1876წლის 10მარტს მსოფლიოში პირველი სატელეფონო ზარი იქნა განხორციელებული. ამ მოწყობილობამ მალევე შემოაღწია ჩვენს ცხოვრებაში და დღესდღეობით მისი ერთ-ერთი საკვანძო ნაწილიც კი გახდა. თანამედროვე სპარტფონებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ მაღვიძარა, ფანარი, რუკა და თავად ტელეფონი.

თუმცა თუ დავუფიქრდებით, თანამედროვე სმარტფონი რთული რამაა. პირველი კომპიუტერები ამჟამინდელ ყველაზე იაფფასიან სპარტფონებთანაც კი ვერ მივლენ ახლოს. ვინაიდან სპარტფონი დღესდღეობით მხოლოდ სარეკი მოწყობილობა აღარაა, მისი გონივრულად გამოყენებაა საჭირო. მაგალითად, ყურადღებით უნდა იყოთ თუ რა აპლიკაციებს აყენებთ.

1. აპლიკაციები უცნაური მოთხოვნებით

მაგალითად, გადმოწერე ფარნის აპლიკაცია და იგი ითხოვს წვდომას ინტერნეტთან, კამერასა და მიკროფონთან. ცალსახაა, რომ აღნიშნულ ფუნქციებთან წვდომა მას არაფერში სჭირდება, ამიტომაც გამოდის, რომ მისი შექმნელი ამ ხერხით შენი ინფორმაციის შეგროვებას ცდილობს. შეგიძლია, აპლიკაციების მოთხოვნების ზუსტი სია პარამეტრებში ნახო.

2. ფონზე მომუშავე აპლიკაციები

აპლიკაციები, რომელსაც იშვიათად იყენებთ, თუმცა, ამასთანავე ისინი მუდმივად აქტიურ რეჟიმშია. კონკრეტული მაგალითების მოყვანა რთულია, ასეთი ხომ უამრავია. ისევ და ისევ, მსგავსი პროგრამების არსებობის ნახვა პარამეტრებშია შესაძლებელი. მოიძიეთ პუნქტი “პროცესები”.

3. აპლიკაციები რეკლამით

დამეთანხმებით, არასასიამოვნოა, როცა ეკრანის ნახევარი რეკლამითაა დაფარული. თუნდაც აპლიკაცია ჩამოტვირთვათა რაოდენობით ტოპში იყოს, ყოველთვის შეიძლება მისი ნაკლებ პოპულარული ანალოგის მოძიება. ფუნქციები იგივე დარჩება, თუმცა მოზასაბეზრებელი რეკლამა აღარ შეგაწუხებთ.

4. შეცდომებით მომუშავე აპლიკაციები

თუ აპლიკაცია ხშირად აგდებს შეცდომას, ითიშება ან რამე სხვა მსგავსი პრობლემა აქვს, საერთოდ რა საჭიროა მისი დატოვება? უმჯობესია ის წაშალოთ და უფრო გამართული ანალოგი მოიძიოთ.

5. აპლიკაციები, რომლებსაც არ იყენებთ

ტელეფონს ნუ გადატვირთავთ ისეთი აპლიკაციებით, რომლებსაც არ იყენებთ. სპარტფონის მეხსნიერება წელვადი არაა, თან სამუშაო სივრცის გადავსემა არაკომფორტულია.

ასევე თუ შეძლებთ ჯობს ქარხნული აპლიკაციები წაშალოთ და უფრო სასარგებლო ანალოგები გადმოწეროთ. თუ გსურთ, რომ სმარტფონმა დიდხანს იმუშაოს, მას სანაგვე ურნად ნუ გადააქცევთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი