შხაპის ყურმილის მოქნილ შლანგს ყურადღებას იშვიათად ვაქცევთ, მაგრამ როცა ის ჟოვნას იწყებს, უკვე იძულებულები ვხდებით რაიმე მოვიმოქმედოთ. თავიდან რამოდენიმე წვეთი ჟონავს, ბოლოს კი წყლის ნაკადში გადაიზრდება.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით გასწავლოთ თუ როგორ შევაკეთოთ საკუთარი ხელით მაშინ, როცა გაჟონვას ყველაზე შეუფერებელ დროს დაიწყებს და არც იმის საშუალება გექნებათ, რომ უმალვე მაღაზიაში გაიქცეთ. მოიმარჯვეთ ბრტყელტუჩა, სახრახნისი, ბასრი დანა და შეუდექით შეკეთებას.

შხაპის შლანგი

ვეძებთ გაჟოვნის ადგილს

თავიდანვე მსურს გაგაფრთხილოთ, რომ შეკეთების მსგავსი მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ თუ დაზიანება შლანგის ბოლოდან არც ისე შორსაა. თუ გაჟონვა შუაშია, მაშინ აუცილებლად გამოცვლა მოგიწევთ.

დავიწყოთ: შლანგი მოახრახნეთ შემრევისაგან, შემდეგ კი დააცალკევეთ შლანგი და შხაპის ყურმილი. ბონუსად წყლის ქვებით დაბინძურებული შხაპის ყურმილის გაწმენდაც შეგიძლიათ. ახალივით იქნება.

მოხრახნეთ შლანგს წამოსაცმელი ქანჩი, მოაშორეთ შუასადები. შლანგის ბოლოს განთავსებულია დეკორატიული დამჭერი, მის უკან კი პლასტმასის დამჭერი ან მასრა.

ფრთხილად მოათავსეთ დანა მასრასა და შუასადებს შორის. ატრიალეთ წრიულად, რათა ღარი გააფართოვოთ. შემდეგ მიღებულ ჭრილში მოათავსეთ ბრტყელი სახრახნისი წვრილი ბოლოთი.

გაამოძრავე სახრახსნისი, ამ მეთოდით გამოწიე მასრა ისე, რომ ხელით დაჭერა შეძლო. მასრა გამოწიეთ და გაჭიმეთ (რაოდენ შესაძლებელია) შლანგი, რომელიც მასრაზეა დამაგრებული. დაათვალიერეთ და იპოვეთ დაზიანებული მონაკვეთი.

შეკეთების პროცესი

ნასვრეტის ოდნავ დაბლა გადაჭერით შლანგი და ამ გზით მოაშორეთ დაზიანებული ნაწილი. გაათავისუფლეთ თითბერის მასრა დაზიანებული შლანგის ნარჩენებისაგან.

მოათავსეთ ის შლანგის გათავისუფლებულ ბოლოში, შესაძლოა ამისთვის მეტალის სანთებელათი ოდნავ გახურება მოგიწიოთ. გაციების შემდეგ, მასრა მჭიდროდ ჩაემაგრება.

ამგვარად შლანგი დამოკლდა, ამიტომაც მეტალის გარსის ნაწილიც მოსაშორებელი გახდა. სახრახნისის საშუალებით გამოაცალკევეთ დეკორატიული ნაწილი.

მოაჭერით გარეთა გარსის ზედმეტი ნაწილი ისე, რომ არ დააზიანოთ თავად შლანგი. დაქაჩეთ მილი და მისი ბოლო ჩამალეთ დეკორატიული ნაწილის ქვეშ.

შემდეგ მჭიდროდ დაამაგრეთ მასრა. თუ ბოლომდე კარგად არ ჩაჯდა, არაუშავს! გასწორება მარტივია. დააბრუნეთ ადგილზე ქანჩი და მისი საშუალებით მიახრახნეთ შხაპის ყურმილი. ჩახრახვნისას ის მასრას თავის ადგილას მოათავსებს.

სულ ესაა! რთული არაფერია, შლანგი კი ახალივით გამოიყურება. ახლა ისღა დაგრჩენიათ ის თავის ადგილას დააბრუნოთ. მაღაზიაში გაქცევა ან სანტექნიკის გამოძახება აღარ დაგჭირდებათ. წარმატებული რემონტი და დაე წყალი მხოლოდ იქიდან მოედინებოდეს, სადაც საჭიროა!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი