ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რემონტი მტვრიანი, დამღლელი და დიდ ხარჯებთან დაკავშირებული საქმეა. საცხოვრებლის გადაკეთებისას თავს არაერთი დილემა იჩენს ხოლმე. მაგალითად, ღირს თუ არა გასაჭიმი ჭერის გაკეთება თუ ჯობს ძველის დატოვება? საკმაოდ ბევრს იზიდავს ეს მოდური ტენდეცია.

თუმცა ცოტამ თუ იცის იმ მინუსების შესახებ, რომელიც გასაჭიმი ჭერის ყველა ღირსებას გადაწონის. დღეს სწორედ ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ. ინტერნეტში ერთი ქალბატონის ისტორიას წავაწყდით, რომელმაც საბავშვო ოთახში გასაჭიმი ჭერი მოხსნა და ამ ფაქტით მეტად გახარებულია. დღეს მის გამოცდილებას გაგიზიარებთ.

გასაჭიმი ჭერის მინუსები

ავტორი მოყვა თუ რატომ დაფიქრდა ძველი ჭერის შეცვლაზე. ესაა დადებითი მხარეები, რომლებიც მან ქმართან ერთად გამოყო:

  • მწარმოებლები რამდენიმეწლიან გარანტიას იძლევიან;
  • მასალა გამძლეა, ამიტომაც ოც წელიწადზე მეტხანსაც გაძლებს;
  • გასაჭიმი ჭერი მეტად ესთეტიკურად გამოიყურება;
  • შეუძლია დატბორვის შემთხვევაში წყლის ნაწილი დაიჭიროს და, პლუს ამას, ფორმას მალევე აღიდგენს;
  • მოვლა არანაირ სირთულეს არ უკავშირდება: მხოლოდ ჩვარი დაგჭირდებათ;
  • მასალის სუნი 1-2დღეში განიავდება.

თუმცა, გასაჭიმი ჭერის დაყენებიდან ერთ კვირაში ავტორმა თავისი არჩევანი ინანა. და აი ის ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მინუსები, რომელიც მან შეამჩნია:

  • რეზინის მძაფრი სუნი ოთახში კვირაზე მეტხანს იდგა;
  • ჰაერი ძალიან გამოშრა;
  • ჰაერის დაბინძურების გამო მტვერი რეზინს ძალიან ეკვროდა;
  • მოვლა: ჩვარით ჭერის ბოლომდე გაწმენდა არარეალურია.

გამომშრალი ჰაერის გამო, რაც გასაჭიმი ჭერის დაყენებას მოჰყვა, ბავშვების ჯანმრთელობა გაუარესდა. განსაკუთრებით დილაობით ძლიერი თავის ტკივილები აწუხებდათ და ასევე ძილის ხარისხმაც დაიწია. ჰაერის გამწნედმაც ვერაფერი უშველა. საბოლოოდ მან ქმართან ერთად ჭერის სწრაფი დემონტაჟის შესახებ გაიხსენეს და ათ წუთში ის სრულად მოაშორეს.

იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული სტატია თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით. მართალია ესთეტიკური მხარე მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვაა საჭირო.

5 კომენტარი

    • მე გავაკეთე სამზარეულოში და ძალიან ვნანობ, არავის ვურჩევ, გაზის ზემოთ ისე გაყვითლება არაფერი არ შველის, თან გაწმენდა არც ისე მარტივია, მაგას ჯობია გიფსო კარდონი, რომ გაყვითლება გადაღებაც მაინც

  1. მე მაქვს მისაღებში და სამზარეულოში,მაგრამ მსგავსი პრობლემები არ შემქმნია

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი