გასულ კვირას ჩვენი სახლის სხვენში ვიყავით და ჩემმა ქმარმა ხალიჩა იპოვა. მითხრა, რომ ძალიან მოსწონდა და უნდოდა, სახლში ჩაგვეტანა. ხალიჩა მტვრიანი და ლაქებიანი იყო. ახლა ვსხედვართ და ვფიქრობთ, რა მოვუხერხოთ, როგორ გავწმინდოთ იგი ჩამჯდარი ჭუჭყისაგან. ფიქრობს, აგარაკზე წაიღოს და იქაურ ინტერიერს მოარგოს.

ხერხი ბევრია, თუმცა შედეგი ყოველთვის ვერ ამართლებს მოლოდინს. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ მარტივ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად გაწმინდოთ ძველი ხალიჩა.

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა

სხვენზე ნამყოფი ხალიჩის სახლში წაღება რეკომენდირებული არაა, მისი ადგილი დაჩაზეა, თუმცა თუ მაინც დააპირებთ რომ ის საცხოვრებელ სივრცეში დააგოთ, მაშინ რეცეპტი მხოლოდ ერთია – ქიმწმენდა. დახარჯე ფული, მიენდე სპეციალისტებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. ქიმწმენდებაში ნოხს ნამდვილად კარგად გარეცხავენ.

ახლა კი იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც ხალიჩის სახლის პირობებში გასაწმენდად გამოგადგებათ. დასაწყისიდანვე გაფრთხილებთ, რომ გარეცხვა მოგიწევთ, რისთვისაც უნდა მოიძიოთ ადგილი, სადაც ხალიჩა თავისი ზომიდან გამომდინარე დაეტევა. კარგია თუ ეზო გაქვთ, სხვა შემთხვევაში მოგიწევთ თავისუფალი ბეტონის ან ასფალტის მოძიება. ადგილის საკითხი მოგვარებულია, ახლა უნდა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე, პირველ რიგში საჭიროა ხალიჩა კარგად დაბერტყოთ და შემდეგ უკვე გარეცხოთ.

როგორ ვაწმინდოთ ხალიჩა ჭუჭყისაგან

1. საპონი

პირველი ხალხური მეთოდი საყოფაცხოვრებო საპონია. გახეხეთ საპონი სახეხზე და შეურიეთ სათლში თბილ წყალს. მიღებული ხსნარი წაუსვით ხალიჩის მთელ პერიმეტრს ღრუბლის დახმარებით ისე, რომ ხალიჩა მისით კარგად გაიჟღინთოს, მერე კი დაიწყეთ ხეხვა. ბოლოს კი მორეცხეთ ხსნარი და იქამდე განაგრძეთ აღნიშნული პროცედურა, სანამ ქაფი ბოლომდე არ გაუჩინარდება.

2. სოდა

როგორც წესი, ნოხს სოდით მშრალად წმენდენ, მაგრამ ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ხალიჩის ოდნავ განახლებას. ჩვენს შემთხვევაში კი მხოლოდ სველი მეთოდი გამოდგება. პირველ რიგში გახსენით 1ჭიქა სოდა წყლით სავსე სათლში და მისი საშუალებით გარეცხეთ ხალიჩა. ჩამჯდარი ლაქების გაწმენდას ცოტა მეტი მონდომება დასჭირდება: წაუსვით სოდა პირდაპირ ლაქას და გამოიყენეთ ჯაგრისი. გახსოვდეთ, რომ სველ ნოხზე ლაქები ნაკლებ შესამჩნევია. მიეცით ხსნარს დრო რომ ნოხმა ის კარგად შეიწოვოს, შემდეგ კი დიდი რაოდენობის წყლით მორეცხეთ.

3. ძმარი და სარეცხი ფხვნილი

ეს მეთოდი დაგეხმარებათ ეფექტურად გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სუნს, რომელიც სხვენის შემდეგ შეიძლება ნოხზე შემორჩენილიყო. ერთ წყლით სავსე სათლზე ვიღებთ 3ს.კ. სოდას, სარეცხს ფხვნილსა და 1ს.კ. ძმარს (70-80%). განახორციელეთ წინა პუნტქში აღწერილი პროცედურა, ოღონდ ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელთათმანები. წმენდის დასასრულს მორეცხეთ ხალიჩა მარილისა და სოდის წყალხსნარით, გამოიყენეთ ხსნარის დიდი რაოდენობა, რათა კარგად გამოირეცხოს მანამდე გამოყენებული ესენცია.

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ლაქებისაგან

სავსებით მოსალოდნელი ამბავია ის, რომ მსგავსი აგრესიული წმენდის შემდეგაც კი ნოხზე ლაქები დარჩეს. უნდა დაგამწუხროთ: დიდი ალბათობით მათ ვეღარ გაუმკლავდებით. თუმცა თუ თქვენ აღსავსე ხართ იმედითა და ენთუზიაზმით, მაშინ მოამზადეთ კიდევ უფრო მაღალი კონცენტრაციებით ზემოთ აღწერილი ხსნარი და ყველაზე დაბინძურებული ადგილები კიდევ ერთხელ კარგად გახეხეთ. გისურვეთ ყველაფერი გამოვიდეს და ხალიჩა ბოლომდე გასუფთავდეს.

არ მოგერიდოთ ლაქების ამომყვანისა და ისეთი სასარგებლო ნივთიერების, როგორიცაა ნიშადურის სპირტი, გამოყენება. გახსოვდეთ მათთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო. კიდევ ერთი მშვენიერი საშუალება, რომელიც არა მხოლოდ ლაქებისგან გაწმენდს ნოხს, არამედ დეზინფექციასაც ჩაუტარებს, საყოფაცხოვრებო ქლორია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა საშუალება ერთდროულად არ გამოიყენოთ, თორე ნოხში ნასვრეტებს გააჩენთ.

რედაქციისაგან

ახლა კი დროა ხალიჩა გავაშროთ, ამისათვის საჭიროა ის დაიწრიტოს. დიდი ალბათობით ჩვეულებრივი თოკი ვერ გაუძლებს, უმჯობესია გამოიყენოთ სპორტული საკიდარი, აარჩიეთ დრო, როცა მოედანზე არავინ იქნება და თქვენს შემდეგ დატოვებული ჭუჭყიც აუცილებლად მოწმინდეთ. თუ საკიდარს ვერ მოიძიებთ, შეგიძლიათ ნოხს ჯოხები ამოუდოთ(მაგალითად სათხილამურო), რათა დახრილობა წარმოიშვას. მყარი ღობეც კარგი ვარიანტია. ნუ, რა თქმა უნდა, მეზობლის ღობეზე ხალიჩის უნებართვოდ გადაკიდება არ იქნება სწორი საქციელი.

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ჭუჭყისაგან – ვფიქრობ, ეს დილემა გადაუჭრელი აღარაა. კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ, თქვენ რა მეთოდს იყენებთ ხალიჩის გასაწმენდად. გისურვებთ კარგ განწყობას!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი