ცხოვრებაში ხშირად წააწყდებით მცირე პრობლემებს, რომლებიც ცხოვრებას არაფერს ვნებს, განწყობას კი გვიფუჭებს. ყოველდღიური ცხოვრება შედარებით მაინც რომ გაამარტივოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი, თუმცა ჭკვიანური ცხოვრებისეული ხრიკები. ისინი ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, ყველაზე გაუთვალისწინებელ სიტუაციაშიც კი. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ნებისმიერი ცხოვრებისეული შემთხვევისათვის გამოსადეგი მარტივი რჩევების სასარგებლო ნაკრებს.

1. საიმედო სანტავიკი

პლასტირის კარგად დასაფიქსირებლად, მისი კიდეებიდან შუა ნაწილამდე გააკეთეთ პატარა ჭრილები. შემდეგ მოაშორეთ დამცავი ნაწილი, ჭრილობაზე დაიდეთ დამცავი საფენი, გაჭრილი კიდეები კი ერთმანეთზე მონაცვლეობით, ჯვარედინად გადააწებეთ. სანტავიკი გაცილებით დიდხანს დარჩება თითზე.

2. კვანძი მარტივად

კერვისას, ძაფზე კვანძის გაკეთება საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია. იგი ან ძალიან მცირე გამოვა, ან ზედმეტად უწესრიგო, ანდაც მაშინვე დაიშლება. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი ტექნიკა, რომელიც ამ მცირე პრობლემებს აგარიდებთ თავიდან: დააფიქსირეთ ძაფის ბოლო თითსა და ნემსს შორის, შემდეგ კი ნემსზე ორჯერ გადაახვიეთ. ახლა ძაფი უნდა ჩამოწიოთ, ნემსი – ზემოთ აწიოთ. შედეგად, მიიღებთ კერვისათვის განკუთვნილ, მოწესრიგებულ და სრულყოფილ კვანძს.

3. ყვავილების ქოთანი საკუთარი ხელებით

ყვავილების ჩამოსაკიდი ქოთნის გაკეთება შეგიძლიათ სულ რამდენიმე წუთში, საკუთარი ხელებით, თოკისა და ქოთნის გამოყენებით. ქოთანი გადმოატრილეთ და მაგიდაზე დადეთ. ირგვლივ თოკი წრიულად შემოვახვიეთ. თოკის კიდიდან ზედა ნაწილში უნდა შექმნათ მარყუჟი და მიამაგროთ ქოთანზე. შემდეგ პირდაპირ მარყუჯში უნდა შეაძვრინოთ თოკის ბოლო კიდე და ამავდროულად, საპირისპირო კიდით უნდა გამოაძვრინოთ. ამრიგად, ქოთნის ცენტრში “ყურებიანი” თოკისაგან იქმნება სტაბილური დამჭერი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ფანჯარაზე ან წინასწარ მომზადებულ კაუჭზე.

4. მოსახერხებელი კვანძი შარვლებზე

სულ ცოტაა საკმარისი იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. მაგალითად, შარვლის თასმებისგან ისეთი შესაკრავის გაკეთება, რომელიც წელს არ გაგიკავებთ, მაშინაც კი, თუ ბევრ საჭმელს მიირთმევთ, ამავდროულად, საიმედოდ შეკრავს ტანსაცმელს წელთან. თავდაპირველად, აუცილებელია თითოეულ თასმაზე გააკეთოთ კვანძი, ოღონდ არ მოუჭიროთ. შემდეგ თასმის თავისუფალი კიდე უნდა გაატაროთ მოპირდაპირე თასმის მარყუჟში. იგივე გაიმეორეთ მეორე მხარესაც. მიიღებთ კვანძს, რომელიც დაჭიმვისას თავისუფლად მოძრაობს თასმათა კიდეებზე.

5. კაბელის დამატებითი დაცვა

მობილურის დამტენს ყოველდღიურად ვიყენებთ, ამიტომაც, რეზინი სწრაფად იცვითება, შიდა მავთულები შიშვლდება და სადენიც ფუჭდება. ამის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ იზრუნეთ სადენის უსაფრთხოებაზე. აიღეთ საშუალო სისქის თასმა, გააკეთეთ მისგან მარყუჟი და დაუკავშირეთ კაბელს. შემდეგ თასმა თავისუფალი მხრით უნდა დაახვიოთ კაბელის მთელ სიგრძეზე. ზედმეტი კიდეები მაკრატლით უნდა მოაჭრათ.

6. შარვლის შეკეთება

ჯინსები ხშირად იცვითება ბარძაყების შიდა მხარეს. ტანსაცმლის დანარჩენი ნაწილი, როგორც წესი, ახალივით გამოიყურება, ამიტომაც ჯინსების გადაგდება გენანებათ, არადა, მას ვეღარ იცვამთ, რადგან დაზიანებული ადგილი ჩანს და ტანსაცმლის მთელ სილამაზეს წყალში ყრის, თუმცა, გამოსავალი არსებობს: სპეციალური ცხოვრებისეული ხრიკი, რომელიც ჯინსების გადარჩენაში დაგეხმარებათ. დაიწყეთ კერვა ხვრელის ქვედა ნაწილიდან, ჰორიზონტალური ხაზებით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ბოლოს დაჭიმეთ ძაფი და გააკეთეთ კვანძი. ნაკერიცა და ძაფებიც უხილავი დარჩება.

თქვენ გაქვთ მსგავსი ხრიკები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი