ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი იყიდება: 1.65 მ სიგანის სასახლე

კარგი სიახლე ექსტრაორდინალური უძრავი ქონების მოყვარულთათვის – ლონდონში იყიდება ყველაზე ვიწრო სახლი, რომლის სიგანე მხოლოდ 1,65 მ-ს შეადგენს! მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსცენტრიული სახლი ძალიან ვიწროა, მისი ფართობი საკმაოდ მისაღებია- 96 კვ.მ. ამგვარი სივრცე მიღწეულ იქნა შენობის სიმაღლისა და ერთდროულად 5 საცხოვრებელი დონის შექმნის წყალობით. მათ, ვისაც 1.3 მილიონი დოლარი აქვთ, შეუძლიათ გაბედულან ეწვიონ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს. კეთილმოწყობილი საცხოვრებელი იდეალური ადგილი იქნება კომფორტული ცხოვრებისთვის ქალაქის ისტორიულ ნაწილში, თუმცა მოგიწევთ კრიტიკულად ვიწრო სივრცეში ცხოვრებას შეეჩვიოთ.

ლონდონის რაიონ შეპერდს-ბუშში (Shepherd’s Bush) განლაგებული ყველამხრივ განსაკუთრებული  «The thinnest house»  გასაყიდადაა გამოტანილი. როგორც ჩანს, ასეთი უძრავი ქონება, განსაკუთრებით დედაქალაქებში, ძალიან ხშირად იცვლის მფლობელებს, თუმცა ეს საქმე ნამდვილად უნიკალურია, რადგანაც ლონდონში ყველაზე ვიწრო ხუთსართულიანი სახლი იყიდება, რომლის სიგანე 1.65 მ-ს ძლივს აღწევს, ხოლო ეს მხოლოდ ფასადური ნაწილის ზომებია. შიგნით ოთახების გამოკლებით ყველაფერი ერთნახევარი მეტრი სიგანისაა.

რომ არა ექსტერიერის ლურჯი ფერი, შეუძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, რომ ეს ცალკე ნაგებობაა. ამჟამინდელი მეპატრონე არის იურიდიული ფირმის იურისტი, 10 წლის წინ მან 750 ათასი დოლარად შეიძინა ეს უცნაური უძრავი ქონება და ამ დროის განმავლობაში საუკეთესო თანამედროვე ტრადიციებით აღჭურვა. ახლა “წვრილ“ სახლს (როგორც  ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს) აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა პატარა ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის. ერთადერთი, რასაც უნდა შეეჩვიოთ, ესაა არასტანდარტულ განლაგება და იმ ფაქტთან შეგუება, რომ ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჭირო აღჭურვილობა განლაგებულია კედლის გასწვრივ მათ შორის ვიწრო გასასვლელით – სხვანაირი ვარიანტის მოფიქრება უბრალოდ შეუძლებელია.

საინტერესო ფაქტი: სტრუქტურის არასტანდარტული ზომების მიუხედავად, უბრალოდ სახლებს შორის მოქცეული, იგი მრავალი წლის განმავლობაში შლაპების მაღაზის წარმოადგენდა, რასაც მოწმობს ქუდის ფორმის ვიტრინა და უფრო ჯენტლმენის ქვაბ-ქუდს (მყარი თექისგან დამზადებული ნახევარსფერული ქუდი, რომელიც პირველად 1850 წელს დაამზადა ლონდონურმა ფირმამ) მიმსგავსებული შესასვლელის ფარანი. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს მაღაზია იყიდა მაშინდელმა მოდის ფოტოგრაფმა იურგენ ტელერმა და საცხოვრებელ ბინად გადააკეთა. ამ საგანგებო ხუთსართულიან “სასახლეში” ცნობილ ადამიანთა შორის ცხოვრობდა მსახიობი ფილმიდან “სიამაყე და ცრურწმენა” – საიმონ ვუდი.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი კრიტიკულად ვიწროა, მისი ფართობი 96 კვ.მ საკმაოდ მისაღები ზომაა ასეთი ობიექტისთვის. შენობის შიგნით არის 5 სართული, რამაც შესაძლებელი გახადა ყველა საჭირო საცხოვრებელი ადგილის მოწყობა. ქვედა დონეზე (სარდაფში) არის შესასვლელი დარბაზი სპირალური კიბით, რომელთაც ზედა სართულებსა და კომფორტულ ოთახებში აჰყავხართ.

იქიდან ყველა მისაღებსა და სამზარეულოში ხვდება, რომლებიც შეუფერხებლად ერწყმის სასადილო ოთახს, მას კი მწვანეში ჩაფლული გარშემორტყმული ეზოს ესაზღვრება. რამდენადაც ქვედა სართულების სიგრძე 8 მეტრს აღწევს, სივიწროვის არანაირი შეგრძნება არ ჩნდება, რასაც ხელს უწყობს შესასვლელთან არსებული დიდი ვიტრინა, გამჭვირვალე კედელი, მბრუნავი კარები გასასვლელის წინ და სასადილო ზონის ზემოთ არსებული მინის თარო.

დანარჩენ სამ სართულზე საძინებლებია განთავსებული, რომელთაგან ერთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამუშაო ოთახად. ძირითადი საძინებლის გვერდით ორიგინალური აბაზანაა, რომელთან ახლოსაც არის გარდერობი და სათავსო. მესამე სართულზე არის გასასვლელი ღია ტერასაზე, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ დასავლეთ ლონდონის ულამაზესი ხედით. ტერასაზე შექმნილია არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილი მაგიდითა და კომფორტული სავარძლებით, არამედ მინი-ბაღიც, რაც მფლობელებს საშუალებას მისცემს მოიწყონ რომანტიკული ვახშამი “ბუნებაში”.

ახალ მფლობელს, რომელსაც მინიმუმ 1.3 მილიონი დოლარი ექნება, შეეძლება გაბედულად გადავიდეს მაში და შეეჩვიოს „ჰარმონიულ“ სიტუაციას, რადგანაც სახლი არ საჭიროებს შეკეთებას და გარემონტებას. ერთადერთი შეიძლება დიზაინი დაიწუნოს, თუმცა ფოტოებიდან გამომდინარე ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, რადგანაც წინამორბედებს შესანიშნავი გემოვნება და ლოგიკა გააჩნდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი მთლიანად გარემონტებულია, შენობის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად შენარჩუნებულია ულამაზესი ანტიკური პარკეტი.

თავისებურებებიდან, ასევ,ე შეიძლება აღინიშნოს დიდი ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე და ასეთივე სარკეები, რომლებიც ქმნიან ტევადობის ილუზიას, ორიგინალური ჩანართები ავეჯის რამდენიმე ნაწილის სახით, აქცენტური შპალერები თეთრი კედლების ფონზე და აბაზანის გაფორმება არ-დეკოს სტილში – ამ ყველაფერმა გაამრავალფეროვნა დიზაინი და ხაზი გაუსვა სტილის ელეგანტურობას.