სამზარეულოს 5 ნივთი, რომლებსაც ხშირი დეზინფექცია სჭირდება

ამ სტატიაში გვინდა ჩვენს მკითხველებს მოვუყვეთ, თუ სამზარეულოს რომელი ნივთების რეგულარული დეზინფექციაა საჭირო. ჩვენ მათ რეგულარულად ვიყენებთ, თუმცა, როგორც წესი, გვავიწყდება მათი რეცხვა და გაწმენდა. ამასთან, ბაქტერიების დიდი ოდენობის გამო არა მხოლოდ საკვები შეიძლება დაზიანდეს, არამედ ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობაც. ასე რომ, დღევანდელი თემა ძალზედ მნიშვნელოვანია.

სამზარეულოს ნივთები

1. სახეხი

სახეხი ერთ-ერთია სამზარეულოს იმ ნივთებიდან, რომელთა გაწმენდაც ძალიან რთულია. მაგალითად, ყველის ან სტაფილოს ნაჭრები შესაძლოა პატარა ნახვრეტებში ჩაჯდეს და ბაქტერიების გასამრავლებლად შესანიშნავ ნიადაგად იქცეს. სახეხი არამხოლოდ ხშირად უნდა გაირეცხოს, არამედ ჯაგრისითუ უნდა გაიხეხოს.

2. ცოცხი და აქანდაზი

flickr

ესენი, ალბათ, ყველაზე ბინძური ნივთებია, რისი შენახვაც სამზარეულოში შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მათ რეგულარულად იყენებენ, ისინი თითქმის არ იწმინდება. ცოცხის და აქანდაზის დეზინფექციისთვის რეკომენდებულია ქლორიანი საშუალებების გამოყენება. ამასთან, ფრთხილად უნდა იყოთ, რადგანაც მაღალ ტემპერატურაზე ცოცხის ტოტები შეიძლება დაზიანდეს.

3. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

flickr

მაშინაც კი, თუ ღრუბელი მუდმივ კონტაქტშია სარეცხ საშუალებებთან და ცხელ წყალთან, დროთა განმავლობაში ის მაინც ხდება მიკრობების წყარო, ამიტომაც დეზინფექციის მიზნით ჭურჭლის სარეცხი მანქანაში ჭურჭელთან ერთად უნდა ჩადოთ ან რამდენიმე წუთის განმავლობაში ამყოფოთ მიკროტალღურ ღუმელში.

4. ნივრის საჭყლეტი

pixabay

ნივრის საჭყლეტი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად. ამასთან, მცირე ხვრელებში გამუდმებით რჩება საჭმლის ნარჩენები, ამიტომაც საჭიროა ამ ნივთის დეზინფექციაც მოახდინოთ. შეგიძლიათ ხელით გაწმინდოთ, ან გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მთავარია, რომ სარეცხი საშუალება და წყალი ყველა პატარა ნახვრეტში მოხვდეს.

5. ხის ჭურჭელი

pxhere

მიკრობებსა და ბაქტერიებს ხის ნაკეთობებში შეღწევა უმარტივდებათ ფოროვანი სტრუქტურის გავლით, ამიტომაც ხის ყველა ჭურჭელი, კოვზიდან მოძრავი ჩხირის ჩათვლით, რეგულარულად და ზედმიწევნით უნდა იქნეს გარეცხილი. შესაძლებელია ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. მაგალითად, ძმრის, სოდის, ლიმონის და მარილის.

ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ დღეს შთაგაგონეთ სამზარეულოში ზოგადი დალაგების მოწყობა. გისურვებთ ყველას ოჯახში წესრიგსა და მტკიცე ჯანმრთელობას!