ყველა კარადას თავისებური სუნი აქვს, რომლის მოშორებაზე ერთხელ მაინც გვიფიქრია. სამწუხაროდ, როცა ნივთები დიდი ხნით ინახება კარადაში, სიახლისა და სისუფთავის სურნელს კარგავს და უჩვეულო სუნს იძენს. რატომ იკიდებს კარადაში შენახული სუფთა ნივთები სრულიად განსხვავებულ სურნელს?

ნებისმიერკარადაში არსებული ვენტილაცია არც ისე კარგია, ასევე ტენიანობაც საკმარისად მაღალია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩაშენებულ კარადებს ეხება. ასეთ პირობებში ნივთები უცხო არომატებს ძალიან სწრაფად შეიწოვენ. მაშინაც კი, თუკი გარდერობის ერთ ნივთს, რომელიც არასაკმარისადაა გამშრალი, თაროზე დადებთ, მაშინ დროთა განმავლობაში კარადაში ყველაფერს არასასიამოვნო სუნი იქნება.

ობის სუნი მაშინაც შეიძლება წარმოიქმნას, როდესაც ნივთს დიდხანს არ იყენებენ და ნელ-ნელა ძველდებიან ჰაერის ნაკადის არარსებობისა და მაღალი ტენიანობიდან გამომდინარე.

1. როგორ მოვაშოროთ ნესტი

პირველ რიგში, უნდა აღმოფხვრათ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ტენიანობის მაჩვენებლების ზრდას: არ მოათავსოთ გარდერობის ბინძური ნივთები კარადაში, ისევე როგორც ახალგარეცხილი ნივთები, რომლებიც ბოლომდე გამშრალი არაა.

მიმართეთ კარადის სველი წმენდა და კარგად გაანიავეთ. სპეციალისტები გვირჩევენ არანაკლებ წელიწადში ორჯერ განიავებას. ასეთ დროს უმჯობესია ტანსაცმელი მზეზე გაიტანოთ. ასეთი პროდუქტები არამარტო უსიამოვნო სუნის, არამედ მტვრის ტკიპებისა და ჩრჩილების გაჩენის თავიდან აცილებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, ოთახის ყოველდღიური განიავებისას აუცილებელია კარადის კარების გაღებაც. თუკი სახლში არ გყავთ დაუმორჩილებელი ცხოველები, გარდერობი მთელი ღამით ღია დატოვეთ.

შეამცირეთ ტენიანობის მაჩვენებლები. თუ კლიმატური მახასიათებლებიდან და სეზონიდან გამომდინარე ბინაში ტენიანობა მაღალია, მაშინ გარდერობში მისი მაჩვენებლები ბევრად მაღალი იქნება. ჩვეულებრივ, ოთახში ეს მაჩვენებლები 45-60 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ბევრად მაღალია, მაშინ შორეულ კუთხეებში რეკომენდირებულია მარილით სავსე პატარა ჭიქების განთავსება.

ზედმეტი ტენიანობა შეიწოვება. მხოლოდ საჭირო იქნება ზოგჯერ ჭიქის შიგთავსის შეცვლა-გაქვავებული მარილის გადაყრა და ახლის ჩაყრა. შემცვლელად სოდაც გამოსადეგია.

შიგნით განალაგეთ სილიკაგელი. ჩვეულებრივ ესაა პატარა ტომრები შიგნით ბურთულებით. მათ ხშირად ათავსებენ ახალ ფეხსაცმელებში, უფრო სწორედ მათ ყუთებში.

რა უნდა გააკეთოთ კარადიდან სუნის მოსაშორებლად? ერთი რამაა, რაც არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეთ. პირველ რიგში საჭიროა ტენიანობის, შემდეგ კი არომატის მოშორება. აეროზოლები და არომატიზატორები ტენიანობას ვერ უმკლავდებიან.

2. როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო სურნელი

ყველა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე მარტივი ხრიკი.

არ შეინახოთ ნახმარი და სუფთა ნივთები ერთსა და იმავე განყოფილებაში ან ერთსა და იმავე თაროზე. თუ მუდმივად რომელიღაც ტანსაცმელს იცმევდით, ეს სრულებით საკმარისია ქუჩიდან კარადაში მტვრის შესატანად. აუცილებლად რეგულარულად გაანიავეთ კარადა და თაროებზე მოთავსებული დიდი ხნის განმავლობაში ხელუხლებელი ნივთები.

გარდერობში სპეციალური საშეების განთავსება,  რომლებიც შეგიძლიათ დატოვოთ თაროზე ან საკიდზე ჩამოკიდოთ. ჩვეულებრივ სურნელი ერთი თვის განმავლობაში ინახება. ისინი იაფია და სხვადასხვა სურნელითაა. არჩვევანი დიასახლისის შეხედულებისამებრ კეთდება. გამოცდილი მომხმარებლები გვირჩევენ ძალიან ფრთხილად ვიყოთ ვანილის სურნელთან, რადგანაც ტკბილი სუნი ყველასთვის არაა მისაღები.

საშეს გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. ტომარა შეგიძლიათ ნებისმიერი რამით შეავსოთ, მაგალითად: ციტრუსის ცედრა, ყვავილის, მცენარის ფოთლები და ა.შ. ამ შემთხვევაში ტომრის შიფთავსი ბოლომდე გამომშრალი უნდა იყოს. უკეთესია ბამბის ტომარა შეკეროთ და იდეალურად ჩამოკიდოთ, ვიდრე უბრალოდ თაროზე დატოვოთ.

სუნთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტაში ჩვეულებრივი აქტივირებული ნახშირიც დაგეხმარებათ. ფორების სიმრავლიდან გამომდინარე ითვლება არა მხოლოდ ჭუჭყისა და მტვერის, არამედ სურნელის შემწოვადაც. ნახჭირი უნდა ინახებოდეს ნაჭრის ტომარაში, რომელიც ჰაერს კარგად ატარებს. ცოტა ხნის შემდეგ სუნი გაქრება.

ძველი გადმონაშთები. მათ მანამდე აშრობენ, სანამ ზედაპირზე ბზარები არ გაუჩნდებათ. ასეთი ნაჭრები შეფუთულია ჩვეულებრივ ქსოვილში, უკეთესია, თუ ბამბისაში და ეტევატანსაცმლის ჯიბეში.

კარადაში მოთავსებული სუნამოს ბოთლი ან თქვენი საყვარელი სურნელით გაჟღენთილი უბრალო ფლაკონიც კი დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის თავიდან აცილებაში.

გამოსადეგია ჭიქებში ჩაყრილი ყავის მარცვლებიც, რომლებიც შეგიძლიათ გარდერობის შიგნით მოათავსოთ, ასევე მშრალი ჩაის პაკეტებიც.

ქსოვილზე ან ქაღალდზე წასმული ნებისმიერი ეთერზეთის რამდენიმე წვეთიც არანაკლებ ეფექტურად აშორებს უცხო სურნელს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი