არასდროს მომწონდა ფეხსაცმელი, რომელიც ფხრიწით იკვრებოდა. მახსოვს ბავშვობაში, როცა ფხრიწებიანი ფეხსაცმელი მეცვა, ჯერ ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ფხრიწები წებოვნებას კარგავდნენ, რასაც საკმაო დისკომფორტი მოჰქონდა, ამიტომაც ვფიქრობ რომ ფხრიწებიანი ფეხსაცმელი ყველასთვის ნამდვილად არაა.

ფხრიწებიანი ფეხსაცმელი

დროთა განმავლობაში ფხრიწის რბილი მხარე ფხვიერდება, რის გამოც ფეხსაცმელი წესიერად აღარ იკვრება. ამასთანავე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მას ეკვრის ძაფები, ცხოველების ბეწვი და ტანსაცმლის ბუსუსები. ძველად გვიწევდა ფეხსაცმლის ხელოსანთან მიტანა და ლოდინი როდის მიაკერებდნენ ახალს, რაც დამატებით ხარჯებს წარმოქმნიდა, თან იგივე პრობლემა კვლავ შეიძლება განმეორებულიყო.

დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ აღადგინოთ ფხრიწები, სახლის პირობებში დაუბრუნოთ მათ წებოვნება. თავიდან თავად არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ასე მარტივი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ მეთოდის დახმარებით ფხრიწები პრობლემას აღარ შეგიქმნიან.

პირველ რიგში თქვენ დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სანთებელა ან ასანთი, საჭიროა ფხრიწის გაცვეთილი ბოლოების განსაკუთრებით ფრთხილად მოწვა, რათა მთლიანად ფხრიწი არ დააზიანოთ. თავის დაზღვევის კუთხით უმჯობესია აღნიშნული პროცედურა სააბანაზანოში მოშვებულ ონკანთან ჩაატაროთ.

შემდგომ საჭიროა ნემსის საშუალებით ფხრიწის ზედაპირიდან აკურატულად მოაშოროთ სიბინძურე. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ფხრიწს რაიმე მაგარი მიეკრა, გახსოვდეთ ამ შემთხვევაში სანთებელა არ გამოგადგებათ. მე სახლში უკვე ყველა ფხრიწი დავამუშავე ამ მეთოდით და შედეგით ფრიად კმაყოფილი ვარ.

პროცედურის ჩატარებისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ხელი არ დაიწვათ. როდესაც ფხრიწის გაცვეთილი ზედაპირი მოიწვება, მისი ნაწილები კვლავ ახალივით მიეკვრება ერთმანეთს. მე უკვე გამოვცადე ეს მეთოდი, სცადე შენც, შემდეგ კი დაწერე კომენტარებში თუ როგორი შედეგი მიიღე. წარმატებას გისურვებთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი