როგორია მინიატურულ სახლში ცხოვრება: თქვენ შეძლებთ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას?

ბლოგერი და ჟურნალისტი ჯენა სპესარდი ცნობილი გახდა იმის წყალობით, რომ მან თავისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა, როცა საკუთარი ხელით მინიატურული სახლი აიშენა, რომლის ფართობიც ჯამში 15,3 კვადრატული კილომეტრია. უკვე რამოდენიმე წელიწადია ის საკუთარი მაგალითით გვიმტკიცებს, რომ ადამიანს ბედნიერებისათვის მცირედიც ყოფნის, განსაკუთრებით თუ აქვს ოცნება და სურვილი, რომ ბედნიერი იყოს.

სოციალური გარემო ადამიანთა მისწაფებებზე კვალს ყოველთვის ტოვებს. ზოგიერთი ყველა ძალისხმევას ხმარობს, რათა სხვათა თვალში წარმატებული და მდიდარი გამოჩნდეს, სხვები კი ყველაფერს ტოვებენ და თავის ოცნებას მიჰყვებიან. წესისამებრ, პირველები ვერასდროს გაიგებენ მსგავს მისწრაფებას და თავის სტატუსზე უარს არასდროს იტყვიან, თუნდაც მას არც ბედნიერება და არც მორალური კმაყოფილება ვერ მოჰქონდეს.

ის კი, ვინც რისკავს, მართალია ზოგჯერ შეცდომასაც უშვებს, თუმცა მაინც განაგრძობს მცდელობას, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს და ეს ნამდვილად ფასეულია. მსგავსად მოიქსა ჯენა სპესარდი, რომელმაც ვერ შეეგუა დილიდან საღამომდე ოფისში მოსაწყენ სამსახურს მუდმივი ვალებითა და კრედიტებით, თვითრეალიზაციის შესაძლებლობის არსებობოსას. ის კინოსტუდიაში შემსრულებელ ასისტენტად მუშაობდა, თუმცა რეალურად ყოველთვის მწერლობაზე ოცნებობდა. ბორბლებზე არსებული ალტარნატიულ სახლზე ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მაგ თავისი ცხოვრების კარდინალურად შეცვლა გადაწყვიტა და საკუთარი ხელით სახლი აიშენა, რომელსაც ხუმრობით Tiny House Giant(გიგანტის მინიატურული სახლი) უწოდა, რადგანაც მას მზა კემპინგის სახლის ყიდვის ფინანსები არ ჰქონდა.

ყველა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მანდ მეგობართან გიომომთან ერთად გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი მეტად მცირე ზომისაა, სივრცის რაციონალური გამოყენების საშუალებით შეყვარებული წყვილისათვის ის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.

სივრცის მაქსიმალური ოპტიმიზაციისათვის, ახალგაზრდება მეორე იარუსიც ააგეს, სადაც საძინებელი განათავსეს. აი რაც შეეხება მისაღებს, სამზარეულოსა და აბაზანას, ისინი დაბლა იქნა გაშენებული. სამუშაო კუთხით უზრუნველსაყოფად, გონებამახვილმა გოგონამ დივან-ფუტონი დააყენა – ტრადიციული იაპონური მატრასის თანამედროვე ინტეპრეტაცია, რომელიც საძილე და მოსასვენებელ ზონებს უზრუნველყოფს.

ვინაიდან სახლი განკუთვნილია, როგორც მუდმივ საცხოვრებლად, ასევე სამოგზაუროდ, მათ სამზარეულო სრული პროგრამით აღჭურვეს. აქ თქვენ ნახავთ სამზარეულოს გარნიტურას, რომელიც იმ მასალითაა დამზადებული, რისი მოძიებაც შეძლეს. დამონტაჟებულია გაზქურა, რომელიც პროპანზე მუშაობს, მისი ბალონის შევსება ფაქტიურად ყველა ბენზინგასამართ სადგურზეა შესაძლებელი. სამზარეულოში ასევე არის ნიჟარა ონკანითურთ, თუმცა იმისათვის, რომ მასში წყალი იყოს, საჭიროა ბაკების გავსება, გამოყენებული სითხისათვის კი უტილიზაციის ადგილის მოძიება.

სამზარეულოს ავეჯის მეორე ნაწილი, რომელიც მეტალისა და ხისგან გაკეთებულ თაროებს წარმოადგენს, ასევე მეორე იარუსზე ასასვლელ საფეხურებად გამოიყენება, სადაც საძინებელია მოწყობილი. გიგანტური ზომების ლეიბი, რამოდენიმე მიჭედილი თარო, ძაღლის საწოლი და ერთდოროულად ექვსი ფანჯარა ამ ზონას ნამდვილად კომფორტულად აქცევს.

მინიატურულ სახლში მცირე ზომის დუშის კაბინისთვისაც გამოინახა ადგილი, რომელიც სურვილის შემთხვევაში ჩასაჯდომი აბაზანის როლსაც მოირგებს. ასევე შენობის შიგნით არის ავტომატური უწყლო ტუალეტი დაცლის სისტემით.

მართალია სახლის კომფორტსა და ინტერიერის სტილს ეტყობა, რომ ის ხელთ არსებული მასალების გამოყენებით გამოუცდელი სპეციალისტების მიერაა აგებული, თუმცა ამ ყოველივეს კონპენსირებას ის შესაძლებლობები იძლევა, რომელსაც მსგავსი სახლი სთავაზობს. მოგზაურობის გარდა, როცა საჭირო აღარაა ბინის ქირის გადახდა, გოგონამ Youtube-ზე არხი შექმნა, სადაც მსხვილი სარეკლამო კომპანიები თანამშრომლობას სთავაზობენ.

წამყვანისა და მწერლის კარიერაში ამ სიახლემ სტაბილური შემოსავლის წყარო გააჩნია, რაც დაეხმარა სწავლისთვის აღებული კრედიტის დაფარვასა და მისი ცხოვრების ახალ სტილს მეტი თავისუფლება შესძინა. ბორბლებზე სახლში ცხოვრების ორი წლის მოგზაურობის მანძილზე მათ უკვე მოინახულეს 30შტატი და კანადის 5პროვინცია. მისმა მეგობარმა გიომომმა ინჟინერის კარიერა მიატოვა და ხელი ფოტოგრაფიას მიჰყო.

რასაკვირველია, ცხოვრების ამ სტილსაც თავისებური პრობლემები და მინუსები მოჰყვა, მაგრამ წყვილმა მათთან მარტივად და სწრაფად გამკლება ისწავლა. ჯენამ თავის ბლოგში 5გაკვეთილი გაგვიზიარა, რომელიც მსგავსი ტიპის სახლში ცხოვრების წესებზე მოგვითხრობს და ალტერნატიული საცხოვრები სივრცის პრობლემურ საკითხბესაც ეხება.

პირველი გაკვეთილი. იფიქრო იმაზე თუ რამდენს მოიხმარ

ჯენამ დათვალა თუ რა რაოდენობის წყალი სჭირდება, როცა სახლში დამოუკიდებლად ცხოვრობს. თუ მათთვის, ვისაც ცენტრალური წყალგაყვანილობა აქვს ეს შეუძლებელია, ჯენასთვის, ვისაც ბაკების თავად გავსება და შემდეგ დაცლა უწევს, ეს მეტად შრომატევადი საქმეა. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია, როცა ავსება მილის გამოყენებით კი არა, სათლის საშუალებით ხდება. პლიუს ამას საჭიროა გაზის დანახარჯის კონტროლი, რადგანაც თუ ის ტყეში ან მინდორში გათავდება, პერსპექტივა არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდება. და ყველაზე ნაკლებ სასიამოვნო – ბიოტუალეტის სიტემატური წმენდა, რომლის გასუფთავება სამ დღეში ერთხელ მაინც საჭიროა, რათა სახლში უსიამოვნო სუნი არ დადგეს. გამონაკლისს მხოლოდ ისეთი დასახლებები წარმაოდგენს, სადაც შესაძლებელია ცენტრალურ სისტემასთან მიერთება, რაც ყოველდღიურობას ნამდვილად ამარტივებს.

პლიუს ამას საჭიროა საკვები პროდუქტების რაოდენობის კონტროლი, მით უფრო თუ გაჩერება უკაცრიელ ადგილას იგეგმება. პურზე, შაქარზე, ყავასა თუ მაკარონზე მაღაზიაში ჩარბენა ფიზიკურად არ გამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ გოგონამ ფიზიკური შრომის გამო მალევე ისწავლა საყოფაცხოვრებო ხარჯების რაოდენობა, შედეგად ფინანსების ეკონომიაც მოხერხდა.

საინტერესო ფაქტი: მათთვის, ვინც ფიქრობს კი მაგრამ რამდენი წყალი სჭირდება დღეში ერთ ადამიანს, გოგონა გვატყობინებს, რომ 19ლ სავსებით საკმარისია. ხოლო თუ ჩატუმბულ გაზს, როგორც ენერგიის ერთადერთ წყაროს განიხილავთ, რომელიც საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენება, თვეში 28ლ სავსებით საკმარისია, თან ისე რომ ეკონომიის გაკეთებაც არ მოგიწიოთ.

მეორე გაკვეთილი. ნივთებისა და პროდუქტების ყიდვამდე კარგად დაფიქრება

იმისათვის, რომ რაიმე ლამაზი, მაგრამ არასაჭირო არ შეეძინა, ჯენამ მაღაზიაში სიარულის სიხშირე მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა ჭამა ყოველთვის და ყველგან საჭიროა, ამიტომაც სუპერმარკეტში სიარულზე სრულიად უარის თქმაც არ გამოდის. ხდება ისეც, რომ რაღაც ნივთი აი უკიდურესად ძალიან მოგეწონა, ამ შემთხვევაში ჯენა საკუთარ თავს უმალვე ეკითხება: “რისთვის მჭირდება ეს ნივთი? არსებობს უფრო ფუნქციონალური ვარიანტი? სად შევინახო?” იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კითხვაზე მაინც არაა პასუხი, გოგონა შეძენაზე უარს ამბობს, რადგანაც ისედაც შეზღუდულ სივრცეში არეულობა ნამდვილად არ სჭირდება.

მესამე გაკვეთილი. საჭიროა მინუსების მიღებისა და დაფასების სწავლა

იმის გათვალისწინებით, რომ სახლი მეორადი და არასაჭირო ნივთებისაგან შეიქმნა, გასაკვირი არაა, რომ ინტერიერი მოკრძალებული გამოვიდა. თუ თავიდან ჯენა მეტად წუხდა და ცდილობდა ყველა მინუსი დაემალა, განსაკუთრების მას მერე, რაც რამოდენიმე მდიდრულ აპარტამენტს ეწვია, დროთა განმავლობაში მან ისწავლა ამ ყოველივესთვის ფილოსოფიური თვალით შეხედვა.

მეოთხე გაკვეთილი. სანამ სიახლეს შემოიტანდეთ – სამჯერ დაფიქრდით

თუ სახლი უკვე შედგა და ყველა ნივთმა თავისი ადგილი იპოვა, საჭირო არაა ახალი კონსტრუქციების მოძიება. ის ყოფას ვერ გაამარტივებს, არამედ პირიქით პრობლებს დაამძიმებს. ასე გამოვიდა დამატებითი თაროების დამატებისას, არადა მათ გარეშეც ერთი წელი მშვენივრად გაგვქონდა თავი. ჩამატებული კონსტრუქცია სივრცეში მისი გადატვირთა და გადაკეტვა გამიიწვია, შედეგად კი როგორც არ უნდა დაალაგო, მაინც ქაოსი მოჩანს.

მეხუთე გაკვეთილი. შემგროვებლობაზე უარის თქმა

მინიატურულ სახლში გადასვლისას, ენთუზიასტებს მოუწიათ შეგროვებული ნივთების 90% დაეტოვებინათ, რათა სახლი ზედმეტად არ გადაეტვირთათ. დროთა განმავლობაში მათ გაითავისეს, რომ პერანგების, შარვლებისა და კაბების გორაკების გარეშეც მშვენივრად ცხოვრობენ. გადის დრო და ესტრემალები ხვდებიან, რომ კიდევ არაერთი ნივთის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივიც კი გახდებოდა, რა საჭიროა 12კაცზე გათვლილი ნაკრების ქონა, როცა რამოდენიმე ჭიქა და კოვზი სავსებით საკმარისია. ისინი ცხოვრობენ პრინციპით: “თუ რამე მოხდება, იმითაც მოვგვარდებით, რაც გაგვაჩნია.”

უკვე რამოდენიმე წელია ჯენა და მისი შეყვარებული განსხვავებულად ცხოვრობენ და მათ ეს ნამდვილად მოსწონთ, მით უფრო მაშინ, როცა ეკონომიის შედეგად მათ ეძლევათ საშუალება უფრო მეტი იმოგზაურონ. თუმცა ბოლო წლებია ეს ყოველივე განსხვავებულად ხდება და უკვე მხრებზე ჩამოკიდული ზურგჩანთით. ამასობაში კი Tiny House Giant კლინტონის შტატში ტყეშია გაჩერებული და მოყვარულებს არაორდინალური განმარტოებული დასვენების საშუალებას აძლევს. ეს სიამოვნება სავსებით დემოკრატიული ფასის მატარებელია – დღეში 100დოლარი. ამ სახლში შესაძლებელია სრული განტვირთვა და ცხოველებიც დაშვებულია.

არა მხოლოდ ჯენამ შეძლო მსგავსი არაორდინალურ სახლში ცხოვრების წყალობით თვითრეალიზაცია, არამედ მსოფლიოში არაერთი თავისუფლების მოყვარული ადამიანის ნახვა შეიძლება, რომელმაც ასევე არჩევანი ალტერნატიულ საცხოვრებელზე შეაჩერა, თითოეულ მათგანს თავისი მიზეზი და ისტორია აქვს.