ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ხშირად ხდება ისე, რომ ქარხნულად შექმნილი მოწყობილობის, მექანიზმის ან ტექნოლოგიის შეცვლა ადამიანის ხელით მის ეფექტურობას რამდენჯერმე ზრდის. ჩვენს დღევანდელ სტატიაში მოცემულია რამდენიმე სპეციალისტის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია უსადენო ინტერნეტის გადამცემის ეფექტურობის გაზრდა მასზე კილიტის (ფოლგა) შემოხვევით. დროა გავერკვეთ იმაში, თუ რითაა ეს ხერხი გამოსადეგი და რის გაკეთებას მოითხოვს იგი.

როდესაც საქმე Wi-Fi როუტერებსა და მათგან მიღებულ გამოსხივებას ეხება, ადამიანთა აზრი სამ ნაწილად იყოფა. პირველ კატეგორიას ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც როუტერის გამოსხივებითა და მუშაობის ეფექტურობით თითქმის არ ინტერესდებიან მანამ, სანამ ინტერნეტი მეტ-ნაკლებად მისაღები სიჩქარით უზრუნველყოფს მათ.

მეორე კატეგორია თვლის, რომ Wi-Fi იმდენადვე საშიშია, რამდენადაც მისგან მიღებული გამოსხივება, სწორედ ამიტომ, დროულად უნდა გატარდეს გარკვეული ზომები აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თუმცაღა, ეს ყველაფერი სასურველია ისე მოხდეს, რომ ოთახი ინტერნეტის გარეშე არ დარჩეს.

მესამე კატეგორია კი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც მტკიცედ სწამთ, რომ როუტერის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის ერთადერთი გზა კუსტარული ჩარევაა.

მაშ ასე, კილიტის გამოყენებით როუტერის ვერაგი გამოსხივებისგან დავდაცვის ვარიანტს არც კი განვიხილავთ. მითუმეტეს, ყველამ კარგად იცის, რომ კილიტით არა როუტერი, არამედ თავი უნდა შეიხვიოთ (ეს ხუმრობით!). როუტერთან დაკავშირებით კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კილიტის დახმარებით სიგნალის გაძლიერება შეუძლებელია. მოცემულ მასალას თავისთავად არ გააჩნია Wi-Fi ტალღების ნებისმიერი ოდენობით არეკლვის უნარი.

მეტიც, მოდემის ქვეშ კილიტის განთავსება და, მით უმეტეს, მოწყობილის მთლიანად შეფუთვა, შესაძლოა საკმაოდ საშიში აღმოჩნდეს მთელი ოთახისთვის. როუტერი, რა თქმა უნდა, სულაც არაა კვების ბლოკი, თუმცაღა, მუშაობის დროს მაინც გამოყოფს გარკვეული რაოდენობის სითბოს, ხოლო, თუკი რომელიმე კილიტა ენერგიის არეკვლის კარგი უნარით გამოირჩევა, შედეგად ძალიან დიდი რაოდენობის სითბოს ვიღებთ, რამაც შესაძლოა მოწყობილობის ან მისი გაყვანილობის აალება გამოიწვიოს.

ვიღაც მაინც იტყვის, რომ ექსპერიმენტის ასე დასრულების ალბათობა ძალიან მცირეა. მაშ, რას იტყვით იმაზე, რომ ენერგიის წყაროზე უბრალო შეხებით მიღებული ძაბვით ხალხი ყოველდღიურად არ იხოცება, ექსპერიმენტის საკუთარ თავზე ჩატარებას კი მაინც არავინ ცდილობს ხოლმე?

რაც შეეხება თქვენი Wi-Fi როუტერის სიგნალის გასაძლიერებელ მოქმედებებს, უფრო ძლიერი მიმღების შეძენაზე (ან დამზადებაზე) უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. საქმე ისაა, რომ ინტერნეტ-პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის შეძენილი იაფფასიანი მოწყობილობების უმეტესობა, ხშირად, დაბალი ხარისხით გამოირჩევა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი