სამოთხიდან მიტოვებულ შენობამდე: რატომ მიივიწყეს ჩინეთის ვერტიკალური ბაღი

მწვანე საფარის გარემოცვაში არსებულ უზარმაზარ მეგაპოლისში ცხოვრება თანამედროვე ადამიანის ოცნებაა, თუმცა ასეთ ბედნიერებას ზოგჯერ ახალი მოსახლეების დამატება ჩრდილავს, რაც ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსის სრულ განადგურებას იწვევს, როგორც ჩინეთში მოხდა. დაპირებული სამოთხის ნაცვლად, 8 ცათამბჯენი რამდენიმე თვეში გადაიქცა ნამდვილ ჯუნგლად, რომელშიც თავისუფლად შეიძლება პოსტაპოკალიფტური ფილმების გადაღება. მაშინ საინტერესოა, ბინების მეპატრონეებს რა სახის იდუმალებით აღსავსე მეზობლები მეზობლები გამოუჩნდათ, რომლებმაც წარმოუდგენლად დიდი თანხები გადაიხადეს საცხოვრებლებში, თუმცა ვერ გადავიდნენ მათში?

ქალაქის მაცხოვრებელთათვის, რომლებიც ჯერ კიდევ ტყეში ცხოვრებაზე ოცნებობდნენ, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ჩენდუში შეკვეთილი საცხოვრებელი ფართი Qiyi City Forest Garden შესაძლოა მათი სურვილების ასრულების საშუალება გამხდარიყო, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი რედაქციის თანახმად, 8 ცათამბჯენი, რომელშიც ყველა ბინა უკვე გაყიდული იყო (2018 წლიდან დაწყებული და 2020 წლის აპრილით დამთავრებული), ამდაგვარად ცარიელი დარჩა. უზარმაზარი კომპლექსის ტერიტორიაზე ცხოვრობს მხოლოდ 10 ოჯახი, რომლებიც გმირულად იტანენ კოღოების, ქინქლების და ყველა სხვა ცოცხალი არსების მასობრივ შეჭრას, რაც მთლიანი მწვანე საფარისისთვის საკმაო საფრთხის მომტანია.

თუმცა ორიოდე წლის წინ მედია გადავსებული იყო დაბინძურებული მეგაპოლისის შიგნით არსებული ზღაპრული ცხოვრების ლამაზი სათაურებითა და საოცარი აღწერილობით. ზუსტად მაშინ სინდუს რაიონში არსებულ ახალ საცხოვრებელ კომპლექსს კვლავ ალამაზებდნენ ხეებით, ბუჩქებითა და ყვავილებით, რისი საშუალებითაც თითოეული ბინის აივანი ვერტიკალურ ბაღად იყო ქცეული. აღსანიშნავია მშვენიერი სიტყვები, რომელიც საზეიმოდ წარმოთქვეს ქალაქის დამფუძნებლებმა და ხელისუფლებამ:  ”მშენებლობის დასრულების შემდეგ, თითოეული ბინა იქცევა კერძო ბაღისათვის განკუთვნილ სახლად, სადაც მცხოვრებლებს შეეძლებათ ისიამოვნონ ქარიან დღეებში ხეების შრიალით და მზიან ამინდებში ფოთლებში გამავალი სითბოთი”.

ბუნებრივია, ამგვარი დიზაინის მოტივაცია გადატვირთული ქალაქის მაცხოვრებლებიდან თითოეულისთვის, გამონაკლისის გარეშე, ნათელი და მისაღებია, რადგანაც ამ გზით შესაძლებელია დასახლებული პუნქტების გამწვანება ფასდაუდებელი მიწის დაკავების გარეშე. გარდა ამისა, ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, რომელიც ცხელ სეზონზე უმოწყალოდ იკარგება, რადგანაც ფანჯრები იჩრდილება ცოცხალი მცენარეებით და ადამიანებს გამამხნევებელი სიგრილით უზრუნველყოფს. იმ რეგიონებში, სადაც დატბორვის საშიშროებაა, მწვანე საფარი ღრუბელივით იწოვს წყალს, რაც ხელს უშლის შენობების განადგურებას, თუმცა ამით არ მთავრდება ვერტიკალური ტყეების შექმნის ტექნოლოგიის ყველა უპირატესობა.

როგორც მოგეხსენებათ, ხეები პლანეტის ფილტვებია, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობით ნახშირორჟანგს ითვისებენ და ჟანგბადს გამოყოფენ. მცენარეთა ეს თვისება სრულიად შეიძლება იქნას გამოყენებული ქალაქებში მწვანე ზონების ორგანიზებისას. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ცოცხალი ოაზისების მცირე ფართობზე გაშენებამდე, არის ის, რომ აუცილებელია ჩატარდეს მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები არა მხოლოდ გეოლოგების, მშენებლებისა და ინჟინერ-დამპროექტებლების მიერ, არამედ ბოტანიკოსების მიერაც კი. მათ უნდა გაანალიზონ სიტუაცია და ორგანიზება გაუწიონ მცენარეთა სპეციალური სახეობების მოშენებას, სწორად გადაანაწილონ ისინი სხვადასხვა სიმაღლეზე და ამავე დროს აუცილებლად შეიმუშავონ ამგვარ ჯუნგლებზე მუდმივი ზრუნვის კონცეფცია.

ყველამ იცის, რომ მცენარეულობა ძალიან სწრაფად მოიცავს ტერიტორიას, თუკი ამას დაუშვებთ და პროცესში არ ჩაერევით. გარდა ამისა, ბოტანიკოსებმა უნდა იურთიერთონ ენტომოლოგიისა და ორნიტოლოგიის დარგის სპეციალისტებთან, რადგან ტოტებსა და ფოთლებს შორის მწერებისა და ფრინველების უზარმაზარი მრავალფეროვნება სახლსა და საკვებს ეძიება. ისინი პირველი მკვიდრები არიან და შეუძლიათ ადამიანის სიცოცხლე იმდენად დააზარალონ, რომ მან საკუთარი სახლი მიატოვოს და უკანმოუხედავად გაიქცეს ამგვარი ზღაპრული ადგილიდან. ასეთ ვითარებაში ფრინველებიც კი უძლურები არიან ტერიტორიის მფრინავი მწერების შემოჭრისგან დაცვის საკითხში.

პროექტირების თვალსაზრისითაც შეცდომებია, იმის გათვალისწინებით, რომ მცენარეები წყლით იჟღინთება და ლპობაც კი იწყება, საიდანაც ვასკვნით, რომ სადრენაჟე სისტემა ვერ უმკლავდება წყლის ამ რაოდენობას და ეს ისევ სისხლისმწოველი მწერების უმრავლესობის პოპულაციაზე დადებითად აისახება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ყველა ზემოხსენებულმა ნაკლოვანებამ და ხარვეზმა გადაფარა ფანტასტიკურად ლამაზი Qiyi City Forest Garden- ის საცხოვრებელი კომპლექსის შემქმნელების კარგი განზრახვები. მიუხედავად იმისა, რომ ამ 30 სართულიან კორპუსებში 826 ბინა სრულად გაიყიდა, თანაც ზღაპრულ ფასად, დღესდღეისობით ამ ცათამბჯენების აივნების დათვალიერებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ უყურებთ საშინელ დეკორაციებს პოსტაპოკალიფტური ფილმისა, რომლის სიუჟეტშიც კაცობრიობა გადაშენებულია. ამჟამად დაპირებული ეკოლოგიური კეთილდღეობისა და სამოთხის ნაცვლად ცარიელი ბინებიღაა შემორჩენილი, რომელთაც მოჩვენებებით სავსე მიტოვებული შენობების იერი დაკრავთ.

ამ დროისთვის მთელი კვარტლის ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დადგომისას გადიან აივანზე და ფანჯრებს საერთოდ არ ხსნიან. მათი ერთადერთი თავდაცვითი საშუალებაა მოზრდილი ბუჩქებისა და ყვავილების მოჭრა, რათა არ მიიზიდონ კოღოების, ქინქლებისა და ბუზების ურდოები, თუმცა ეს სიტუაციის გამოსასწორებლად ნაკლებად გამოსადეგი მეთოდია, რადგანაც გარშემო, უზარმაზარ ფართობებზე, ეგზოტიკური მცენარეები ფართოდ არიან მოდებულნი ყველა აივანს, ტერასასა და გადასასვლელს. რა თქმა უნდა, ამას ჩიტების თვალებით რომ შეხედოთ, გამწვანებაში ჩაფლული ცათამბჯენები მშვენიერ ბაღებს მოგაგონებთ ჩამოკიდებული ლიანებითა და ფერების უზარმაზარი არჩევანით, მაგრამ ღამის დადგომისას, როდესაც მთელ კვარტალში მხოლოდ რამდენიმე ნათურაღა ანათებს, შენობები საოცრად საშინელ სანახაობად იქცევა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტალურ პროექტს დიდი იმედგაცრუება ახლდა თან, ვერტიკალური ტყეებისა და ბაღების შექმნას მომავალი ნამდვილად აქვს. ჩვენ გავითვალისწინებთ ჩინელი შემქმნელების სავალალო გამოცდილებას, ვინაიდან და რადგანაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასეთი ცათამბჯენები მთელ მსოფლიოში გამოჩნდა და დასრულებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.