პლანეტის რუკაზე ტურისტული ადგილები ზოგჯერ არა მხოლოდ მიწაზე, არამედ მის ქვეშაც გვხვდება, თუმცა, ყველამ როდი იცის მათ შესახებ, რაც სამწუხაროა, რადგანაც ისტორია ინახავს უნიკალურ მიწისქვეშა სტრუქტურებს, სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ აშენდა ისინი არამხოლოდ ასობით და ათასობით წლის წინ, არამედ სულ ახლახანაც, თუმცა, მათი შთამბეჭდავი მასშტაბები მათ გარეგნულ დროზე სრულებითაც არაა დამოკიდებული. აქ მოცემულია ექვსი საოცარი დასახლება, რომლებიც მიწისქვეშ მდებარეობს.

1. დერინქუიუ

თურქეთის რეგიონის, კაპადოკიის ყველაზე ვრცელ და შთამბეჭდავ ვულკანურ კლდედ დერინქუიუ ითვლება. ისტორიკოსები ლაბირინთების ამ უზარმაზარ მიწისქვეშა კომპლექსს ძვ. წ. VIII საუკუნით ათარიღებენ და, როგორც ჩანს, ის აშენდა თავშესაფრად, ომებისა და მტრის შემოსევების დროს.

2. ნაური

მიწისქვეშა ქალაქი ნაური (ასევე – ნაურსი) მდებარეობს საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში და შედგება სამასზე მეტი ოთახისგან და სამკილომეტრიანი გვირაბებისგან, რომლებიც საიმედოდ იმალება ტყის ქვეშ, დაახლოებით, 30 მეტრის სიღრმეზე. დასახლება მოიცავს სამ ათასზე მეტი ადამიანისთვის სამყოფ საცხოვრებელს, აგრეთვე, დამოუკიდებელ სამლოცველოებს, თავლებსა და ჭებს.

ადამიანური ცივილიზაციის პირველი კვალი ნაურის ტერიტორიაზე გამოიკვეთა ახ.წ. III საუკუნეში, როდესაც იქ დაიწყო რომაული კარიერების განთავსება, თუმცა, მოგვიანებით, მაღარო მნიშვნელოვნად გაფართოვდა და რეალური მიწისქვეშა ქალაქის ზომამდე გაიზარდა. ეს პროცესი ისტორიულმა კონტექსტმა განაპირობა: იმ პერიოდში მიმდინარეობდა შუა საუკუნეების აქტიური შიდა ომები და შემოსევები, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი შენობების თავშესაფრებად გამოყენება დაიწყო.

3. ლალიბელა

ამ გრანდიოზულ შენობას თავისთავადი სახელი აქვს – “ახალი იერუსალიმი”. ლალიბელა არის საიდუმლო გამოქვაბულებისა და კატაკომბების კომპლექსი, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე ეკლესიასთან. ამ უკანასკნელთაგან ყველაზე ცნობილია წმინდა გიორგის ჯვრის ფორმის ეკლესია. შენობა გამოჭრილია მონოლითურ კლდეში, რომელიც ოცდაათი მეტრის სიღრმის უზარმაზარ თხრილშია მოქცეული.

საინტერესოა მიწისქვეშა ქალაქ ლალიბელას სამშენებლო მექანიზმიც. საქმე ისაა, რომ მისი მშენებლობა ზემოდან ქვევით მიდიოდა: ასე რომ, თავდაპირველად, ეკლესიებს მიწისქვეშა ვულკანური ქანებისგან კვეთდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა მათი ამოტეხვა. ამრიგად, ეს სტრუქტურები ისე გამოიყურებოდა, თითქოს პირდაპირ მიწიდან ამოიზარდნენ. ლალიბელას დღემდე არ დაუკარგავს წმინდა მნიშვნელობა და მისი ეკლესიები ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის წმინდა ადგილებად ითვლება.

4. პეტრა

პეტრა უძველესი ქალაქია, რომელიც იორდანიის სამხრეთით განლაგებულ მთებში მდებარეობს. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების კვლევების თანახმად, ეს მხარე დასახლებული იყო ჯერ კიდევ პრეისტორიული დროიდან, თუმცა, პეტრამ განვითარების უმაღლეს დონეს დაახლოებით ორი ათასი წლის წინ მიაღწია – მაშინ ნაბატეელთა უძველესმა ცივილიზაციამ, მხოლოდ პრიმიტიული იარაღების გამოყენებით, მოახერხა კლდეებისა და ქვიშიანი ბორცვებისგან სამარხების, დარბაზებისა და ტაძრების მასშტაბური კომპლექსის გამოკვეთა. ყველაზე ცნობილ ნაგებობად ითვლება ალ-ხაზნე, იგივე “ხაზინა”, რომელიც გამოირჩევა კლდიდან თითქმის ორმოცდაათი მეტრის სიმაღლეზე გამოჭრილი დეკორატიული ფასადით.

5. ორვიეტო

გორაკის მწვერვალზე მდებარე იტალიური ქალაქი ორვიეტო დღესაც ცნობილია თავისი თეთრი ღვინოთი და როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური თვალწარმტაცი ხედებით. ამასთან, იქ კიდევ ერთი სრულფასოვანი დასახლებაა, რომელიც მიწისქვეშ მდებარეობს. მიწისქვეშა ქალაქის ისტორია დაიწყო მთავარი ქალაქის ქვეშ მდებარე ვულკანურ კლდეში არსებული ლაბირინთების ქსელით, რომელიც გათვლილი იყო ჭების მშენებლობისთვის. ძველი ეტრუსკები, რომლებმაც მტრის თავდასხმების დროს იქ დაიწყეს დამალვა, ამ მიწისქვეშა ქალაქის პირველი მოსახლეობა გახლდათ.

ამასთან, ამ ცივილიზაციის დაცემის შემდეგ, ორვიეტო კიდევ უფრო განვითარდა და დღეისათვის იქ შეგიძლიათ იხილოთ არამხოლოდ ეტრუსკული ეპოქის სიწმინდეები, არამედ შუა საუკუნეების ხალხების კვალიც. უფრო მეტიც, მიწისქვეშა ლაბირინთების ნაწილი გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ბომბსაფრების სახით.

6. ბერლინგტონი

ვინ არ იცის, რომ ცივი ომის დროს მსხვილი სახელმწიფოები, ბირთვული იარაღებისგან თავდასაცავად, ბუნკერებისა და თავშესაფრების მშენებლობით იყო დაკავებული. თუმცა, რატომღაც, დიდი ბრიტანეთი ამ სახელმწიფოებს შორის არ მოიაზრებოდა, რაც უსაფუძვლოა. აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, სოფელ კორშის ქვეშ, 30 მეტრ სიღრმეზე, 14-ჰექტრიანი მიწისქვეშა კომპლექსი გააშენა.

ამ შენობას “ბერლინგტონის ბუნკერს” უწოდებენ და იგი აგებულია გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. ადრე, არსებული გვირაბები და კარიერები თავშესაფრის ფუნდამენტი იყო. ბუნკერი აღჭურვილი იყო ოფისებითა და კაფეტერიებით, მოქმედი სატელეფონო სადგურითა და სამედიცინო დაწესებულებებით, საცხოვრებელი ოთახებით, რომლებშიც დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი ეტეოდა. სინამდვილეში, ეს ინფრასტრუქტურა სრულფასოვნად არასდროს ფუნქციონირებდა, თუმცა, 2004 წლამდე მუშაობდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეაჩერეს მისი ფუნქციონირება და გაასაიდუმლოეს მისი არსებობა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი