანდაკება.

სააბაზანოები, რომლებიც “გამხდარ სახლში” სამია, დანარჩენი ინტერიერის მსგავს ფერებშია გადაწყვეტილი, ერთადერთი, რითაც ისინი გამოირჩევა სანათების რაოდენობა და დიდი სარკეა, რომელიც ვიზუალურად ადიდებს სივრცეს, რადგანაც ნაგებობის ამ ნაწილში შენობა მეტად ვიწრო აღმოჩნდა.

მსგავსი ნაგებობის ნახვა შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. გადადით ბმულზე და იხილეთ კიდევ 7 ძალიან ვიწრო სახლი ორივე მხრიდან.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი