როგორ აშენებდნენ ამერიკელები უხილავ წყალქვეშა ხომალდს

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ცივი ომი არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ წყალშიც მიმდინარეობდა, ამიტომაც იმაში გასაოცარი, რომ ორივე ზესახელმწიფო ცდილობდა თავისი ტექნოლოგიები და სამხედრო აჭრუვილობა გაეუმჯობესებინა, ნამდვილად არაფერია. ამ მიმართულების ერთ-ერთ პროექტს წარმოადგენდა ამერიკელ ინჟინერთა გამოგონება, რომელიც წარმოადგენდა გემს, რომელსაც მტერი სახელმწიფოების რადარებს ვერ უნდა დაეფიქსირებინა. საბოლოო ჯამში, ერთი შეხედვით იმედისმომცემი პროექტი, წარუმატებელი აღმოჩნდა.

პირველად მსგავსს პროექტზე საუბარი 1980წელს დაიწყეს, ამერიკის საზღვაო საომარმა ძალებმა ხელშეკრულება დადეს კომპანია Lockheed-თან, რომელიც ცნობილი იყო სტელტის ტექნოლოგიებით, გამორჩეულად კი გამანადგურებელი F-117-ით. სწორედ მისი შემქნებელები ჩაუდგნენ სათავეში უჩინარი საზღვაო ხომალდის პროექტირებას, რომელსაც See Shadow (ზღვის ჩრდილი) ეწოდა.

პირველი ათეული წელი ეს პროექტი იმ დონეზე გასაიდუმლოებული იყო, რომ მის შესახებ არავინ იცოდა, პირველად მასზე საუბარი 1993წელს, ცივი ომის დასრულების შემდეგ დაიწყეს. პირველად უჩინარი ხომალდი ზღვაში 1985წელს გაუშვეს, მისი კონტრუქცია ისეთი იყო, რომ ექვსს ბალამდე შტორმს უძლებდა და პლიუს ამას შეეძლო აეტანა ხუთნახევარ მეტრამდე ტალღები.

აღნიშნული ხომალდი შენდებოდა SWATH ტექნოლოგიით (რაც გულისხმობს ხომალდს წყალთან შეხების მცირე ფართობით). წყალქვეშა ნაწილი “ზღვის ჩრდილი” განთავსებული იყო ორ ტორპედოს მსგავსს კორპუსზე, რომლებსაც ჰქონდათ წყალქვეშა ფრთები და იმყოფებოდნენ წყლის დონის დაბლა.

ყველა, ვინც იცნობს კომპანია Lockheed-ის ისტორიას, დაგვეთანხმდება, რომ ხომალდის კორპუსი წააგავს F-117-ის დიზაინს. სხვათაშორის უნდა ითქვას რომ მსგავს დიზაინს გარკვეული პლიუსებიც ჰქონდა, კერძოდ ის ეფექტურად ახდენდა ელეტრომაგნიტური ტალღების არიდებასა და ეფექტური გაფანტვის არეალის შემცირებას. ამავე მიზნებისათვის ხომალღის ზედაპირზე წასმული იყო სპეციალური ნივთიერება. ხომალდის შიგნით შესაძლებელი იყო 12ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟის განთავსება – მათთვის მოწყობილი იყო საცხოვრებელი სივრცეები, ასევე მაგიდები, მიკროტალღური ღუმელები და მაცივრები.

გასაოცარია, მაგრამ უჩინარი ხომალდის ბორტზე საერთოდ არ მოიპოვებოდა საბრძოლო აღჭურვილობა. პრინციპში ეს ლოგიკურია იმ კუთხით, რომ მხოლოდ პროტოტიპის წარმოადგენდა სტელტის ტექნოლოგიების, ამიტომაც არ გამოირჩებოდა განსაკუთრებული ფუნციებით. “ზღვის ჩრდილის” მაქსიმალური სიჩქარე 14კვანძი იყო, მისი წყალზე გადაადგილება – 572ტონა, ხოლო სიგრძე კი 50მეტრი. სპეციალისტების აზრით, ხომალდის ერთადერთი ღირსებას მისი მეტად ავტომატიზირება წარმოადგენდა.

საბოლოოდ, “ზღვის ჩრდილის” ძირითადი ფუნქცია – ყოფილიყო უჩინარი, წარუმატებელი აღმოჩნდა. ხომალდს რადართა უმეტესობა ხედავდა, ამიტომაც ტექნოლოგია უპერსპექტივოდ ჩათვალეს და პროექტი დაკეტეს ორიათასიანების დასაწყისში. 2012წელს წარმოებული იქნა ერთადერთი და უკანასკნელი პროტოტიპი.