6 შეცდომა, რომლის გამოც დანები მალე გიფუჭდებათ

ერთი შეხედვით დანის მოხმარება საკმაოდ მარტივია, თუმცა რეალურად გამოცდილი მზარეულობიც უშვებენ ხოლმე შეცდომებს და დანას აფუჭებენ, რის გამოც მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება ან საერთოდაც ახალი დანის ყიდვა უწევთ. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ მოვუაროთ დანას, მოგიყვებით გამოცდილი შეფ-მზარეულების მიერ შემუშავებულ მეთოდებზე.

1. ბასრი დანის შენახვა

დანის გამოყენებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა დაბლაგვებული ინსტრუმენტის მოხმარებაა. თუ დანა ცუდად ჭრის, ეს დაჭრისას განაპირობებს ზეწოლის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ზრდის იმის საშიშროებას, რომ დანა ხელიდან დაგვიცურდება და რაიმე არასასიამოვნო და ვგონებ სახიფათო მოხდება. ბევრად უფრო უსაფრთხოა კარგად გალესილი დანის გამოყენება, ის ხომ ზუსტ და მსუბუქ ჭრილებს აკეთებს. როდესაც დანა დაბლავდება, ის შეიძლება ითქვას გლეჯს პროდუტს, ვიდრე ჭრის მას, ამიტომაც საჭიროა მის გალესვაზე დაფიქრდეთ.

სასარგებლო რჩევა: არსებობს უსაფრთხო მეთოდი დანის სიბლაგვის განსაზღვრისთვის. თუ დანა აკურატულად გაჭრის ქაღალდს, მაშინ ის საკმარისად ბასრია. გაფუჭებული დანა ფურცელს გახევს, დაბლაგვებული ვერც კი დაკაწრავს.

2. შუშის დაფების გამოყენება

შუშის საჭრელი დაფა ლამაზად და მოდურად გამოიყურება, მისი გაწმენდა და გარეცხვა საკმაოდ მარტივია, რაც, რაღა თქმა უნდა, დიდი პლიუსია. უნდა ითქვას ისიც, რომ შუშის დაფის დანასთან ერთად გამოყენება არც ისე კარგია, რადგანაც ის გასაოცარი სისწრაფით აბლაგვებს დანას, რითაც სახიფათო სიტუაციების რისკსაც ზრდის. დასკვნით სახით, უნდა ითქვას, რომ შუშის დაფების გამოყენება სამზარეულოს დეკორისთვისაა უმჯობესი, ხოლო პროდუქტის დასაჭრელად ხისა და პლასტმასის დაფებია რეკომენდირებული.

3. ხელების არასწორი განლაგება

არსებობს არაერთი ვარიანტი იმისა თუ როგორ უნდა დაიჭიროთ დანა, მათი უმეტესობა ჩვეულებრივ შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც თქვენს ხელებს საფრთხეს შეუქმნის. არ შეიძლება დანის მჭრელი პირის გამოშვერილი თითით დაჭერა, რადგანაც ეს დანის მდგომარეობას არასტაბილურს ხდის და დიდია ალბათობა ხელის გაჭრისა. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სასწორზე დაჭრა საკმაოდ ცუდი იდეაა. პროდუქტის დაჭრისას საჭიროა დანა ფიქსირებული იყოს არა მხოლოდ ხელისგულით, არამედ მინიმუმ დიდი თითით, თუმცა სასურველია საერთოდ ყველა თითის გამოყენება. ამასთანავე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მეორე ხელის თითები, რომლითაც პროდუქტი გვიჭირავს, საჭიროა მოხრილი იყოს და არა გაშლილი. დანის ჭერის უსაფრთხო და მოხერხებული მეთოდის მოძიება მალევეა სასურველი, რადგანაც ის დროთა განმავლობაში ჩვევაში გადადის და მოგეხსენებათ ჩვევის შეცვლა არც ისე მარტივია.

4. შესაფერისი დანა – კონკრეტული საქმისთვის

არასწორი დანის შერჩევა საგრძნობლად გაუარესებს და გაახანგრძლივებს პროდუქტის დაჭრის პროცესს. სახლის პირობებში კომფორტული მზარეულობისთვის საჭიროა სულ ოთხი სახეობის დანა, ისინი თითქმის ყველა ამოცანას წარმატებით შეასრულებენ. პირველ რიგში საჭიროა უნივერსალური დანა 20-დან 25სმ-მდე სიგრძის მჭრელი ნაწილით. ის იდეალურად უმკლავდება ბოსტნეულის, მწვანილისა და ხორცის დაჭრას. თუმცა ის არც ისე მოსახერხებელია უფრო დელიკატური ამოცანების შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა ნივრის დაჭრა ან კიდევ მცირე ზომის ხილიდან კურკის ამოცლა. ამისთვის გამოგადგებათ ბოსტნეულის საწმენდი დანა.

კბილანებიანი დანა გამოგადგებათ არა მხოლოდ პურის დასაჭრელად, არამედ ყველა იმ პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც კი არ უნდა დაიჭრას, არამედ გაიხერხოს, მაგალითად პომიდორი და ბულგარული. კბილანებიანი დანა დაგეხმარებათ სრიალა ზედაპირის სტაბილიზირებაში, ხოლო კბილანები კი აკურატულად დაჭრიან პროდუქტს. ნაკრების ბოლო აუცილებელი ელემენტია ძვლის დანა, რომელიც გამოიყენება ხორცის, თევზისა და ფრინველის მომზადებისას, ის განკუთვნილია ძვლებისა და ხრტილების დასაჭრელად.

5. დანისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის თავსებადობა

ბევრს აქვს ცდუნება რომ დანა სხვა ჭურჭელთან ერთად მოვათავსოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, მარა არსებობს არაერთი მყარი არგუმენტი თუ რატომ არ ღირს მსგავსად მოქცევა. თუ დანებს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოვათავსებთ, რომელ განყოფილებაშიც არ უნდა ჩადოთ, ისინი აუცილებლად დაიწყებენ მოძრაობას და ხმაურს, რაც ჯერ ერთი გამოიწვევს დანის დაბლაგვებას, მეორეს მხრივ კი სხვა ჭურჭლის დაზიანებას. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჭურჭელს ცხელი წყლით რეცხავს, რაც შეიძლება ასევე გახდეს დანის დაზიანების მიზეზი, გალღვეს მისი ტარი, რის შედეგადაც ის მჭრელ ნაწილს კარგად ვეღარ ჩაიჭერს. თუ დანა ძალიან ბასრია, მან შეიძლება ჭურჭლის სარეცხი მანქანის პლასტმასის ნაწილიც კი დააზიანოს, რაც შემდგომში ჟანგისა და სხვა პრობლემების გამომწვევი გახდება.

6. არასწორი შენახვა

ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ დანის უჯრაში შენახვა მეტად მოსახერხებელია, რადგანაც ეს უსაფრთხოების განცდას გვიქმნის. თუმცა რეალურად აუცილებელია დანები სპეციალურ ჩასადებში მოვათავსოთ და ისე ჩავდოთ უჯრაში, რადგან ამოღებისას ხელები უსაფრთხოდ გვქონდეს და თან ამასთანავე დავიცვათ ისინი ერთმანეთზე ხახუნის გამო დაბლაგვებისაგან. დანის ამოღებისას მისი ბლაგვი მხარე ისე მიაყრდენით ჭრილს, რომ დანის ბასრი ნაწილი ტყუილუბრალოდ არ იქნას გამოყენებული. ექსპერტების აზრით, დანის შენახვის საუკეთესო მეთოდია მაგნიტის ზოლის გამოყენება, რომელიც კედელზე იქნება მიმაგრებული. აღნიშნული მეთოდი დაიცავს დანას დაბლაგვებისაგან, ასევე უზრუნველყოფს სამზარეულოს საქმეების უკეთ ორგანიზებასა და გაამარტივებს საჭირო ინსტუმენტის მოძიებას.

მოგეწონათ სტატია? მაშინ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც.