ძმარი – უნივერსალური საშუალებაა, მისი საშუალებით შესაძლებელია ლაქებისა და უსიამოვნო სუნის მოშორება, ნივთების დეზინფიცირება და ქლიავის გაწმენდა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ძმრით წმენდა ყველა მასალის ზედაპირისთვის უსაფრთხო და ეფექტური ნამდვილად არაა. დღევანდელ სტატიაში მე მოგიყვებით თუ რა შემთხვევაში არის ძმრის გამოყენება რეკომენდირებული და რა როდის არა.

რა არ უნდა გავწმინდოთ ძმრით?

1. გრანიტისა და მარმარილოს ზედაპირები

გრანიტისა და მარმარილოსგან დამზადებულ ნივთებს სპეციალური მოვლა ესაჭიროება. ძმარმა შეიძლება გააფუჭოს მათი ზედაპირი, ამიტომაც უმჯობესია გამოიყენოთ კონკრეტულად მათთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები და თბილი წყალი.

2. ქვის იატაკი

ქვის იატაკმა შეიძლება ვერ გაუძლოს ძმრის მჟავას. ოპტიმალური ვარიანტია გამოიყენოთ ქვის ნივთების საწმენდი სპეციალური ხსნარი ან ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალება.

3. გატეხილი კვერცხი

კვერცხის გატეხვის შემთხვევაში არ ღირს ძმრის გამოყენება, რადგანაც ის გაწმენდის ნაცვლად, საპირისპირო შედეგს მოგვცემს, კერძოდ კი ძმარსა და ცილაში შემავალი ნივთიერებები რეაქციაში შევა და შედედებულ ლორწოვან მასას მივიღებთ. სხვათაშორის, ამ ქიმიურ რეაქციას პოზიტიური გამოყენებაც აქვს, კერძოდ კვერცხს ძმარს უმატებენ იმ შემთხვევაში თუ მისგან კვერცხი-პაშოტი უნდა დაამზადონ.

4. უთო

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძმრით უთოს გაწმენდა. იმისათვის, რომ უთოს ორთქლის გამოსაშვები ნასვრეტების სისუფთავე იქნას შენარჩუნებული, ყოველი გაუთოვების შემდეგ, მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით მოახდინეთ მისი წმენდა.

5. პარკეტი

ძმრით არ შეიძლება მუხისა და ნეკერჩხლისგან დამზადებული პარკეტის გაწმენდა. უკიდურესს შემთხვევაში გახსენით ოთხ ლიტრა წყალში 1/2 ჭიქა ძმარი და იატაკის მხოლოდ იმ ნაწილს წაუსვით, სადაც ლაქაა. რომ არ გარისკოთ, პარკეტის წმენდისთვის უმჯობესია სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება.

6. რთულად ამოსაწყვანი ლაქები

ჩამჯდარ ლაქებს, მაგალითად როგორებიცაა: მელანი, ნაყინი, ბალახის ან სისხლის კვალი, ძმარი ვერ მოერევა. მღებავი ნივთიერება მალევე აღწევს ქსოვილის ბოჭკოში და ამიტომაც მისი მოშორება მარტივი ნამდვილად არაა. ლაქების დამუშავების შემდეგ გარეცხეთ ქსოვილები ფერმენტების შემცველ სარეცხს ფხვნილში.

რისი გაწმენდა შეიძლება ძმრით?

1. ფანჯრები

ძმარს ფანჯრებიდან ლაქების მოშორება მისი დაზიანების გარეშე შეუძლია. ამისათვის საჭიროა 1ლიტრა წყალი და 1/2ს.კ ძმარი (6-9%). ჩაასხით ხსნარი პულვილიზატორში და გამოიყენეთ, როგორც ჩვეულებრივი საწმენდი საშუალება. დასასრულს გაწმინდეთ შუშები მშრალი ტილოთი, ნუ მორეცხავთ ძმრის წყალხსნარს.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ძმარი ჭურჭლის სარეცხ მანქანას მოაშორებს დიდი ხნის წინ შემორჩენილ ცხმის, ჭუჭყსა და წყლის ნალექს. ჩაასხით ორი ჭიქა ძმარი დიდი ზომის ჭურჭელში და მოათავსეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ზედა განყოფილებაში, შემდეგ კი ჩართეთ ის სტანდარტულ რეჟიმში. სარეცხი საშუალების დამატება საჭირო არაა, არც საშრობი გამოიყენოთ. ძმრის წყლახსნარი სიბუნძურეს რთულად მისადგომი ადგილებიდანაც კი მოაცილებს.

3. პირსახოცი

იმისათვის, რომ პირსახოცებმა შეინარჩუნოს სიფაფუკე, პერიოდულად გარეცხეთ ისინი ძმრით. მოათავსეთ ნივთი სარეცხ მანქანაში და ფხვნილის ადგილას ჩაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი, სარეცხი საშუალების დამატება საჭირო არაა. ძმარი გამორეცხავს პირსახოცებისგან დაბალხარისხიანი სარეცხი ფხვნილისა და კონდეციონერის ნარჩენებს. ამ მიდგომის გამოყენება შეიძლება გაუხეშებულ პირსახოცებთანაც.

4. ხალიჩა

თუ ხალიჩაზე შემთხვევით ღვინო დაღვარეთ, შეურიეთ 1ს.კ. თხევადი საპონი, 1ს.კ. თეთრი ძმარი და 2 ჭიქა თბილი წყალი. დაასველეთ მიღებულ ხსნარში ღრუბელი და დაამუშავეთ ლაქა. დროთადრო გაუსვით დალაქებულ ადგილს მშრალი ხელსახოცი, შემდეგ კი ისევ წაუსვით საწმენდი საშუალება. განაგრძეთ პროცედურა იქამდე, სანამ ლაქა ბოლომდე არ გაუჩინარდება.

საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ხალიჩაზე შარდის სუნი. ძმარს შეუძლია მოაშოროს ჭუჭყი და სპეციფიკური სუნი. გახსენით 1/4 ლ ძმარი 1 ლ თბილ წყალში, დაამუშავეთ მიღებული ხსნარით დაბინძურებული ადგილი, დატოვეთ 2-3 წუთი, რათა ბოლომდე შეიწოვოს ხსნარი და გაწმინდეთ მშრალი ხელსახოცით. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა.

5. სუპერმარკეტის პროდუქტი

ძმრით შეიძლება დაამუშავოთ ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირი, რითაც მოახდენთ მათ დეზინფიცირებასა და პესტიციდებისაგან გაწმენდას. შეურიეთ ძმარი წყალს (1:3 პროპორციით), მიღებული ხსნარი პულვილიზატორის საშუალებით აპკურეთ პროდუქტს, შემდეგ კი გარეცხეთ გამდინარ წყალში.

6. წებოვანი ლაქები

ეტიკეტის თუ სკოჩის მერე, ძმარი დაგეხმარებათ წებოვანი ლაქის მოშორებაში. ამისათვის საჭიროა წებოვანი ლაქის ძმრიანი ბამბით გაწმენდა.

ძმრის გამოყენებამდე, ყოველთვის დატესტეთ ის გასაწმენდი ნივთის მცირე მონაკვეთზე. გახსოვდეთ, რომ ძმარი ეფექტური საშუალებაა, მაგრამ არა ყოველთვის და საერთოდაც საჭიროა მისი ფრთხილად გამოყენება, რათა გაწმენდის ნაცვლად არ მოხდეს ზედაპირის დაზიანება.

მოგეწონათ სტატია? თუ კი, მაშინ გაუზიარეთ ის მეგობრებსაც.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი