ძვირადღირებული საგნები ყოველთვის როდია კომფორტის და კეთილდღეობის გარანტი. ზოგჯერ პატარ-პატარა ნივთებსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა. Novate.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა გაუგოთ ძვირფას ცხოვრებას გემო, დიდი ხარჯის გარეშე.

როგორ ვიცხოვროთ მდიდრულად

1. შეარჩიეთ ხარისხიანი თეთრეული

ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. მნიშვნელოვანია ზრუნვა არა მხოლოდ საწოლზე, ლეიბებსა და ბალიშებზე, არამედ თეთრეულზეც. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებულ ნაკრებებს (ბამბა, აბრეშუმი), რათა დასვენების დროს კანმა ისუნთქოს. რამდენადაც ასეთი პროდუქტი ძვირია, შეიძინეთ ნაკლები, თუმცა, ხარისხიანი კომპლექტი.

2. შეიძინეთ თვალის ნიღაბი და ყურის საცობი

კარგი ძილისთვის მნიშვნელოვანია სიბნელ და სიჩუმე. თუ ოთახში სინათლე იჭრება ან ელექტრონული საათი ანათებს, გაიკეთეთ ნიღაბი, ხოლო შინაური ცხოველების ან ხმამაღალი მეზობლების სახით, გარეშე ხმაურისგან თავის დასაღწევად, შეიძინეთ ყურის საცობები. მშვიდი დასვენება გარანტირებული იქნება.

3. მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა

სამუშაო დღის შემდეგ, დაისვენეთ და ცოტა ხნით მაინც დაივიწყეთ პრობლემების შესახებ. საღამოს აბაზანა არომატული ზეთებითა და ქაფით ნამდვილი ნეტარება იქნება. მსგავსი რიტუალის ყოველდღიურად შესრულების შემთხვევაში, ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს მალევე იგრძნობთ.

4. შეიძინეთ სააბაზანო ოთახის აქსესუარები

შეიძინეთ რბილი სააბაზანო პირსახოცები, ფუმფულა საბანაო ხალათი და კომფორტული ფლოსტები. აბაზანიდან გამოსვლისას თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში საკურორტო მკურნალობის კურსი ახლახან დაასრულეთ.

5. მოამზადეთ ყავა ფრანგულ ჩაიდანში

დაიწყეთ დილა გამამხნევებელი ყავით. გემრიელი სასმლის მოსამზადებლად არაა აუცილებელი ყავის აპარატი ან ჯეზვე. დაფქული მარცვლები მოადუღეთ ფრენჩ-პრესში. ეს მეთოდი მადუღარაში ტრადიციულ მომზადებაზე უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, შედეგი კი ხსნად ყავაზე ბევრად გემრიელი გამოდის.

6. შეიძინეთ მატყლის წინდები

ბავშვობიდან, ნებისმიერმა ჩვენგანმა იცის, რომ მთავარია, ფეხები თბილად გვქონდეს. რჩევა განსაკუთრებით აქტუალურია ზამთარში, როცა ამინდი მკვეთრად ცივდება. მატყლის წინდებში, თუნდაც სველი იყოს, ფეხები ყოველთვის მშრალად და კომფორტულად გექნებათ. ბამბის ნაწარმი ასეთი თვისებებით ვერ დაიკვეხნის.

7. დაივიწყეთ ჩაის პაკეტები

ჩაის პაკეტებს ჩაის ფოთლების სხვადასხვა სახის ნარჩენებით ავსებენ, ამიტომ, პროდუქცია არც ისეთი კარგი ხარისხისაა, ხოლო სასმლისთვის დიდებული ელფერის მისაცემად, მწარმოებლები ამატებენ ხელოვნურ საღებავებს, რომლებიც ფინჯნის კედლებზე ტოვებს ლაქებს. ასაწონი ჩაი ბუნებრივი და მაღალი ხარისხის პროდუქტია, რომელიც ინარჩუნებს თავდაპირველ გემოსა და არომატს. გარდა ამისა, დაფასოებულთან შედარებით, არც ისე ძვირი ღირს.

8. დაინტერესდით კულინარიით

თუ ძვირადღირებულ რესტორნებში ვახშომის საშუალება არ გაქვთ, თავად ისწავლეთ გემრიელად მომზადება. დაჰპირდით საკუთარ თავს, რომ კვირაში ერთხელ მაინც გექნებათ საუცხოო ვახშამი.

9. შეიძინეთ ტუალეტის რბილი ქაღალდი

არჩევანი აშკარაა, რადგან რბილი ორფენიანი პროდუქტი გამოსაყენებლად ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე იაფფასიანი ქაღალდი, კომფორტი კი ყველაფერში საჭიროა.

10. გაამრავლეთ ოთახის მცენარეები

ცოცხალი მცენარეები თქვენს სახლს კომფორტითა და სითბოთი ავსებენ. გარდა ამისა, ლამაზი ყვავილები არა მხოლოდ თვალს ახალისებს და განწყობას ამაღლებს, არამედ შიდა მიკროკლიმატსაც აუმჯობესებს.

11. შეიძინეთ სუპინატორები

კომფორტული ფეხსაცმელი წამებში აუმჯობესებს ცხოვრებას. თუ მთელ დღეს ფეხზე დგომაში ატარებთ, შეიძინეთ სუპინაროტრები. ისინი ამცირებს ტერფზე დატვირთვას, ხელს უშლის ფეხების მოცურებას და ხსნის დაღლილობას სპორტით დაკავებისას.

12. შეიძინეთ ჰამაკი ან სარწეველა სავარძელი

სახლში აუცილებლად უნდა იყოს დასასვენებელი კუთხე. კომპაქტურ ჰამაკში ან სარწეველა სავარძელში ზომიერი რწევა დაგეხმარებათ განტვირთვასა და სიმშვიდის მოპოვებაში.

თქვენ როგორ ახერხებთ კომფორტულად ცხოვრებას, ნაკლები ხარჯით?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი