რატომაა იაპონიაში გარე ტუალეტები გამჭვირვალე?

იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო, იდუმალი და, ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანაა. რა თქმა უნდა, თანამედროვე იაპონელები, თავიანთ უნიკალური კულტურისა და ტრადიციების მიუხედავად, დროს ფეხდაფეხ მიჰყვებიან. ზოგჯერ დროს ბევრად წინაც კი უსწრებენ. ეს კარგად აისახება მათ ტექნოლოგიურ ინოვაციებში.

უკვე აღარცაა გასაკვირი,  რომ ამ ქვეყანაში შეგიძლიათ შეიძინოთ ქუჩებში დამონტაჟებული სავაჭრო ავტომატები, აბსოლუტურად ყველაფერი, სურსათიდან დაწყებული და საცვლებით დამთავრებული.

აქაური ხალხი ერთსულოვნად შრომისმოყვარეა, ამიტომაც ამ ქვეყანაში ჩათვლემა ამ პროცესისთვის ყველაზე უჩვეულო ადგილზეც კი  ნორმად ითვლება. გარდა ამისა, მენეჯერზე უფრო ადრე სამუშაო ადგილის დატოვება აშკარა უსამართლობასა და, სულ მცირე, შრომითი დისციპლინის დარღვევას წარმოადგენს.

ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ ხალხის როგორც აღზრდა, ასევე ცხოვრების წესი ბოლომდე გაუგებარი და ზოგჯერ დაუშვებელიც კია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათი აღქმა გარემომცველ სამყაროსადმი და იმისადმი, რასაც ქმნიან, ბევრ ქვეყანაში აქტუალურია. ზოგი, ერთი შეხედვით, უჩვეულო გამოგონებების ჩვენს ცხოვრებაში შემოტანა ზარალის მომტანი არ იქნებოდა, თუმცა შეუძლებელი იქნებოდა ყველას გაეგო და მიეღო ისინი.

ერთ-ერთი ასეთი გამოგონებაა ტოკიოს პარკებში დამონტაჟებული საზოგადოებრივი ტუალეტები. შეიძლება ვიღაც ამ საკითხს ეჭვის თვალით უყურებს და ხუმრობად აღიქვავს, მაგრამ ისინი ნამდვილად არსებობენ. ამასთან, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

ეს ნაგებობა ისეა დაპროექტებული და შექმნილი, რომ სასარგებლოა არა მხოლოდ ყველასთვის გასაგებ გარკვეულ სიტუაციებში, არამედ ზოგადად გარშემომყოფთათვისაც.

შენობის კედლები გამჭვირვალე რჩება მანამ, სანამ ვიზიტორი არ შევა და გასაღებით არ დაკეტავს შესასვლელ კარს. ამის შემდეგ ავტომატური მექანიზმის აქტიურდება და მინა გაუმჭვირვალე ხდება. ქუჩიდან მის მიღმა რაიმეს დანახვა შეუძლებელია.

საღამოობით და ღამღამობით მრავალფერადი განათებები ირთვება. ამრიგად, ჯიხურები ქუჩის განათების დამატებითი წყარო ხდება.

თუ ყურადღებით დაფიქრდებით, მაშინ ეს იდეა ნამდვილად ყურადსაღებია, მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ მასზე ჩვენნაირი მენტალიტეტის მქონე ადამიანებს.