რა ხრიკს აღარ მიმართავენ დიასახლისები, რათა საყვარელ პირსახოცებსა და ცხელის ასაღებ ნაჭრებს ძველი ჩამჯდარი ლაქები მოაცილონ, ისინი ყიდულობენ ძვირადღირებულ ლაქების ამომყვანს ან საერთოდაც ქვაბში ხარშვის მეთოდს ამჯობინებენ. თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც ტექსტილს 3წუთში ახალივით გახდის.

ხშირად ვერც ხელით და ვერც სარეცხი მანქანით რეცხვისას, თუნდაც ცხელ წყალში, ვერ ხერხდება პირსახოცებიდან რთულად ამოსაყვანი გამჯდარი ლაქების მოშორება, მაგალითად ისეთების, როგორიცაა ყავა, ალუბალი, კეტჩუპი, პომიდორი. ელექტროენერგია თუ ხელით შრომა, ამ დროს ტყუილად იხარჯება. პლიუს ამას ფერადი პირსახოცების ქარხნულ გამათეთრებელში გარეცხვა არ შეიძლება. თუმცა გამოსავალი არსებობს.

იმისათვის, რომ პირსახოცს რთულად მოსაშორებელი ლაქა მოაცილოთ, დაგჭირდებათ მიკროტალღური ღუმელი, პლასტმასის ცელოფანი და საპონი – უმჯობესია საყოფაცხოვრებო. დაასველეთ დაბინძურებული პირსახოცი და კარგად გაქაფეთ. კარგი იქნება თუ საყოფაცხოვრებო 72%-იან საპონს გამოიყენებთ. ასევე შეგიძლიათ თხევადი საპონიც გამოიყენოთ, რომელიც პანდემიის ფონზე მეტად პოპულარული გახდა. თუ ხელთ არცერთი მათგანი არ გაქვთ, ჩვეულებრივი საპონიც გამოდგება. გასაპვნის შემდეგ პირსახოცი ოდნავ უნდა გაწუროთ, მოათავსეთ ცელოფნის პარკში და ჩადეთ მიკროტალღურ ღუმელში.

მნიშვნელოვანია! მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება გაკვანძული ან დალუქული ცელოფნის მოთავსება, საჭიროა დატოვოთ ნასვრეტები, რათა მასში ჰაერს შესვლა შეეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება აფეთქდეს.

ღუმელის სიმძლავრე 500ვატზე დააყენეთ და დატოვეთ 3-4წუთი. შემდეგ დაელოდეთ პირსახოცის გაგრილებას და ცელოფნიდან გამოიღეთ, გადადეთ ნიჟარაში და ჩართეთ ცივი წყალი.

ბოლო შტრიხი – პირსახოცი ცხელ წყალში ამოავლეთ. შედეგი როგორ მოგწონთ? აღარანაირი ლაქები!

მოგეწონათ სტატია? მაშინ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრესაც.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი