შესანიშნავი იდეები მათთვის, ვისაც სახლის აშენება სურს: აუცილებლად გაითვალისწინეთ

თანამედროვე განვითარების გავლენით შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ბევრად გამარტივება. მშენებლობაც არაა გამონაკლისი. შედარებით სწრაფი და მარტივი მეთოდები იძლევა დროის ეკონომიის საშუალებას და სამშენებლო საქმეებში დამწყებებსაც კი მშვენიერი შედეგის მიღწევაში ეხმარება.ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საინტერესო იდეების ერთობლიობას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სახლის ასაშენებლად, ასევე მისი შიდა და გარე ფართობების შემოსასაზღვრად.

1. Printed concrete terrace

მოკირწყლული ქვები ლამაზად და სუფთად გამოიყურება, ამიტომაც დიდი პოპულარობით სარგებლობს გზების, ბილიკების და ტერასების გაფორმების პროცესში. ამასთან, ყოველთვის არსებობს უფრო მარტივი და უკეთესი გზა, მაგალითად: თანამედროვე გამოსავალი Printed concrete terrace, რომელიც დაგებაზე ნაკლებ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სასეირნო ბილიკის ან ტერაძის ძირში განთავსებული რკინაბეტონის ფილის სისქეა 100-150მმ.

მონოლითური ბეტონი დროთა განმავლობაში არ იცვითება და ორმოებსა და ნახვრეტებს არ იძენს, როგორც ეს შეიძლება ჩვეულებრივი მოკირწყლული ქვების შემთხვევაში მოხდეს.როცა გამხსნელი ცოტათი გამაგრდება და პლასტმასის კონსისტენციას შეიძენს, შეგიძლიათ დაგებაზე გადახვიდეთ. ეს მრავალი თარგის გამოყენებით ხდება. ზევიდან უნდა დაიტანოთ გამჭვირვალე პოლიმერი და ხსნარის თხელი ფენაც მიაშველოთ. როცა ეს ფენა ოდნავ გაშრება, პოლიმერი უნდა მოაშოროთ და ლამაზ ნიმუშს მიიღებთ.

2. Brikawood

სახლის აშენებას ბევრი მასალა და ძალა სჭირდება, ამიტომაც ყოველწლიურად მშენებლობის უფრო და უფრო მეტი სხვადასხვა ვარიანტი და მეთდი ჩნდება. ერთ-ერთი ასეთია სისტემა Brikawood. იგი გამოირჩევა წყობის მოსახერხებელი თანმიმდევრობითა და უწყვეტი პროცესით. სახლის მშენებლობისათვის გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა მასალა-ხე. სისტემა Brikawood შედგება რამდენიმე წინა და განივი ბლოკისგან, რომლებიც განლაგებულია ქარხნული წესით დამზადებული აგურებივით, ცარიელი შიდა სივრცით. ერთი რიგის შექმნის შემდეგ შიგნით ნახერხი უნდა ჩაყაროთ, რომელიც სითბოსა და თბოიზოლაციას აუმჯობესებს. ხის პანელების შეგროვებას ხელს უწყობს ღარების უბრალო სისტემა. თუ რეზინის ჩაქუჩით იმუშავებთ, მაშინ საქმისთვის ბევრად ნაკლები დრო დაგჭირდებათ.

3. Redbloc

Redbloc უზრუნველყოფს სახლების რაც შეიძლება სწრაფად მშენებლობას. მასალას ახასიათებს გაზრდილი საიმედოობა, გამძლეობა და ცვეთისადმი რეზისტენტულობა. სახლი უნდა ააშენოთ პროექტის მიხედვით, რომლის მიხედვითაც მზადდება ახალი ტიპის მზა აგურის კედლები. კედლები შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი სისქისა და სიმაღლის მიხედვით, რის გამოც ადვილდება ხმისა და სითბოს იზოლაციის სასურველი დონის რეგულირება. დამზადებული კედლები ამწეკრანის მეშვეობით უნდა დაამონტაჟოთ საძირკველზე. ცალკეული განყოფილებები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროთ ღარებისა და სამშენებლო პოლიუთერანის ქაფის მეშვეობით.

4. PolyLevel

PolyLevel არის ბეტონის აწევის ინოვაციური მეთოდიკა. მისი მოქმედება მუშაობის სხვა გზებთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფი და ზუსტია. მაღალი წნევის ტუმბოს მეშვეობით ქაფი უნდა მოთავსდეს ფილის ქვეშ ბეტონში გაბურღული ხვრელის გავლით, რომელიც სიცარიელის შევსებას და დაწეული ადგილების გასწორებას უწყობს ხელს. აქაფებული პოლიმერი მაქსიმალურ მოცულობას 15 წუთის განმავლობაში აღწევს, რომლის შემდეგაც წნევით შეიძლება გასწორდეს. მასალა PolyLevel გამძლეა მნიშვნელოვანი დატვირთვის მიმართ და საოცარი ცვეთისადმი რეზისტენტულობა გააჩნია. შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ მაღალი დატვირთვის მქონე გზებზე.

5. Dolle Toronto

იმისათვის, რომ სპირალური კიბის დაყენებას და გაუმჯობესებას ადამიანები არ გაეწვალებინა, გამოიგონეს სისტემა Dolle Toronto. იგი მზადდება გალვანური ფოლადისგან, რაც ნიშნავს, რომ დიდი გამძლეობით გამოირჩევა და ნებისმიერ წონას უძლებს. ამ სპირალური კიბის გამოყენება შეიძლება როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ. საკუთარი სტილი და დახვეწილობა გააჩნია, ამიტომაც ნებისმიერი ინტერიერისთვის ჰარმონიულად შერწყმადი ნაწილია. კიბე Dolle Toronto შესანიშნავად ერგება შეზღუდული სივრცის მქონე ოთახებსაც. აწყობის სისტემა მაქსიმალურად მარტივი და გასაგებია, შეგიძლიათ განახორციელოთ სპეციალური აღჭურვილობისა და უნარების გარეშე.

6. Manhole covers installation

ჩვეულებრივ ლუქი გზაზე ყველაზე სუსტი ადგილია. ამასთან, სისტემების მშენებლობისადმი თანამედროვე მიდგომას ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია. Manhole covers installation პრაქტიკული და მოსახერხებელი გადაწყვეტაა, მარტივი მონტაჟისა და ხანგრძლივი მუშაობითურთ. ის გზის ზემოთ პრაქტიკულად არ იწევა და თითქოს მას, როგორც ერთ მთლიანობას, ერწყმის. აქვს მოსახერხებელი გაღების სისტემა.