რის შემდეგ უნდა გაწმინდოთ სარკე და ეფექტური მეთოდები ზედაპირის გასაპრიალებლად

ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ჩემს ბებიაზე. მან ბევრი რამ მასწავლა და წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ამას წინათ გამახსენდა, თუ როგორ გადიოდა ხოლმე დღეები, როცა ბებოსთან ვრჩებოდი. მისი დილა სახლში ყველა სარკის წმენდით იწყებოდა.

მისი ეს ჩვევა უცნაურად მეჩვენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაშივე ამიხსნა, რატომაც აკეთებდა ამას. სიმართლე რომ გითხრათ, მსგავსი ცრუწმენების არ მჯერა, თუმცა, მსგავსს შეხედულებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვსთ. სტატიის ბოლოს გაგიზიარებთ გამოცდილ ხალხურ მეთოდებს ჭუჭყიანი სარკის ეფექტურად გასაწმენდად.

სარკე სახლში

ბებოს სჯეროდა სარკეებთან დაკავშირებული ცრუწმენებისა, მაგალითად, სახლიდან გასვლამდე ის ყოველთვის იხედებოდა სარკეში, ამასთან, ცდილობდა დაეცვა ყველა ის წესი, რომლებიც სახლში არსებულ სარკეებს უკავშირდებოდა.

პირველი მათგანი ასე გამოიყურება: არ შეიძლება სარკის ჩამოკიდება სამზარეულოში, საძინებელსა და იმ ადგილთან ახლოს, სადაც გძინავთ. მეორე მხრივ, ითვლება, რომ ბავშვმა ერთ წლამდე არ უნდა ნახოს თავისი ანარეკლი. კიდევ ერთი ცრუწმენა, რომელიც არსებობს, გვასწავლის, რომ არ შეიძლება სარკის შესასვლელი კარის პირდაპირ განთავსება ან გატეხილ თუ გაბზარულ სარკეში ჩახედვა. არ შეიძინოთ ძველი, სხვების მიერ უკვე გამოყენებული სარკე. დაბოლოს, არ შეიძლება სარკის ჩუქება!

რა თქმა უნდა, ბებია ზოგ წესს არღვევდა ხოლმე, მაგალითად, სახლში ბევრი ძველებური სარკე ჰქონდა, რომელიც დედისა და ბებიისაგან ერგო მემკვიდრეობით. იმისთვის, რომ დარღვევებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი თავიდან აეცილებინა, ყველა სარკეს განსაკუთრებულად უვლიდა და მუდამ უნარჩუნებდა მათ სისუფთავეს.

აღმოჩნდა, რომ იგი ასე სხვა რამის გამოც იქცეოდა: ბებიას ღრმად სწამდა სარკეთა მისტიური შესაძლებლობებისა. “სარკეს შეუძლია მიიღოს და აირეკლოს ინფორმაცია და ენერგია” – ხშირად იმეორებდა ბებო. მისი აზრით, სახლის სარკეს შეუძლია სახლის ბინადრების ემოციის შთანთქვა, აგრეთვე, იგი გვაგონებს ჩვენს ყველა აზრს, როცა მასში ვიყურებით. გჯერათ მსგავსი რაღაცების?

საუკეთესო ვარიანტია, თუ ოჯახში ყველა წევრს თავისი სარკე ექნება, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ რთულია, ამიტომაა საჭირო სარკის დილა-საღამოს წმენდა – დღის განმავლობაში დაგროვილი ენერგიების მოშორება. ბებია განსაკუთრებული მონდომებით წმენდდა სარკეს, თუ იმ დღეს სახლში კონფლიქტი მოხდა.

მსგავსი წესი, ალბათ, ბევრს არ მოეწონება და უარს იტყვის მის შესრულებაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, იმაზე მეფიქრება, რომ ბებიაჩემის სახლის გარდა, არსად მინახავს ასეთი სუფთა სარკეები. სხვათაშორის, ბებოს რამდენიმე მეთოდი ჰქონდა ყველაზე ჭუჭყიანი სარკის ეფექტურად გასაწმენდად.  ზოგიერთ მათგანს დღემდე ვიყენებ და ახლა მათ თქვენც გაგიზიარებთ.

როგორ გავწმინდოთ სარკე

სარკის გაწმენდის ყველაზე მარტივი ხალხური საშუალება არაყია. ბებო ბამბას ასველებდა მაღალგრადუსიან არაყში და ასე წმენდა სარკეებს. შემდეგ, იღებდა მშრალ რბილ ხელსახოცს ან ბამბის ჩვარს და სარკის ზედაპირს აპრიალებდა. შედეგად, სარკე ბზინავდა.

როცა არაყი არ ჰქონდა, ბებია მაგარ ჩაის ამზადებდა და მისით ანაცვლებდა ალკოჰოლს. პროცედურა მეტად სწრაფი და მარტივია. შეგიძლიათ, კლასიკური მეთოდით გამოიყენოთ – სარკე ძმრისა და გაზეთის საშუალებით გაწმინდოთ. რომ არ მოგატყუოთ, ბებოს ეს მეთოდი დიდად არ მოსწონდა, რადგან მის შემდეგ ჭუჭყი მარტივად გროვდებოდა.

თქვენ გჯერათ, რომ სარკეს მისტიური უნარები გააჩნია? აუცილებლად გაგვიზიარეთ თუ რაოდენ ხშირად წმენთ სარკეს და რას იყენებთ ამისთვის. გელოდებით კომენტარებში!