წელიწადში ორჯერ გაწმენდილი ფანჯარა მუდმივად სუფთაა. აი, რატომ

მოღრუბლული ამინდის დროს ფანჯარას უყურებთ და თითქოს არაფერი სჭირს, მაგრამ მზიანი ამინდის დროს საშინელება ხდება. მინებზე ჭუჭყი, მტვერი, ქინქლების ლაქებია. ამ მიზეზით გადავწყვიტე ინტერნეტში შესვლა და ინფორმაციის მოძიება იმაზე, თუ რითი შეიძლება მინის საუკეთესოდ გარეცხვა.

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის შეაგროვა საუკეთესო რჩევები მინის გაწმენდასთან დაკავშირებით და მოიფიქრა ერთი საოცრად მშვენიერი და მოულოდნელი გამოსავალი სიტუაციიდან.

რითი უნდა გარეცხოთ მინა

მაღაზიის თაროებზე ფანჯრის საწმენდ უამრავ სხვადასხვა საშუალებას შეიძლება წააწყდეთ, მე კი მათი უმეტესობა ნაცადი მაქვს. სახლში ამ საქმისთვის გამოსადეგი სპეციალური მოწყობილობაც კი ვიპოვნე, რომელიც ძალიან ჰგავს პატარა შვაბრას.

წინათ თავიდან უბრალოდ ვიღებდი სახლში ნაპოვნ ნებისმიერ ტილოს. მტვერსა და ჭუჭყს წყლით ვრეცხავდი. შემდეგ კი სპეციალური საშუალება გამოვიყენე. მოკლედ ასე ხდება ყოველთვის, ხან ნაწიბურები ჩნდება, ხან თუ არასწორ ჩვარს გამოიყენებთ, მთელი შუშა პატარა ბუსუსებით იქნება დაფარული.

ერთხელაც სადღაც წავიკითხე, რომ კარგია მინის ძლიერი მდუღარე ჩაით გარეცხვა და სიმართლე რომ ვთქვათ, არანაირი ქიმიური სუნი და არანაირი ლაქები არ რჩება. არ ვიცი, თუ რას ამატებენ ისინი ამ ჩაის, თუმცა ყველაზე ცოტა 3-4 პაკეტი დაგჭირდებათ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა ჩაასხათ პულივიზატორში და თავი ქუდში გექნებათ. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ქაღალდის ხელსახოცებით გაწმენდვა ჯობია. ამ შემთხვევაში შედეგით უბრალოდ გაოცდებით.

თუმცა რატომღაც ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, ფანჯრებს ვრეცხავდი და დავინახე, თუ როგორ რეცხავდა მეზობელი თავის მანქანას. ტანში ჟრუანტელმა ისე დამიარა, რომ კინაღამ ფანჯრიდან გადმოვვარდი. გარაჟში ჩავირბინე და იქიდან მანქანის ტილო გამოვიტანე.

საქმე იმაშია, რომ ეს არის სპეციალური ნიღაბი მანქანის კუზავოსა და შუშის გასარეცხად. შეხებისას რეზინას მოგაგონებთ, ხოლო დამზადებულია სპეციალური სინთეტიკური ზამშისგან. იგი ჩვეულებრივ იყიდება სპეციალური ფუტლარით და ყვითელი შეფერილობისაა.

ასე რომ, ჭუჭყის მოშორების შემდეგ ტილო ფანჯარას საოცრად პრიალას ხდის. კვალს არ ტოვებს, თუმცა ყველაფერს მშრალად წმინდავს. აქამდე აზრად როგორ არ მომივიდა ასეთი მარტივი მეთოდი? ყოველივე ამის შემდეგ საკუთარ მანქანას ყოველ კვირას, ხოლო მამაჩემისასაც ხანდახან ვრეცხავ.

თუმცა ახლა მთელს სადარბაზოში ყველაზე სუფთა ფანჯრები მაქვს.  ფარდების ჩამოკიდებაღა დამრჩენია. ასე რომ, ქალბატონებო, ნუ გერიდებათ ქმრების ავტოფარეხში ჩაგზავნა. ასე თუ ისე, თითქმის ყველა თავმოყვარე ავტომოყვარულს აქვს ასეთი სასწაულმოქმედი ტილო.

რედაქციისგან

ინტერნეტში რისი პოვნა აღარ შეიძლება! მარტივი გამოსავალი თურმე რამდენად ახლოს იყო. თუკი გიცდიათ, კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული ხრიკები და შთაბეჭდილებები. ერთად ამ სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლით.