ოთახის მცენარეებისადმი ყოველთვის გულგრილი ვიყავი. მაგრამ, როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან, ნებისმიერ დიასახლისს უნდება, რომ ბინა უფრო კომფორტული გახადოს. ახლა ჩემს სამზარეულოს ამშვენებს კურკით გაზრდილი ორი მშვენიერი ჯუჯა-ავოკადო. და მე ვინტერესდები მათი მოვლის საუკეთესო გზით.

დაქალმა მირჩია დამეწყო ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებით. როგორც აღმოჩნდა, ეს არის ჩვეულებრივი წყალბადის ზეჟანგი, რომელიც სავარაუდოდ თქვენს სახლში მოიძიება. და თუ ზუსტად როგორ გამოიყენოთ, შემდგომ გეტყვით.

სახლის მწვანე მცენარეები

წყალბადის ზეჟანგის ხსნარი ზედგამოჭრილია სხვადასხვა მიზნებისთვის. პირველ რიგში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ფოთლებისა და ნიადაგის დეზინფექციისათვის. მეორეს მხრივ, სამკურნალო საშუალება მცენარის თესლის სამკურნალოდ გამოსადეგია. გარდა ამისა, წყალბადის ზეჟანგი ხშირად გამოიყენება ლპობის თავიდან ასაცილებლად.

ითვლება, რომ სახლის მცენარეების ამგვარი მკურნალობა ხშირ ყვავილობას გამოიწვევს და დაავადების გაჩენის ალბათობას შეამცირებს. თუ წყალბადის ზეჟანგის გამოყენებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ დასაშვებია მხოლოდ 3% -იანი ხსნარი.

როგორ უნდა გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი

სამკურნალო საშუალების გამოყენება სხვადასხვა გზით შეიძლება. მაგალითად, გამოიყენეთ სახლის მცენარეების მოსარწყავად. ამისათვის ყველაზე გამოსადეგია წვიმის წყალი, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ მის მოპოვებას, გამოიყენეთ ჩვეულებრივი არაქლორირებული წყალი. გახსენით 2 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი 1 ლიტრ წყალში და კარგად აურიეთ. შემდეგ მორწყეთ თქვენი მწვანე მეგობარი ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდით.

თუ გსურთ ნიადაგის დამუშავება, მაშინ გახსენით 3 მლ პეროქსიდი 1 ლიტრ წყალში. გარდა ამისა, სამკურნალო საშუალების გამოყენება მცენარეებზე შესასხურებლადაც შეიძლება. ამ შემთხვევაში, ხსნარის პროპორციები იგივე რჩება, მაგრამ მას უნდა დაამატოთ ცოტაოდენი შაქარი. შეასხურეთ ხსნარი მცენარის გარე ნაწილებს. ღეროებიც არ გამოტოვოთ. შედეგად, თქვენი მწვანე მეგობრები ბევრად გალამაზდებიან.

გარდა ამისა, სახლის მცენარეები დაცული უნდა იყოს მავნებლებისგან. მაგალითად, ქინქლებისგან, ობობისმაგვარი ტკიპებისგან, ცხვირგრძელებისაგან და ასე შემდეგ. ამისათვის მზა ხსნარს დაამატეთ არა შაქარი, არამედ იოდის 40 წვეთი. ჩვენს მიერ აღწერილი ხსნარის გამოყენება რეკომენდებულია არაუმეტეს 1-ჯერ 4-5 დღის განმავლობაში.

სამკურნალო საშუალების დოზირება

ფრთხილად იყავით წყალბადის ზეჟანგის დოზის შერჩევისას. უნდა გესმოდეთ, თუ რა მიზნით გამოიყენებთ მას. მაგალითად, ყოველდღიური მორწყვისთვის საკმარისია მხოლოდ რამდენიმე წვეთი 1 ლიტრ წყალზე. თუ გსურთ თესლის დეზინფექცია დარგვამდე, არ გჭირდებათ სამკურნალო პროდუქტის განზავება, მაგრამ ეს პუნქტი უფრო აქტუალურია ბაღში ბოსტნეულის დარგვისათვის. იმავე შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ნიადაგი. ამისათვის საჭიროა 1 ბოთლი წყალბადის ზეჟანგი და 5 ლიტრი წყალი.

სახლის მცენარეების სასუქი

წყალბადის ზეჟანგი არის უნივერსალური საშუალება სახლის მცენარეებისათვის. ფაქტია, რომ ის შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ზრდისა და ყვავილობისთვის, ამიტომ, წყალბადის ზეჟანგის გამოყენების შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებითი სასუქის გამოყენება. ფრთხილად იყავით, რადგან ძალიან ბევრმა სასუქმა შეიძლება პირიქით დააზიანოს მცენარე.

შესანიშნავია, რომ ასეთ მარტივ სამკურნალო საშუალებას შეუძლია გააუმჯობესოს სახლის მცენარეების მდგომარეობა და გარეგნული მხარე, ხოლო ეს ყველაფერი სპეციალური ქიმიური სასუქებისა და ნაკელის ზედმეტი ხარჯვის გარეშე. უფრო მეტიც, გამოცდილი მებაღეები ირწმუნებიან, რომ წყალბადის ზეჟანგის შედეგები ძალიან მალე შეიმჩნევა.

მაინტერესებს, ოდესმე თუ გამოგიყენებიათ წყალბადის ზეჟანგი ამ მიზნით? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი